მთავარიშოპისუნამო

NO12 OUD DOUZE

NO12 OUD DOUZE
NO12 OUD DOUZE

Eau de Parfum

სუნამო

მოცულობა:

Not Chosen

660.00 ₾
აღწერა

Thomas Kosmala-ს სუნამო No.12 Oud Douze-თან ერთად, მერქნოვანი თავგადასავალი გელით: ანტიკური აღმოსავლური პოემის შთაგონებით შექმნილი არომატი, უდის მრავალსაუკუნოვან ისტორიას, მარადიულ არსს და ავთენტურობას აღბეჭდავს.

სურნელოვანი ნოტების მეფის სახელით ცნობილი ინგრედიენტი, კომპოზიციას, ძვირფასი შტრიხით ამკობს, თქვენს ყოფას კი, ყოველი ჩასუნთქვისას, მშვენიერების და დახვეწილობის ასპექტებით გარდაქმნის; მდიდრული ხასიათით, უზადოდ ერწყმის მერქნებსა და სპეციებს, სურნელის ინტენსივობას აძლიერებს და დიდებულების აურას წარმოქმნის; გარშემომყოფებზე კი ხანგრძლივ შთაბეჭდილებას ახდენს…

No.12 Oud Douze, ზაფრანის და ვარდის დახვეწილი სიტკბოთი იშლება. სურნელის გაღრმავებასთან ერთად, კომპოზიციის გულში, კრემოვანი სანდალის ხის ნოტებში ჩაქსოვილი ფაქიზი ქაშმირის ძვირფას გობელენი იკითხება. არომატულ კომპოზიციას ამბრის ოქროსფერი სითბო და პაჩულის ფოთლების მიწიერი სიღრმე აგვირგვინებს.

გამხსნელი ნოტებიზაფრანის ყვავილი, ვარდი

გულის ნოტებისანდალის ხე, ქაშმერანი, ამბრი, პაჩულის ფოთლები

საბაზისო ნოტებიუდი, ვანილი, მუშკის აბსოლუტი 

ბრენდ THOMAS KOSMALA PARIS-ის არომატთა ალქიმია თავად პარფიუმერი თომას კოსმალაა. მისი მოგზაურობა სურნელოვან სამყაროში პარიზში დაიწყო. იქ კლასიკური პარფიუმერიის შესასწავლად ჩავიდა და ნედლი ინგრედიენტების შეზავების განმაცვიფრებლად ახლებური კომბინაციების ემოციურ შესაძლებლობებს გაეცნო.

თომას კოსმალას დამოუკიდებელ ლაბორატორიაში შექმნილი და სრულქმნილი არომატები ოსტატურად აბალანსებს ტრადიციულ და ინოვაციურ მეთოდებს.

პარფიუმერის გამორჩეული ნიჭი ბრენდის ყოველ კოლექციაში ვლინდება: კლასიკური, ნედლი ინგრედიენტების ახლებურად გააზრებით, თომას კოსმალა გამომწვევ, კონცეპტუალურ სურნელოვან პროფილებს გვთავაზობს.