მთავარიშოპისუნამო

NO 1 OUD 

NO 1 OUD 

Eau de Parfum

სუნამო

No.1 Oud — ეს არის სუნამო, რომელიც უდის თანამედროვე, ხელმისაწვდომ ინტერპრეტაციას გვთავაზოვს და გარშემომყოფებზე, ხანგრძლივ შთაბეჭდილებას ახდენს.

მოცულობა:

Not Chosen

181.00 ₾
აღწერა

Aigner-ის No.1 Oud, მერქნოვან-პიკანტური ხასიათით გამორჩეული თამამი, იდუმალი კომპოზიციაა, ახლო აღმოსავლეთის, ფუფუნების, ხარისხის და თანამედროვეობის შთაგონებით; ის, ამავდროულად, ბრენდის ტრადიციების გამაგრძელებლად და კოლექცია AIGNER N°1-ის სულის ჩამდგმელად გვევლინება.

არომატის სურნელი, ქინძის, დარიჩინის და დახვეწილი მუსკატის კაკლის თბილი, მასტიმულირებელი ნაზავით იშლება. სპეციების გამხსნელი ნოტები, ხავერდოვნად მიედინება გულისკენ — ჟასმინის, ვარდის, იის და მიხაკის ჰარმონიულ თაიგულში. ღრმა, მდგრად ბაზაზე, აგარვუდის არისტოკრატული აკორდები, ტყავის, ნაზი ქაშმერვუდის (ხის, თბილი, ბალზამის, ტკბილი, მუშკის და მგრძნობიარე აკორდებით დაბალანსებული სინთეტიკური პარფიუმერული ნედლეული) და ზაფრანის შტრიხების შთამბეჭდავ კომბინაციას ეგებება.

გამხსნელი ნოტები:

დარიჩინი, მუსკატის კაკალი, ქინძი

გულის ნოტები:

ვარდი, ია, მიხაკი, ჟასმინი

საბაზისო ნოტები

აგარვუდი (იგივე უდი), ტყავი, ზაფრანა, ქაშმერანი (ხის, მუშკის სურნელის მქონე სინთეტიკური პარფიუმერული ნედლეული)