მთავარიშოპისუნამო

Nina Le Parfum

Nina Le Parfum

Eau de Parfum

სუნამო

Nina Le Parfum, სიცოცხლით სავსე მიმზიდველობით, გაცდუნებთ, გარისკოთ და თავი დაკარგოთ მის მაჰიპნოზირებელ სურნელში.

მოცულობა:

Not Chosen

242.00 ₾
აღწერა

მიჰყევით საკუთარ ინტუიციას.

Nina Le Parfum, სიცოცხლით სავსე მიმზიდველობით, გაცდუნებთ, გარისკოთ და თავი დაკარგოთ მის მაჰიპნოზირებელ სურნელში. დაე, თქვენი ცნობისმოყვარეობა გააღვივოს გემრიელი ვაშლის, ელეგანტური თეთრი ყვავილებისა და თბილი ქარვის ხის (ამბერვუდი: მოლეკულური პარფიუმერული ინგრედიენტი, რომელსაც აღმოსავლური, გურმანული, ყვავილოვანი და თეთრი ყვავილების ნოტების გასაძლიერებლად იყენებენ) გასაოცარმა ნაზავმა: ხილისებრ-მერქნისებრი, ყვავილოვანი სურნელი გიბიძგებთ, საკუთარი ცნობიერის სათამაშო ტერიტორიებს ჩაუღრმავდეთ.

Nina Le Parfum 92%-ით ბუნებრივი წარმოშობის ინგრედიენტების შემცველი სუფთა, ვეგანური ქალის სუნამოა.

არომატი ბრენდის საავტორო ნოტს — გადამუშავებულ იტალიურ ლიმონს შეიცავს: პარფიუმერიის ინდუსტრიაში, ვიზუალის გამო წუნდებულ საკვებ ხილს ახალ ფუნქციას ანიჭებენ — ლიმონის ცედრით დაწყებული, რბილობით დასრულებული, ყოველი შემადგენელი ნაწილი კაშკაშა ციტრუსის ძლიერ სურნელოვან აფეთქებად გარდაიქმნება.

მბრწყინავი ვარდისფერის ინტენსიური დოზა სუნამის საკულტო, ვაშლის ფორმის ფლაკონს განახლებულ, ენერგიულ ელფერს ანიჭებს: Nina Le Parfum-ის ძვირფასი, ვარდისფერი ლენტით მოკაზმული შეფუთვა დამაგვირგვინებელი ვერცხლისფერი შტრიხებით, მართლაც თვალშისაცემი დიზაინის ობიექტია.

შეიყვარებთ ნინას Nina Le Parfum-ს?

Trio de pommes – Citron

Gardénia – Fleur d’oranger – Tubéreuse

Bois ambrés - Vanille

Nina Ricci დაარსების დღიდან, თამამი, ოპტიმისტური ქალურობის არსს განასახიერებს. 1946 წელს, არომატულმა სახლმა სულ პირველი სუნამო — Coeur de Joie შექმნა, რომელსაც მალე, 1948-ში, საკულტო არომატი, ფაქტობრივად, Nina Ricci-ს უკვდავების განმსაზღვრელი L’Air du Temps მოჰყვა.

Nina Ricci მეტია, ვიდრე უბრალოდ ბრენდი: მუდმივად ქალების გაძლიერებაზე ფოკუსირდება და კომუნიკაციის სხვადასხვა ხერხით, გაფურჩქვნისა და კეთილდღეობისკენ მოუწოდებს. დამოუკიდებელი, გავლენიანი და გულწრფელი სილამაზით ამაღლებული Nina Ricci-ს პროტოტიპი ქალი მოტივირებულია, საკუთარი ემოციების მომხიბლავობა გამოავლინოს და ქვეცნობიერში ყველაზე ღრმად მიმალული სურვილები აიხდინოს. 

როგორც ერთ დროს რობერტ რიჩიმ თქვა — „მე იმ პიროვნებებისთვის ვმუშაობ, რომელთა მგრძნობიარობაც ჩემსას ემთხვევაო.“

Nina Ricci-ს არომატული სახლი, ქალის სახეებს, ამბის თხრობის ალეგორიებითა და სიმბოლოებით აღსავსე, წარმოსახვითი მანერით ასახავს — მათ შორის, სამი გრაციით (იგულისხმება მე-18-მე-19 საუკუნის კლასიცისტი მოქანდაკის ნამუშევარი), მტრედებით, ვაშლებით და ყვავილებით. ბრენდი, დაარსებიდან დღემდე, უწყვეტ კონცეპტუალურ ოსტატობას ინარჩუნებს და ქალებს აღორძინებაში ეხმარება: ეს უნიკალური მხატვრული მგრძნობიარობა ემყარება სიმარტივისა და სიწმინდის კომბინაციას უხვ შემოქმედებითობასთან.

Nina Ricci ქმნის მხატვრულ იმპულსს, თავისუფლების წიაღში.