მთავარიშოპისუნამო

NINA EXTRA ROUGE

NINA EXTRA ROUGE

Eau de Parfum

სუნამო

Nina Extra Rouge, Nina Ricci-ს არომატის — Nina Rouge-ის მეტად თავდაჯერებული და თამამი, გაძლიერებული ვერსიაა: მისი სურნელი, არა მხოლოდ გურმანული, არამედ — ექსტრა-გურმანულია.

მოცულობა:

Not Chosen

212.00 ₾
აღწერა

Nina Extra Rouge, Nina Ricci-ს არომატის — Nina Rouge-ის მეტად თავდაჯერებული და თამამი, გაძლიერებული ვერსიაა: მისი სურნელი, არა მხოლოდ გურმანული, არამედ — ექსტრა-გურმანულია.

Nina Extra Rouge-ის ჟოლოს, შავი მოცხარის და ვარდის კვირტის ნოტები პრალინის (მოხალული შაქრის, თხილის და ვანილის შიგთავსი ფრანგულ კონდიტერიაში) ძლიერი, დახვეწილი აკორდის გარშემო ტრიალებენ. მტკიცე სურნელოვანი ხასიათით გამორჩეული არომატი ვაშლის ფორმის, ხავერდოვნად გლუვ, წითელი ფერის ფლაკონშია მოქცეული.

Blackcurrant – Raspberry

Rosebud – Tea

Praline - Vanilla

Nina Ricci დაარსების დღიდან, თამამი, ოპტიმისტური ქალურობის არსს განასახიერებს. 1946 წელს, არომატულმა სახლმა სულ პირველი სუნამო — Coeur de Joie შექმნა, რომელსაც მალე, 1948-ში, საკულტო არომატი, ფაქტობრივად, Nina Ricci-ს უკვდავების განმსაზღვრელი L’Air du Temps მოჰყვა.

Nina Ricci მეტია, ვიდრე უბრალოდ ბრენდი: მუდმივად ქალების გაძლიერებაზე ფოკუსირდება და კომუნიკაციის სხვადასხვა ხერხით, გაფურჩქვნისა და კეთილდღეობისკენ მოუწოდებს. დამოუკიდებელი, გავლენიანი და გულწრფელი სილამაზით ამაღლებული Nina Ricci-ს პროტოტიპი ქალი მოტივირებულია, საკუთარი ემოციების მომხიბლავობა გამოავლინოს და ქვეცნობიერში ყველაზე ღრმად მიმალული სურვილები აიხდინოს. 

როგორც ერთ დროს რობერტ რიჩიმ თქვა — „მე იმ პიროვნებებისთვის ვმუშაობ, რომელთა მგრძნობიარობაც ჩემსას ემთხვევაო.“

Nina Ricci-ს არომატული სახლი, ქალის სახეებს, ამბის თხრობის ალეგორიებითა და სიმბოლოებით აღსავსე, წარმოსახვითი მანერით ასახავს — მათ შორის, სამი გრაციით (იგულისხმება მე-18-მე-19 საუკუნის კლასიცისტი მოქანდაკის ნამუშევარი), მტრედებით, ვაშლებით და ყვავილებით. ბრენდი, დაარსებიდან დღემდე, უწყვეტ კონცეპტუალურ ოსტატობას ინარჩუნებს და ქალებს აღორძინებაში ეხმარება: ეს უნიკალური მხატვრული მგრძნობიარობა ემყარება სიმარტივისა და სიწმინდის კომბინაციას უხვ შემოქმედებითობასთან.

Nina Ricci ქმნის მხატვრულ იმპულსს, თავისუფლების წიაღში.