OLYMPEA FLORA
Eau de Parfum
სუნამო
აღმოაჩინეთ Olympéa Flora, ინტენსიური სუნამო ქალბატონებისთვის Paco Rabanne-ისგან. არომატი ამაზონის მდიდრულ, თანამედროვე ქალღმერთს — ოლიმპიას განასახიერებს, რომელმაც ყველაფერი იცის ყვავილების ძალის შესახებ.
Not Chosen
აღმოაჩინეთ Olympéa Flora, ინტენსიური სუნამო ქალბატონებისთვის Paco Rabanne-ისგან. არომატი ამაზონის მდიდრულ, თანამედროვე ქალღმერთს — ოლიმპიას განასახიერებს, რომელმაც ყველაფერი იცის ყვავილების ძალის შესახებ. ზღაპრულად სასტიკი, უკიდეგანოდ თავდაჯერებული, დიდებულად სექსუალური Olympéa Flora, ფეთქებადი, ვარდისფერი თაიგულია, რომელიც ეკლიან ვარდს ნორჩფურცლებიან პიონთან აწყვილებს, რათა ფემინურობის ორი ღვთაებრივი ასპექტი განასახიეროს.
ოლიმპია ფლორას საიდუმლო ბაღში, სახიფათო ყვავილები შავ და ვარდისფერ ფერებად ყვავიან. მიჰყევით მის ნაკვალევს, წინააღმდეგობა გარდაუვალია!
top - SPARKLING PINK PEPPER, BLACK CURRANT SORBET ACCORD;
heart - FRESH PINK ROSES, PEONY BLOSSOM;
base notes -SALTY VANILLA, VELVETY PATCHOULI, MUSKY CASHMERE WOODS
Mr. Paco Rabanne 1934 წელს, ბასკების ქვეყანაში — ესპანეთში დაიბადა. 5 წლისა იყო, როდესაც სამოქალაქო ომი დაიწყო და დედამ, ბავშვთან ერთად, საფრანგეთში გაქცევა გადაწყვიტა.
ცნობილია, რომ Rabanne-ის დედა, Balenciaga-ს მოდის სახლში მკერავად მუშაობდა. სავარაუდოდ, მოდის სიყვარულიც მან შთაუნერგა. სწორედ საფრანგეთში შეიძინა ფრანცისკომ ახალი სახელი — Paco Rabanne, რომლითაც მის მემკვიდრეობას, დღეს, მთელი მსოფლიო იცნობს.
1960-იანებში, არქიტექტურული კურსების გავლის შედეგად შეძენილი უნარები ავანგარდული აქსესუარების დიზაინების შექმნას მოახმარა და რამდენიმე მაღალი მოდის სახლს უნიკალური ნამუშევრებიც შესთავაზა.