მთავარიშოპისუნამო

NEBBIA FITTA

NEBBIA FITTA

Parfum

სუნამო

FILIPPO SORCINELLI-ს არომატი NEBBIA FITTA სქელი ნისლების ასოციაციაა

მოცულობა:

Not Chosen

390.00 ₾
აღწერა

FILIPPO SORCINELLI-ს არომატი NEBBIA FITTA სქელი ნისლების ასოციაციაა, მდინარის პირას, რკინისა და ქვის ჟანგბადთან კონტაქტის სიმბოლო. არარაობა მტვრიან არსებად გარდაიქმნება, შეუძლებელი მოგზაურობის მცდელობად; ჟანგიან, სველ საყრდენს რომ მიეჯაჭვება.

დახუჭე თვალები, შეკარი ხელისგულები და მოუსმინე, როგორ დაისადგურა სიჩუმემ…

არომატული კომპოზიციის ჰარმონიის ევოლუცია:

მუსიკალური ფუგის პირველი ხმა: ქარვა, პაჩული.

მუსიკალური ფუგის მეორე ხმა: ტროპიკული ხეები.

შლეიფი: ნესტიანი მიწის აკორდები.

SUBJECT: Amber, Patchouli

COUNTER SUBJECT: Precious woods

TAIL: Damp earth

იტალიელი პარფიუმერი ფილიპო სორჩინელი მრავალმხრივი ხელოვანია. მისი მსოფლმხედველობის და ესთეტიკის ჩამოყალიბებას სასულიერო სფეროში ჩაეყარა საფუძველი და მას შემდეგ, რელიგიური თემატიკა სორჩინელის შემოქმედების ლაიტმოტივია.

13 წლისამ, ორღანზე დაკვრა დაიწყო; სხვადასხვა დროს, რიმინიში — ფანოს კათედრალში, შემდეგ კი — მარკეში, სან ბენედეტო დელ ტრონტოში ორღანისტად მოღვაწეობდა. მოგვიანებით, პონტიფიკური ინსტიტუტის სასულიერო კურსზეც ჩაირიცხა და აქტიურად მონაწილეობდა იტალიის პრესტიჟულ მუსიკალურ ფესტივალებში.

2001 წლიდან, ხელოვნების და რელიგიის კონცეფციების შერწყმით, სასულიერო პირების კოსტიუმების ექსკლუზიური ატელიე დააარსა. სორჩინელის კლიენტებს შორის რომის პაპებიც — ბენედიქტე მეთექვსმეტე და პაპი ფრანცისკე იყვნენ.

პარფიუმერიაში პირველი ნაბიჯები 2013 წელს გადადგა: გოთიკური არქიტექტურით შთაგონებული ნიშური ბრენდის — UNUM-ის თანადამფუძნებელი გახდა. 5 უნიკალური არომატისგან შემდგარი კოლექცია მდიდრული საკმეველის და მითიური ვარდების ბაზაზე შეიქმნა, როგორც ვატიკანის მარადიული რელიგიური სულის ახლებურად წარმოჩენის სურნელოვანი იარაღი.

დღეს, სორჩინელის არომატული პორტფელი ნიშური სუნამოების 7 ხაზს მოიცავს: UNUM-ს, MEMENTO-ს, ATMOSPHERE D’EMOTION-ს, SUPERFLUO?-ს (ნიშური სუნამოები და სხეულის მოვლის საშუალებები), X SÉ-ს, EXTRAIT DE MUSIQUE-ს და DÉLIRE DE VOYAGE-ს; კოლექცია SCENTED HOME კი დიფუზორებს — ინტერიერის 5 განსხვავებულ სურნელს გვთავაზობს.