NEBBIA SPESSA
Parfum
სუნამო
FILIPPO SORCINELLI-ს არომატი NEBBIA SPESSA დაბურული ნისლების ასოციაციაა
Not Chosen
FILIPPO SORCINELLI-ს არომატი NEBBIA SPESSA დაბურული ნისლების ასოციაციაა: უხილავ ზღვაში ბოდიალისას, ერთდროულად, მყისიერი შიში და კონვულსიური სიამოვნება რომ გვიპყრობს; ზღვის ტალღების მოგერიების სურვილისა და ვნებათაღელვის კონტრასტული შეგრძნებები, საკუთარ „მესთან“ საზღვრების გაფართოება, მუდმივი მერყეობა.
შემაწუხებლად ჩაგვესმის ყოველთვის ოდნავ ამაღლებულ, გაჯერებულ მდგომარეობაში მყოფი მოსაწყენი, შორეული ხმაური, რომელიც იტანჯება და დეფორმირდება, კვდება და ცოცხლდება…
არომატული კომპოზიციის ჰარმონიის ევოლუცია:
მუსიკალური ფუგის პირველი ხმა: ზღვის ლიქენი.
მუსიკალური ფუგის მეორე ხმა: წყლის ნოტები.
შლეიფი: ნამის, სისუფთავის აკორდები.
SUBJECT: Marine lichen
COUNTER SUBJECT: Aquatic notes
TAIL: Dew accord
იტალიელი პარფიუმერი ფილიპო სორჩინელი მრავალმხრივი ხელოვანია. მისი მსოფლმხედველობის და ესთეტიკის ჩამოყალიბებას სასულიერო სფეროში ჩაეყარა საფუძველი და მას შემდეგ, რელიგიური თემატიკა სორჩინელის შემოქმედების ლაიტმოტივია.
13 წლისამ, ორღანზე დაკვრა დაიწყო; სხვადასხვა დროს, რიმინიში — ფანოს კათედრალში, შემდეგ კი — მარკეში, სან ბენედეტო დელ ტრონტოში ორღანისტად მოღვაწეობდა. მოგვიანებით, პონტიფიკური ინსტიტუტის სასულიერო კურსზეც ჩაირიცხა და აქტიურად მონაწილეობდა იტალიის პრესტიჟულ მუსიკალურ ფესტივალებში.
2001 წლიდან, ხელოვნების და რელიგიის კონცეფციების შერწყმით, სასულიერო პირების კოსტიუმების ექსკლუზიური ატელიე დააარსა. სორჩინელის კლიენტებს შორის რომის პაპებიც — ბენედიქტე მეთექვსმეტე და პაპი ფრანცისკე იყვნენ.
პარფიუმერიაში პირველი ნაბიჯები 2013 წელს გადადგა: გოთიკური არქიტექტურით შთაგონებული ნიშური ბრენდის — UNUM-ის თანადამფუძნებელი გახდა. 5 უნიკალური არომატისგან შემდგარი კოლექცია მდიდრული საკმეველის და მითიური ვარდების ბაზაზე შეიქმნა, როგორც ვატიკანის მარადიული რელიგიური სულის ახლებურად წარმოჩენის სურნელოვანი იარაღი.
დღეს, სორჩინელის არომატული პორტფელი ნიშური სუნამოების 7 ხაზს მოიცავს: UNUM-ს, MEMENTO-ს, ATMOSPHERE D’EMOTION-ს, SUPERFLUO?-ს (ნიშური სუნამოები და სხეულის მოვლის საშუალებები), X SÉ-ს, EXTRAIT DE MUSIQUE-ს და DÉLIRE DE VOYAGE-ს; კოლექცია SCENTED HOME კი დიფუზორებს — ინტერიერის 5 განსხვავებულ სურნელს გვთავაზობს.