NUIT ÉTOILÉE
EAU DE PARFUM
სუნამო
Goutal-ის არომატ Nuit Étoilée-თან („ვარსკვლავიანი ღამე“) ერთად, სეკვოიას ძირში მწოლიარეს, იავნანას გვიმღერიან ხის, ხავსის და მიწის არომატები.
Not Chosen
Goutal-ის არომატ Nuit Étoilée-თან („ვარსკვლავიანი ღამე“) ერთად, სეკვოიას ძირში მწოლიარეს, იავნანას გვიმღერიან ხის, ხავსის და მიწის არომატები. იქ, ღამის უსასრულო სივრცეში, თავისუფლება გვიხმობს. ძლივს შესამჩნევი ნაკადულის ნაპირებზე, ვარსკვლავიანი ღამის მისტიკურ, მშვიდობიან სიწყნარეში, აღარაფერი დაგვრჩენია, ცის წიაღში ჩაკარგვისა და ტკბილი, მხიარული სიგრილის მოფერების გარდა.
გამხსნელი ნოტები: ბაღის პიტნა, ანგელოზას თესლი, ტკბილი ფორთოხალი
გულის ნოტები: კვლიავი, დანამასტიკი, ეგვიპტური ჟასმინი
საბაზისო ნოტები: ლეღვის ბალზამი, უკვდავა, ტონკას მარცვლები, ციმბირული ფიჭვი
ALCOHOL DENAT., PARFUM (FRAGRANCE), AQUA (WATER/EAU), Hexyl cinnamal, Limonene, Alpha-Isomethyl Ionone, Citral, Benzyl benzoate, Linalool, Amyl cinnamal, Citronellol, Coumarin, Geraniol, Eugenol
რაფინირებული პარფიუმერიის სახლი — Goutal, 1981 წლიდან, სუნამოების უმაღლეს ხელოვნებასა და ცხოვრების ყოველი მომენტისთვის თანმხლებ დახვეწილ, უნიკალურ არომატულ ქმნილებებს გვთავაზობს.
Goutal-ის კოლექციებს შორის, აღმოაჩენთ სურნელებს, რომლებიც მოგზაურობაში გაგიძღვებათ, ზოგიც — მხარზე დაყრდნობილს, სახლში დაგაბრუნებთ… ბრენდის მრავალფეროვანი სელექცია, როგორც ზაფხულის მეგზურ, ასევე — უნივერსალურ არომატებს მოიცავს, რომელთა გამოყენებაც, რამდენიმე წლის განმავლობაში, უწყვეტად შეგიძლიათ.
Goutal-ის ყოველი სუნამო იმ ცხოვრებისეულ მომენტებს ჰგავს, ჩვენს პიროვნებას რომ აყალიბებენ: ზოგიერთი მათგანი გულწრფელ აღიარებას გაგახსენებთ, ზოგიც — გულიან სიცილს; მოგონებებს, რომლებიც დროში გვამოგზაურებენ და ჩვენი ცხოვრების სხვადასხვა მონაკვეთის შესახებ გვიამბობენ…
ბრენდის შემქმნელი, მტკიცე და თავისუფალი სულისკვეთების მქონე ქალბატონი, ნიშური პარფიუმერიის პიონერი — ანიკ გიუტალია, რომელმაც ხანმოკლე, თუმცა მრავალფეროვანი ცხოვრება განვლო და მამაკაცების მიერ დომინირებულ ინდუსტრიაში თავის დამკვიდრება წარმატებით შეძლო; მუდამ სიყვარულით იყო აღსავსე და გარშემომყოფ ქალებსაც განუწყვეტლივ შთააგონებდა.
პარფიუმერული სახლი Goutal დღესაც აგრძელებს ემოციების სურნელებად გარდაქმნას და გამორჩეულად დახვეწილი არომატების მოყვარულების მიზიდვას; განსაკუთრებით, საკულტო ქმნილებებით — Eau d’Hadrien-ითა („ადრიანეს წყალი“) და Petite Chérie-ით („პატარა ძვირფასი“).