მთავარიშოპისუნამო

NUIT ET CONFIDENCES

NUIT ET CONFIDENCES

EAU DE PARFUM

სუნამო

Goutal-ის მგრძნობიარე და მომაჯადოებელი არომატი — Nuit et Confidences იმ განსაკუთრებულ მომენტებს აღბეჭდავს, როდესაც შეგიძლია გახდე ყველა, ვისაც კი მოისურვებ

მოცულობა:

Not Chosen

419.00 ₾
აღწერა

ზოგჯერ, ყურადღების მიპყრობის მოულოდნელი, ჩაუხშობელი და დაუძლეველი სურვილი გვიპყრობს. ასეთ დროს, სასურველ პოზას ვიჭერთ და კამერის ობიექტივებს ვაცდუნებთ.

Goutal-ის მგრძნობიარე და მომაჯადოებელი არომატი — Nuit et Confidences იმ განსაკუთრებულ მომენტებს აღბეჭდავს, როდესაც შეგიძლია გახდე ყველა, ვისაც კი მოისურვებ; ისევე, როგორც პარფიუმერ ანიკ გიუტალს უყვარდა გარდაქმნა, სამოდელო ფსევდონიმის — ჯერალდინის ფრთის ქვეშ და გარშემომყოფებს თავისი მაგნიტური აურით; ისევე, როგორც პარფიუმერ ანიკ გიუტალს უყვარდა გარდაქმნა, სამოდელო ფსევდონიმის — ჯერალდინის ფრთის ქვეშ და გარშემომყოფებს თავისი მაგნიტური აურით ატყვევებდა.

გამხსნელი ნოტები: იტალიური ბერგამოტი, იტალიური მანდარინი

გულის ნოტები: მადაგასკარული შავი პილპილი, საკმეველი, ორქიდეა

საბაზისო ნოტები: მადაგასკარული ვანილი, ბრაზილიური ტონკას მარცვლები, მუშკი

ALCOHOL DENAT., PARFUM (FRAGRANCE), AQUA (WATER /EAU), Limonene, ETHYLHEXYL METHOXYCINNAMATE, Linalool, ETHYLHEXYL SALICYLATE, BUTYL METHOXYDIBENZOYLMETHANE, Citral, CITRIC ACID, Coumarin

რაფინირებული პარფიუმერიის სახლი — Goutal, 1981 წლიდან, სუნამოების უმაღლეს ხელოვნებასა და ცხოვრების ყოველი მომენტისთვის თანმხლებ დახვეწილ, უნიკალურ არომატულ ქმნილებებს გვთავაზობს.

Goutal-ის კოლექციებს შორის, აღმოაჩენთ სურნელებს, რომლებიც მოგზაურობაში გაგიძღვებათ, ზოგიც — მხარზე დაყრდნობილს, სახლში დაგაბრუნებთ… ბრენდის მრავალფეროვანი სელექცია, როგორც ზაფხულის მეგზურ, ასევე — უნივერსალურ არომატებს მოიცავს, რომელთა გამოყენებაც, რამდენიმე წლის განმავლობაში, უწყვეტად შეგიძლიათ.

Goutal-ის ყოველი სუნამო იმ ცხოვრებისეულ მომენტებს ჰგავს, ჩვენს პიროვნებას რომ აყალიბებენ: ზოგიერთი მათგანი გულწრფელ აღიარებას გაგახსენებთ, ზოგიც — გულიან სიცილს; მოგონებებს, რომლებიც დროში გვამოგზაურებენ და ჩვენი ცხოვრების სხვადასხვა მონაკვეთის შესახებ გვიამბობენ…

ბრენდის შემქმნელი, მტკიცე და თავისუფალი სულისკვეთების მქონე ქალბატონი, ნიშური პარფიუმერიის პიონერი — ანიკ გიუტალია, რომელმაც ხანმოკლე, თუმცა მრავალფეროვანი ცხოვრება განვლო და მამაკაცების მიერ დომინირებულ ინდუსტრიაში თავის დამკვიდრება წარმატებით შეძლო; მუდამ სიყვარულით იყო აღსავსე და გარშემომყოფ ქალებსაც განუწყვეტლივ შთააგონებდა.

პარფიუმერული სახლი Goutal დღესაც აგრძელებს ემოციების სურნელებად გარდაქმნას და გამორჩეულად დახვეწილი არომატების მოყვარულების მიზიდვას; განსაკუთრებით, საკულტო ქმნილებებით — Eau d’Hadrien-ითა („ადრიანეს წყალი“) და Petite Chérie-ით („პატარა ძვირფასი“).