მთავარიშოპისუნამო

OCEAN OF A MIDNIGHT MOON

OCEAN OF A MIDNIGHT MOON
OCEAN OF A MIDNIGHT MOON

Eau de Parfum Intense

სუნამო

SIMONE ANDREOLI-ს Ocean Of A Midnight Moon რაფინირებული, მდიდრული და დამატყვევებელი არომატია, რომელიც ზღვის ყველა ძალას ასხივებს, მის ღრმა, ღამის სიგრილეს.

მოცულობა:

Not Chosen

645.00 ₾
აღწერა

არომატის ტიპი: წყლისებრი/ზღვისებრი/მერქნისებრი

ძირითადი ნოტები: ზღვის წყალი, ციტრუსების ქერქი, პიტნა, მურტი (მარადმწვანე მცენარე), ღვიის კენკრა, მუხის ხავსი, ნაძვი, ტყავი, დრიფტვუდი (სინთეტიკური პარფიუმერული ნედლეული — ზღვიდან გამორიყული ტოტების სურნელოვანი ასოციაცია ხის, ქარვის, მწვანე, მლაშე, კრემოვანი, ხილის მოტკბო სურნელით)

არომატის შთაგონება

უზარმაზარი ტალღის თეთრ ქაფს, მთვარის ნათებით გაბრწყინებული ღამის ზღვიდან, ოკეანის სიგრილე მოაქვს.

SIMONE ANDREOLI-ს Ocean Of A Midnight Moon რაფინირებული, მდიდრული და დამატყვევებელი არომატია, რომელიც ზღვის ყველა ძალას ასხივებს, მის ღრმა, ღამის სიგრილეს.

ზღვის ნოტები და მოციმციმე ციტრუსები პიტნის, მურტის და ღვიის კენკრის არომატულ ნოტებს ერწყმის.

ხმელთაშუა ზღვის მარილი ტალღების მიერ შელახულ, ფორმენტარას (კუნძული) ღამის ზღვის მიერ გამოძერწილ, სანაპიროზე გამორიყულ ხის ტოტებზე კრისტალიზდება.

(შუაღამის მთვარის ოკეანე) Ocean Of A Midnight Moon-ის დღიური

თეთრი ქაფი ნაპირს ეხეთქება და ყოველივე მუქს თეთრად ღებავს.

შენს კანზე უხეში, გამომშრალი მარილია დალექილი, რომელსაც კოცნით ვიპარავ, რათა შენი გემო შევიგრძნო.

საზაფხულო რომანები, ველური სული, აღელვებული ზღვასავით დაუოკებელი თვალები.

შუაღამის წყნარი, ჩუმი, მშვიდობიანი ზღვა და გარშემო დასადგურებული წყვდიადი.

სიბნელეში პოლარული თეთრი ტალღები იჭრებიან და სანაპიროზე, მთვარის შუქზე იშლებიან.

ღამის უფსკრულებში ემოციებმა დაისადგურეს, უძირო ოკეანეების ქვეშ რომ ცხოვრობენ, სადაც შენი სიჩუმე შენი თვალების ფერში ქუხს.

ჩვენი განმარტოების ღამის წყვდიადში, ზღვის დინებას ჩვენს უსარგებლო გულებს ვატანთ, მისი ტალღების სიღრმეში რომ ჩაიძირონ.

ზღვის წყალი, ციტრუსების ცედრა, პიტნა, მირტი, ღვია, მუხის ხავსი, სოჭი, ტყავი, ნალექიანი ხე.

Alcohol, Parfum (Limonene, Benzyl salicylate, Linalool, Citral, Eugenol, Citronellol, Geraniol, Benzyl alcohol), Aqua, Diethyl phtalate.

SIMONE ANDREOLI-ს სუნამოები წიგნის ფურცლებს ჰგავს, რომლებიც გვესაუბრებიან და თავიანთ არომატებთან ერთად, სხვადასხვა მიმართულებით — ჩვენი მოგონებების შინაგანი არქივისკენ მიგვიძღვიან. სურნელოვანი გამოცდილება კანს მიღმა აღწევს და მსოფლიოს შორეულ კუთხეებში მოგზაურობების აღწერად გარდაიქმნება.

სუნამო — მთავარი პერსონაჟია, იმ ამბების მთხრობელი, მოგონებებში ჩაქსოვილ ნაწერებსა და სურნელში რომ დნებიან; ნაწარმოების გმირი, რომელიც წარმოსახვითი სამაყაროსკენ მიგვიძღვის, იქ, სადაც მატერია იმღვრევა და წარსულში, მივიწყებულ სანაპიროებზე ან ვოლსტრიტის გადატვირთულ ტრაფიკში გვაბრუნებს…

მოგზაურობა აღარაა უბრალო გზა დანიშნულების გარკვეულ ადგილამდე, ის, ახლა, თვითანალიზი, ძიება და გაცნობიერებაა. ჩვენც, სურნელით გაჟღენთილები, ყველაზე რთულ, იდუმალ მიმართულებას ვირჩევთ — გზას საკუთარი შინაგანი სამყაროს აღმოჩენისკენ. ჩვენი პროდუქტიული რწმენა ფუნდამენტურ პრინციპს — მოკვლევას ემყარება.

ბრენდის წარმომადგენლები SIMONE ANDREOLI-ს სამუშაო პროცესების შესახებ:
„ჩვენი სუნამოების წარმოებაში გამოყენებული ნედლეული ხარისხის მკაცრი სტანდარტების დაცვითაა შერჩეული, რათა მომხმარებლებს უკომპრომისოდ საუკეთესო პროდუქცია შევთავაზოთ. გვიყვარს სუნამოების შექმნა პარფიუმერიის ორიგინალური მეთოდების გამოყენებით, რათა მოდის ცვლილება არ შეეხოთ. ჩვენი არომატები ექსკლუზიურად ეხმარება ყველას ინდივიდუალური სტილის მიგნებაში და ხელს უწყობს, დისტანცირდნენ ყოველივე კონვენციურისა თუ სდანდარტულისგან.

დაუღალავად ვშრომობთ მათთვის, ვისაც სურს, გამორჩეულად, დახვეწილად და ექსპერიმენტის მაძიებლად იგრძნოს თავი. სუნამოს თვითგამოხატვის ხელსაწყოს პრონციპით ვიყენებთ, როგორც შინაგანი სამყაროსა და შემოქმედებითი სულის დანამატს. ჩვენი მიზანია, მოვახდინოთ თვით-იდენტიფიკაცია, როგორც მსოფლიოს ურბანულმა ინდივიდებმა.“