მთავარიშოპისუნამო

OCEANIA

OCEANIA

EXTRAIT DE PARFUM

სუნამო

Giardino Benessere-ს სუნამო Oceania პარფიუმის ექსტრაქტის ფორმით წარმოდგენილი ოსტატური ქმნილებაა.

მოცულობა:

Not Chosen

750.00 ₾
აღწერა

სანამ სამყაროს საფუძვლების შემადგენელი ელემენტები გაჩნდებოდნენ, ტიტანები და ტიტანიდები არსებობდნენ და ბუნების ძალებსაც, სწორედ, ისინი მეთაურობდნენ. ზუსტად იმ დროს, წყლებისა და მარილიანი ოკეანეების ძალებიდან წარმოიშვა ოკეანია — რომის იმპერიის ხანაში, ასევე, ოკეანუსის სახელით ცნობილი ანტიკური ღვთაება — ოკეანეების და სამყაროს ყველა წყლის მმართველი.

მისი სიძლიერე, დიდებული ლურჯი ფერის წყლისებრი სიგრილით, ზღვის მოქცევების იმპულსებით და აზვირთებული ტალღების ძალით ვლინდება, რომელთა ზედაპირზე სრიალისას, ზღვის კათარზისში, ხელახალ დაბადებას შევიგრძნობთ.

Giardino Benessere-ს სუნამო Oceania პარფიუმის ექსტრაქტის ფორმით წარმოდგენილი ოსტატური ქმნილებაა. მისი არომატი, წყლისებრი, მლაშე სიგრილით, დამაჯერებლად იშლება: იოდირებული მარილის გაელვებას ზღვის ნიავის აკორდში, ბერგამოტისა და მწარე ფორთოხლის ძალა ამოძრავებს. ამ ნოტებს გულში იკრავს Terenzi-ს სურნელოვანი ბიბლიოთეკის ექსკლუზიური — „ჟანგბადის“ სახელით ცნობილი მოლეკულით გამდიდრებული ძვირფასი და პიკანტური ილი. „ჟანგბადი“ უნიკალური მოლეკულაა, რომელიც არომატის ჰაერში გასხურებისას, დაუჯერებლად შუშხუნა, გამაგრილებელ ეფექტს წარმოქმნის და სურნელოვანი კომპოზიციის გულში განისვენებს.

Oceania-ს გული ყველაზე ინტენსიურ, გვიმრისებრ ნოტებში გვძირავს: მათ შორის, გამორჩეულად ჟღერს ატმის, წითელი მოცხარისა და ცნობილი აფროდიზიაკის — მარაკუიას ხილისებრ სიტკბოსთან კომბინირებული სამეფო ლავანდა, რომელთაც სპეციების ძლიერი არომატი უპირისპირდება — ენერგიული ვარდისფერი პილიპილი და მუსკატის კაკალი.

მეფური, ძლიერი ბაზა, კომპოზიციის შთაგონების — ოკეანიას იმპულსური ხასიათის მსგავსად, აგარის ხის (აგარის ხე/უდი: ბუნებრივი პარფიუმერული ნედლეული — ორთქლის დისტილაციით დამუშავებული ხის ფისი აღმოსავლური სტილის არომატების მისაღებად, ხის, ანიმალისტური, კვამლის ძლიერი ნოტებით) აკორდით იშლება, რომელსაც ტყის ხავსი და სეკულარული მუხის ხავსი გამოკვეთს, სანდალის ხე (სანდალის ხე: ბუნებრივი პარფიუმერული ნედლეული, რომელიც ხის ფესვების ორთქლზე დისტილაციით მიიღება; ხის, რძისებრი, კრემოვანი, გლუვი, აღმოსავლური, მდგრადი, თბილი, გამჭოლი, ბალზამისებრი, დახვეწილი, ხავერდოვანი ნოტებით) კი — სინაზესა და დამამშვიდებელ სიტკბოს ანიჭებს.

Giardino Benessere-ს სურნელოვან ქმნილება Oceania-ს შინაგანი ძალების რეგენერაციის უნარი აქვს და ახალ სიცოცხლეს გვმატებს, იმ მომენტებში, როდესაც გამაგრილებელი, ტკბილი წყლების ცქრიალა შეგრძნებები გვესაჭიროება.

Oceania აღმდგენი და ენერგიის მომნიჭებელი ჩაყვინთვაა ლურჯი ზღვების სიღრმეში!

ზედა ნოტები: ზღვის ნიავი, ბერგამოტი, ფორთოხალი, კარდამონი და ჟანგბადი

შუა ნოტები: ლავანდა, ატამი, წითელი მოცხარი, პასიფლორა, ვარდისფერი წიწაკა და მუსკატის კაკალი

ძირითადი ნოტები: აგარის ხე, ხავსი, სანდალოზის ხე და მუხის ხავსი

Alcohol Denat., Parfum, Linalool, Limonene, Coumarin, Citral, Hydroxycitronellal, Geraniol, Farnesol

პარფიუმერული სახლის — Giardino Benessere-ს („გამაჯანსაღებელი ბაღი“) მთელი შთაგონება ბუნების და ფსიქო-ფიზიკური კეთილდღეობის იდეებს ემყარება: ბრენდის სოციალური და კომერციული ფაქტორებისგან გათავისუფლებული, უნიკალური ქმნილებები, პარფიუმერიის ტრადიციულ ნიმუშებს მიღმა იბადება და სულიერი სიმშვიდისა და კომფორტის მომნიჭებელ თერაპიას ემსახურება.

კოლექცია Classic („კლასიკა“) უკიდურესად დახვეწილი ფუფუნების ახალ კონცეფციას ასახავს: მასში შემავალი დიდებული პერსონიფიკაციის მქონე ძვირფასი, ბუნებრივი ესენციები, ყველაზე სელექციური პარფიუმერიის ექსპრესიას გვთავაზობს. Giardino Benessere-ს თითოეული პროდუქტი, ჭეშმარიტად ავთენტური ხასიათით, მშვენიერია როგორც ინდივიდუალურად გამოყენებისას, ასევე — ქარის მონაბერი სასიამოვნო სურნელივით, ბრენდის სხვა ესენციებთან შესარევად, რათა კიდევ უფრო აამაღლოს არომატი, რომელსაც ატარებთ.

კოლექცია Titans („ტიტანები“) გვიამბობს სამყაროს შექმნაზე; ბუნებისა და მისი წესების განმსაზღვრელ ღრმა ძალებზე. ეს დახვეწილი კოლექცია, ზევსის და ოლიმპოს ღმერთების მიერ წესრიგის დამყარებამდე მძვინვარე კოსმოსის პირველყოფილ არსებებს — ტიტანებს და მათ ძალას ასახავს. მასში შემავალი ესენციების სურნელის სილამაზეს კი ძვირფასი სამკაულების ზარდახშის მსგავსი მეტალის ფლაკონები აძლიერებს.