NERO NEPAL
EAU DE PARFUM
სუნამო
Nero Nepal ჰიპნოზური სუნამოა, გადამწყვეტი, ძლიერი ხასიათით: დამოუკიდებლად, Giardino Benessere-ს სხვა სურნელებთან შერევის გარეშეც, მთელ თავის მაცდურობას და აფროდიზიაკურ მაგნეტიზმს აფრქვევს.
Not Chosen
Giardino Benessere-ს Nero Nepal („შავი ნეპალი“), ზღაპრული 70-იანებით შთაგონებული სურნელოვანი აღმოჩენების პროექტია: ყვავილების ძალასა და ცხოვრების ნათელ, მხიარულ ფერებში გახვეული არომატი, სრულ ჰარმონიაშია ბუნებასა და შემოქმედებასთან.
Nero Nepal ჰიპნოზური სუნამოა, გადამწყვეტი, ძლიერი ხასიათით: დამოუკიდებლად, Giardino Benessere-ს სხვა სურნელებთან შერევის გარეშეც, მთელ თავის მაცდურობას და აფროდიზიაკურ მაგნეტიზმს აფრქვევს.
ასევე, მათთვის, ვისაც ინდივიდუალური სურნელოვანი განაცხადის გაკეთება უყვართ, Nero Nepal მიზნის მიღწევის ახალი საშუალებაა — წარმატებით ითავსებს უნიკალური, პერსონალიზებული ბლენდის ერთ-ერთი კომპონენტის ფუნქციასაც და Giardino Benessere-ს სხვა ესენციებთან კომბინაციების უსასრულო შესაძლებლობის წყალობით, ჰაერში ყოველთვის ახალ პერსონასა და სურნელს აფრქვევს.
ზედა ნოტები: სორენტოს ლიმონი, როზმარინი და შავი ძირა
შუა ნოტები: სატივას ფოთოლი, ოპიუმის ყაყაჩო, შავი ნეპალური უდი და გურჯუნის ბალზამი
საბაზისო ნოტები: კუბური კედარი, ინდური სანდალოზის ხე, ანტილის კუნძულების გუაიაკის ხე, ქარვა და წითელი პაჩული
პარფიუმერული სახლის — Giardino Benessere-ს („გამაჯანსაღებელი ბაღი“) მთელი შთაგონება ბუნების და ფსიქო-ფიზიკური კეთილდღეობის იდეებს ემყარება: ბრენდის სოციალური და კომერციული ფაქტორებისგან გათავისუფლებული, უნიკალური ქმნილებები, პარფიუმერიის ტრადიციულ ნიმუშებს მიღმა იბადება და სულიერი სიმშვიდისა და კომფორტის მომნიჭებელ თერაპიას ემსახურება.
კოლექცია Classic („კლასიკა“) უკიდურესად დახვეწილი ფუფუნების ახალ კონცეფციას ასახავს: მასში შემავალი დიდებული პერსონიფიკაციის მქონე ძვირფასი, ბუნებრივი ესენციები, ყველაზე სელექციური პარფიუმერიის ექსპრესიას გვთავაზობს. Giardino Benessere-ს თითოეული პროდუქტი, ჭეშმარიტად ავთენტური ხასიათით, მშვენიერია როგორც ინდივიდუალურად გამოყენებისას, ასევე — ქარის მონაბერი სასიამოვნო სურნელივით, ბრენდის სხვა ესენციებთან შესარევად, რათა კიდევ უფრო აამაღლოს არომატი, რომელსაც ატარებთ.
კოლექცია Titans („ტიტანები“) გვიამბობს სამყაროს შექმნაზე; ბუნებისა და მისი წესების განმსაზღვრელ ღრმა ძალებზე. ეს დახვეწილი კოლექცია, ზევსის და ოლიმპოს ღმერთების მიერ წესრიგის დამყარებამდე მძვინვარე კოსმოსის პირველყოფილ არსებებს — ტიტანებს და მათ ძალას ასახავს. მასში შემავალი ესენციების სურნელის სილამაზეს კი ძვირფასი სამკაულების ზარდახშის მსგავსი მეტალის ფლაკონები აძლიერებს.