NINA FLEUR
Eau de Toilette
სუნამო
Nina Ricci-ს ახალი, ხილისებრ-ყვავილოვანი Nina Fleur , მაღალი მოდის შთაგონებით შექმნილი ვეგანური, დადებითი ემოციებით აღსავსე არომატია.
Not Chosen
Nina Fleur ქალის მხიარული და ნათელი სუნამოა, რომელიც, შინაარსობრივად, დიზაინერ ნინა რიჩის ტანსაცმლის ლაღ, თამამ კოლექციებს ეხმიანება.
მწვანე ვაშლის გემრიელი სურნელი ყვავილების თაიგულებითაა გამდიდრებული. ფორთოხლის ყვავილის ნათელი ნოტები კი მუშკისა (მეტად სურნელოვანი ნივთიერება, რომელსაც იღებენ ირმების ოჯახის ამავე სახელწოდების ცხოველის სათესლე ჯირკვლებიდან; იყენებენ პარფიუმერიაში, მედიცინაში) და კედარის ხის აკორდებს შორის ბრწყინავს. იტალიური ლიმონის გრილი შხეფები სიკაშკაშეს მატებს ვაშლის ცხარე არომატს.
Nina Fleur სუფთა, ვეგანური და ცხოველებზე მზრუნველი, ეკო-მეგობრული სითხეა: მისი 92% ბუნებრივი წარმოშობის ინგრედიენტებსა და მდგრადი მეთოდებით მოპოვებულ ფორთოხლის ყვავილს შეიცავს.
არომატული ფორმულის შემადგენლობაში, ასევე, ბრენდის საავტორო ლიმონის ექსტრაქტიცაა, რომელიც კვების ინდუსტრიის მიერ ვიზუალის გამო წუნდებული ხილისგან მზადდება: ესთეტიკურ სტანდარტებთან შეუსაბამობისთვის გდაყრილ ხილს ახალ სიცოცხლეს ანიჭებენ პარფიუმერები: გამოუყენებელი არაფერი რჩება — არც წვენი, არც ცედრა, არც — რბილობი.
Granny smith apple - Lemon
Neroli - Orange blossom
Cedarwood - White musk
Nina Ricci დაარსების დღიდან, თამამი, ოპტიმისტური ქალურობის არსს განასახიერებს. 1946 წელს, არომატულმა სახლმა სულ პირველი სუნამო — Coeur de Joie შექმნა, რომელსაც მალე, 1948-ში, საკულტო არომატი, ფაქტობრივად, Nina Ricci-ს უკვდავების განმსაზღვრელი L’Air du Temps მოჰყვა.
Nina Ricci მეტია, ვიდრე უბრალოდ ბრენდი: მუდმივად ქალების გაძლიერებაზე ფოკუსირდება და კომუნიკაციის სხვადასხვა ხერხით, გაფურჩქვნისა და კეთილდღეობისკენ მოუწოდებს. დამოუკიდებელი, გავლენიანი და გულწრფელი სილამაზით ამაღლებული Nina Ricci-ს პროტოტიპი ქალი მოტივირებულია, საკუთარი ემოციების მომხიბლავობა გამოავლინოს და ქვეცნობიერში ყველაზე ღრმად მიმალული სურვილები აიხდინოს.
როგორც ერთ დროს რობერტ რიჩიმ თქვა — „მე იმ პიროვნებებისთვის ვმუშაობ, რომელთა მგრძნობიარობაც ჩემსას ემთხვევაო.“
Nina Ricci-ს არომატული სახლი, ქალის სახეებს, ამბის თხრობის ალეგორიებითა და სიმბოლოებით აღსავსე, წარმოსახვითი მანერით ასახავს — მათ შორის, სამი გრაციით (იგულისხმება მე-18-მე-19 საუკუნის კლასიცისტი მოქანდაკის ნამუშევარი), მტრედებით, ვაშლებით და ყვავილებით. ბრენდი, დაარსებიდან დღემდე, უწყვეტ კონცეპტუალურ ოსტატობას ინარჩუნებს და ქალებს აღორძინებაში ეხმარება: ეს უნიკალური მხატვრული მგრძნობიარობა ემყარება სიმარტივისა და სიწმინდის კომბინაციას უხვ შემოქმედებითობასთან.
Nina Ricci ქმნის მხატვრულ იმპულსს, თავისუფლების წიაღში.