მთავარიშოპისუნამო

NOTRE-DAME 15.4.2019

NOTRE-DAME 15.4.2019

Parfum

სუნამო

NOTRE-DAME 15.4.2019 მარადიული ცხოვრების, შეუდრეკელი სულის, ნედლი ოქროთი დამზადებული ჯვრის ალეგორიაა, ჭეშმარიტება, რომელიც პროგრესირებს…

მოცულობა:

Not Chosen

765.00 ₾
აღწერა

FILIPPO SORCINELLI-ს არომატი NOTRE-DAME 15.4.2019 პარფიუმერ ფილიპო სორჩინელის ნიშური სუნამოების ხაზის — „მოგზაურობის დელირიუმის“ რიგით მეორე სუნამოა, რომელიც მსოფლიო კულტურის ისტორიის ერთ-ერთ უაღრესად ტრაგიკულ მოვლენას — 2019 წლის 15 აპრილს, პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის ხანძარს მიეძღვნა. NOTRE-DAME 15.4.2019-ის შექმნით, სორჩინელი მიზნად ისახავს, არომატი არა მხოლოდ კონკრეტული ფაქტის, არამედ — ყოფიერების ჭეშმარიტი არსის ამოხსნის ხელსაწყოდ აქციოს; ამავდროულად, რომის პაპების კუტურიეს სახელით ცნობილი ხელოვანი, პარფიუმერიის ინდუსტრიაში გავრცელებული სამი უმთავრესი სტერეოტიპის დანგრევას ცდილობს.

მაპროვოცირებელი მიზეზი — ქვებზე მონადენი წყალი და არსი, როგორც შედეგი.

ნოტრ-დამი მსოფლიოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ლენდმარკი და ტურისტების მიერ ყველაზე მოთხოვნადი წმინდა ნაგებობაა, რომელიც მსოფლიოს გარშემო, მილიარდობით ადამიანს აღაფრთოვანებს; თუმცა, ფილიპო სორჩინელის, სასულიერო წარსულიდან გამომდინარე, ტაძრის ყველაზე ექსკლუზიურ, ჩვეულებრივ მოკვდავთათვის შეზღუდულ ადგილებზე ჰქონდა წვდომა, შესაბამისად, განსხვავებული და უნიკალურია მისი შთაგონების წყაროებიც — ტაძრის მიმალულ კუთხეებში აღმოჩენილი მოულოდნელი სურათები, სუნები თუ ნაგებობაში ბოდიალისას გააზრებული ღირებულებრივი აღქმები.

რა არის საკათედრო ტაძრის არსი?

— NOTRE-DAME 15.4.2019-ის კონცეფციის გაცნობის შემდეგ, ალბათ, იფიქრებთ, რომ არომატს მძაფრად გამოკვეთილი საკმეველის სურნელი უნდა ჰქონდეს. თუმცა, დაშვება არასწორია, რადგან, ბოლოდროინდელი ისტორიით თუ ვიმსჯელებთ, პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი, უპირველესად, კვამლის ასოციაციებს აღძრავს; ასევე, მისი აკორდები განასახიერებს ტაძრის ქვებიდან მონადენ წყალს, რომელიც ორღანის კედლებამდე აღწევს; თაღების მზერას, შიშველი ციდან, ტაძარში, მზის სხივებს რომ მიმართავენ…

NOTRE-DAME 15.4.2019 მარადიული ცხოვრების, შეუდრეკელი სულის, ნედლი ოქროთი დამზადებული ჯვრის ალეგორიაა, ჭეშმარიტება, რომელიც პროგრესირებს…

არომატის ჭეშმარიტი არსი პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის ოსტატების, მისი ფასდაუდებელი მემკვიდრეობის მცველების — მომღერლების და მუსიკოსების მცირედით მხარდაჭერაა. სუნამოს გაყიდვებიდან, გარკვეული თანხა, სასულიერო მუსიკის ასოციაციას ერიცხება, რათა მგალობლებმა, თავიანთი წმინდა საქმე, დროებით, „სახლის“ გარეთაც არ შეწყვიტონ…

ფილიპო სორჩინელის ყველა სურნელოვანი ქმნილების მსგავსად, NOTRE-DAME 15.4.2019-ის შეფუთვასაც განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო:

ფლაკონის თავსახური, ხანძრის ტრაგიკული მოვლენის შესახსენებლად, დამწვარი ხის მონოლითს განასახიერებს და მასზე სუნამოს სახელის გრავირებაა მიჭედებული.

სუნამოს ყუთი ოთხი ფრთისგან შედგება, რომლებიც მოხატულია პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის სიმბოლოებით, ფილიპო სორჩინელის მიერ ხელით შექმნილი ჩანახატებით, დახვეწილი ფერებით და სტილისტური მახასიათებლებით. ოთხი განსხვავებული კომპოზიცია, საბოლოოდ, ერთ მთლიან ექსკლუზიურ ხელოვნების ნიმუშს ქმნის.

არომატული კომპოზიციის ჰარმონიის ევოლუცია:

მუსიკალური ფუგის პირველი ხმა: პაჩული, ვეტივერი, ხავსი, ტროპიკული ხეები, ტონკას მარცვლები, ქარვა, სანდალის ხე.

მუსიკალური ფუგის მეორე ხმა: ხეობის შროშანი, გერანიუმი, ამბრეტო.

შლეიფი: ნეროლი, რეჰანი, ქინძი, ჯანჯაფილი, ზამბახი, ლიმონი, ფორთოხალი, ბერგამოტი, საკმეველი, გალბანუმი.

SUBJECT: Patchouli, Vetiver, Mosses, Precious Woods, Tonka Bean, Amber, Sandalwood

COUNTER SUBJECT: Lily of the valley, Geranium, Ambretto

TAIL: Neroli, Basil, Coriander, Ginger, Iris, Lemon, Orange, Bergamot, Incense, Galbanum

იტალიელი პარფიუმერი ფილიპო სორჩინელი მრავალმხრივი ხელოვანია. მისი მსოფლმხედველობის და ესთეტიკის ჩამოყალიბებას სასულიერო სფეროში ჩაეყარა საფუძველი და მას შემდეგ, რელიგიური თემატიკა სორჩინელის შემოქმედების ლაიტმოტივია.

13 წლისამ, ორღანზე დაკვრა დაიწყო; სხვადასხვა დროს, რიმინიში — ფანოს კათედრალში, შემდეგ კი — მარკეში, სან ბენედეტო დელ ტრონტოში ორღანისტად მოღვაწეობდა. მოგვიანებით, პონტიფიკური ინსტიტუტის სასულიერო კურსზეც ჩაირიცხა და აქტიურად მონაწილეობდა იტალიის პრესტიჟულ მუსიკალურ ფესტივალებში.

2001 წლიდან, ხელოვნების და რელიგიის კონცეფციების შერწყმით, სასულიერო პირების კოსტიუმების ექსკლუზიური ატელიე დააარსა. სორჩინელის კლიენტებს შორის რომის პაპებიც — ბენედიქტე მეთექვსმეტე და პაპი ფრანცისკე იყვნენ.

პარფიუმერიაში პირველი ნაბიჯები 2013 წელს გადადგა: გოთიკური არქიტექტურით შთაგონებული ნიშური ბრენდის — UNUM-ის თანადამფუძნებელი გახდა. 5 უნიკალური არომატისგან შემდგარი კოლექცია მდიდრული საკმეველის და მითიური ვარდების ბაზაზე შეიქმნა, როგორც ვატიკანის მარადიული რელიგიური სულის ახლებურად წარმოჩენის სურნელოვანი იარაღი.

დღეს, სორჩინელის არომატული პორტფელი ნიშური სუნამოების 7 ხაზს მოიცავს: UNUM-ს, MEMENTO-ს, ATMOSPHERE D’EMOTION-ს, SUPERFLUO?-ს (ნიშური სუნამოები და სხეულის მოვლის საშუალებები), X SÉ-ს, EXTRAIT DE MUSIQUE-ს და DÉLIRE DE VOYAGE-ს; კოლექცია SCENTED HOME კი დიფუზორებს — ინტერიერის 5 განსხვავებულ სურნელს გვთავაზობს.