მთავარიშოპისუნამო

OAJAN

OAJAN

Eau de Parfum

სუნამო

ეზიარეთ არისტოკრატული ცხოვრების წესს, Parfums de Marly-ს ორიგინალური პარფიუმერული ხელოვნების ნიმუშით — Oajan!

მოცულობა:

Not Chosen

1,136.00 ₾
აღწერა

Parfums de Marly-ს დაუვიწყარი სურნელოვანი მოგზაურობა — Oajan, კანს ძვირფასი, თბილი გამხსნელი ნოტებით — ხილისებრი ოსმანტუსით გამდიდრებული თაფლის და დარიჩინის ნაზავით მოიცავს.

სურნელოვან ნარატივს კომპოზიციის გული განაგრძობს და შეგრძნებებს ტკბილი, ხავერდოვანი ამბრის, ლაბდანუმისა (ციტრუსების ექსტრაქტი) და ბენზოინის (ხის ფისისგან მიღებული ბუნებრივი პარფიუმერული ნედლეული ბალზამის, ხის, ვანილის, პუდროვანი, რძისებრი და მომწარო აკორდებით) კომბინაციით გამოაღვიძებს, რომელთაც ვანილის, ტონკას მარცვლების, პაჩულის და დავანას (არტემიზია პალენსი) გაერთიანებული ნოტები აგვირგვინებს.

ეზიარეთ არისტოკრატული ცხოვრების წესს, Parfums de Marly-ს ორიგინალური პარფიუმერული ხელოვნების ნიმუშით — Oajan!


გამხსნელი ნოტებითაფლი, დარიჩინი, ოსმანტუსი

გულის ნოტებიამბრი, ლაბდანუმი (ციტრუსების ექსტრაქტი), ბენზოინი (ხის ფისისგან მიღებული ბუნებრივი პარფიუმერული ნედლეული ბალზამის, ხის, ვანილის, პუდროვანი, რძისებრი და მომწარო აკორდებით)

საბაზისო ნოტებივანილი, ტონკას მარცვლები, პაჩული, დავანა (არტემიზია პალენსი)

Alcohol Denat., Parfum (Fragrance), Aqua (Water), Coumarin, Cinnamyl Alcohol, Limonene, Linalool, Cinnamal, BHT, Eugenol, Alpha-isomethyl Ionone, Citral, Benzyl Benzoate

მაღალი პარფიუმერიის სახლი — Parfums de Marly ჟულიენ სპრეშერმა დააარსა.

სურნელოვანი პროექტის ჩანაფიქრი მე-18 საუკუნის ბოჰემური სიამოვნებისა და ზეიმის ცენტრის — შატო დე მარლის ბრწყინვალე ცხოვრების სტილის გაცოცხლება იყო.

Parfums de Marly რაფინირებული პარფიუმერიის წარმოებაზე ფოკუსირდება და დინების წინააღმდეგ მიმავალი, გაბედული სურნელოვანი კომპოზიციებით, ფრანგულ ნოუ-ჰაუს მიაგებს ოდას: ბრენდის ყოველი პროდუქტი, კეთილშობილური ინგრედიენტებითაა შექმნილი და არომატთა უნიკალური ხელწერით გამოირჩევა.

„მე-18 საუკუნის ბრწყინვალება თანამედროვე პრიზმაში“ — ასეთია სურნელოვანი სახლის მოკლე დახასიათება, რომელიც კლასიკური და თანამედროვე პარფიუმერიის პრინციპების მომხიბლავი კავშირით, უნიკალურ სენსორულ გამოცდილებას გვთავაზობს.