მთავარიშოპისუნამო

NOTION

NOTION
NOTION

Parfum

სუნამო

Spirit of Kings-ის არომატი Notion კოლექცია The Wisdom Collection-ის შემადგენელია. The Wisdom Collection ძველ წიგნებსა და ტომეულებში აღმოცენებული ხილის ხის — საგვარეულო სიბრძნის და გამჭრიახობის მნიშვნელობის სურნელოვანი ილუსტრაციაა.

მოცულობა:

Not Chosen

1,038.00 ₾
აღწერა

Spirit of Kings-ის არომატი Notion კოლექცია The Wisdom Collection-ის შემადგენელია.

The Wisdom Collection ძველ წიგნებსა და ტომეულებში აღმოცენებული ხილის ხის — საგვარეულო სიბრძნის და გამჭრიახობის მნიშვნელობის სურნელოვანი ილუსტრაციაა.

ამ კოლექციის ფლაკონების ფერი მწვანეა — როგორც ზრდის, კეთილდღეობის მეტაფორა.

Spirit of Kings-ის პიკანტური, არომატული Notion მამაკაცისა და ქალის სუნამოა, რომელიც მეტაფორულ ოდას მიაგებს პროგრესული აზროვნების უნარს, სიბრძნეს და მეფური მსოფლმხედველობის მტკიცე მემკვიდრეობას.

მისი გრილი, პიკანტური ნოტები — ევკალიპტი, ჯანჯაფილი და ლაიმი, სამეფო კარის წევრების ინოვაციური აზროვნების, შორსმჭვრეტელი ლიდერობის, გარდამტეხი იდეების ძალის სიმბოლოს წარმოადგენენ.


ზედა ნოტები: ანანასი, ქლიავი, ლავანდა, კარდამონი, ანისული, ზაფრანა

შუა ნოტები: ჰელიოტროპი, ვარდი, უკვდავა (მარადიული) წყლის აკორდი

ბაზა: სანდალოზის ხე, პაჩული, სოჭი, ვანილი, მუშკი, ქარვა

ALCOHOL DENAT., PARFUM (FRAGRANCE), AQUA (WATER),

CINNAMAL, CITRAL, CITRONELLOL, EUGENOL, GERANIOL, LIMONENE, LINALOOL

Spirit of Kings ექსკლუზიური, საერთაშორისო ლუქს-კლასის ბრენდია, რომელიც ევროპული ხელოვნების ესთეტიკისა და ისტორიის აღსანიშნავად შეიქმნა და ინგლისის სამეფო პატრონაჟით, ესპანეთში დანერგილი მხატვრული სრულყოფილების მრავალწლოვანი მემკვიდრეობითაა შთაგონებული. მისი საოცრად თანამედროვე ხასიათის სურნელოვანი ქმნილებები მომავლისკენ თავდაჯერებულ სვლას ასახავენ: Spirit of Kings-ის ხედვა ლეგენდარული წარსულის გამოღვიძებით, ახლანდელი ყოფის გალამაზების იდეას ეყრდნობა.

პარფიუმერის შესახებ: ქრისტიან პროვენცანო

მსოფლიოში აღიარებული პარფიუმერი და საკუთარი საქმის ერთგული ოსტატი — ქრისტიან პროვენცანო მიიჩნევს, რომ სურნელოვან სამყაროში მოღვაწეობა უწყვეტი მოგზაურობაა: შემოქმედებითი აზროვნება განვითარებისა და შთაგონების ძიებაში და ყოველი ახალი ქმნილებით, აქტუალური განაცხადის გაკეთება.

პარფიუმერულ სამყაროში ბავშვობიდან, მაროკოში ცხოვრებისას შეაბიჯა: იქაური გარემოს მდიდრულმა, მრავალმხრივმა არომატებმა სურნელოვანი ზეთებისადმი ვნება და აღტაცების ნაპერწკლები გაუღვივეს.

პროფესიული გადამზადების კურსები ჰოლანდიაში დაიწყო: უნარების დასახვეწად, ლაბორატორიის ასისტენტად მუშაობდა.

Agent Provocateur-ისთვის შექმნილი ნამუშევრისთვის, FiFi-ს (იგივე „სურნელოვანი ინდუსტრიის ოსკარის დაჯილდოება“) ჯილდო მოიპოვა და საყოველთაოდ მოიხვეჭა სახელი არაერთი ცნობილი ბრენდის, მათ შორის — Penhaligons-ის არომატებით.

დღეს, ქრისტიან პროვენცანო Sospiro-ს, Fragrance Du Bois-ს, Electimus-ის, Spirit of Kings-ის შემოქმედებითი ხელმძღვანელია. მოღვაწეობს დუბაიში; უმაღლესი ხარისხის ინგრედიენტების ინოვაციურ ტექნოლოგიებთან შერწყმით, განსაკუთრებული სურნელოვანი ნიმუშების შექმნას აგრძელებს და საუკეთესო, მოთხოვნადი პროფესიონალის სტატუსს ინარჩუნებს. მისი შედევრები კი სუნამოების მიმართ ულევ სიყვარულსა და ინდუსტრიისადმი ერთგულებას ასახავენ.