NINA
Eau de Toilette
სუნამო
გურმანულ-ყვავილოვანი Nina Eau de Toilette მაცდური, დაშაქრული წითელი ვაშლის ამბავს გვიყვება და Nina Ricci-ს მაღალი მოდის სახლის მემკვიდრეობიდან, მაცდურად მომხიბლავ ვაშლს აცოცხლებს.
Not Chosen
მომხიბლავი და წმინდა, ფანტაზიის მაძიებელი არომატი — Nina ყოველთვის პოეტური და ქარიზმატულია. ამ რომანტიკულმა და მიმზიდველმა სურნელმა, წლების განმავლობაში, ევოლუცია განიცადა და თანამედროვე პრინცესად ჩამოყალიბდა.
დღესდღეობით, Nina ქალის თავისუფალი სულის განსახიერებაა, რომელიც მყისიერ ჯადოსნობასა და წამიერ სილამაზეს გადმოგვცემს.
გურმანულ-ყვავილოვანი Nina Eau de Toilette მაცდური, დაშაქრული წითელი ვაშლის ამბავს გვიყვება და Nina Ricci-ს მაღალი მოდის სახლის მემკვიდრეობიდან, მაცდურად მომხიბლავ ვაშლს აცოცხლებს.
Lemon, Lime
Gardenia, Toffee Apple
Cedarwood, White Musk
Nina Ricci დაარსების დღიდან, თამამი, ოპტიმისტური ქალურობის არსს განასახიერებს. 1946 წელს, არომატულმა სახლმა სულ პირველი სუნამო — Coeur de Joie შექმნა, რომელსაც მალე, 1948-ში, საკულტო არომატი, ფაქტობრივად, Nina Ricci-ს უკვდავების განმსაზღვრელი L’Air du Temps მოჰყვა.
Nina Ricci მეტია, ვიდრე უბრალოდ ბრენდი: მუდმივად ქალების გაძლიერებაზე ფოკუსირდება და კომუნიკაციის სხვადასხვა ხერხით, გაფურჩქვნისა და კეთილდღეობისკენ მოუწოდებს. დამოუკიდებელი, გავლენიანი და გულწრფელი სილამაზით ამაღლებული Nina Ricci-ს პროტოტიპი ქალი მოტივირებულია, საკუთარი ემოციების მომხიბლავობა გამოავლინოს და ქვეცნობიერში ყველაზე ღრმად მიმალული სურვილები აიხდინოს.
როგორც ერთ დროს რობერტ რიჩიმ თქვა — „მე იმ პიროვნებებისთვის ვმუშაობ, რომელთა მგრძნობიარობაც ჩემსას ემთხვევაო.“
Nina Ricci-ს არომატული სახლი, ქალის სახეებს, ამბის თხრობის ალეგორიებითა და სიმბოლოებით აღსავსე, წარმოსახვითი მანერით ასახავს — მათ შორის, სამი გრაციით (იგულისხმება მე-18-მე-19 საუკუნის კლასიცისტი მოქანდაკის ნამუშევარი), მტრედებით, ვაშლებით და ყვავილებით. ბრენდი, დაარსებიდან დღემდე, უწყვეტ კონცეპტუალურ ოსტატობას ინარჩუნებს და ქალებს აღორძინებაში ეხმარება: ეს უნიკალური მხატვრული მგრძნობიარობა ემყარება სიმარტივისა და სიწმინდის კომბინაციას უხვ შემოქმედებითობასთან.
Nina Ricci ქმნის მხატვრულ იმპულსს, თავისუფლების წიაღში.