NEBBIA DENSA
Parfum
სუნამო
FILIPPO SORCINELLI-ს არომატი NEBBIA DENSA მკვრივი ნისლების ასოციაციაა
Not Chosen
FILIPPO SORCINELLI-ს არომატი NEBBIA DENSA მკვრივი ნისლების ასოციაციაა; სველ ხავსებში ჩავარდნილი ხის ტოტის სურნელოვანი იდეა, რომელიც თვალუწვდენელ ჰორიზონტზე მისტერიების ტაძრის მამოძრავებელი, ხეებს შორის გაუგებრად მოხეტიალე ჩვენი ნაბიჯებითაა გათელილი.
ნისლში გაბნეულ ობიექტებს ზომა არ გააჩნიათ, არც ყოველდღიური ცხოვრების სუნთქვა იგრძნობა; მუქ მწვანე სივრცეში გაყინული წვრილი ღრუბლები ხელახლა ძერწავენ ფორმებს, ნოტიო სიამაყით.
არომატული კომპოზიციის ჰარმონიის ევოლუცია:
მუსიკალური ფუგის პირველი ხმა: ვეტივერი, სანდალის ხე.
მუსიკალური ფუგის მეორე ხმა: ბოტანიკური მუშკი, პალო სანტო.
შლეიფი: ნამის, სისუფთავის აკორდები.
SUBJECT: Vetiver, Sandalwood
COUNTER SUBJECT: Botanical musks, Palo Santo
TAIL: Dew
იტალიელი პარფიუმერი ფილიპო სორჩინელი მრავალმხრივი ხელოვანია. მისი მსოფლმხედველობის და ესთეტიკის ჩამოყალიბებას სასულიერო სფეროში ჩაეყარა საფუძველი და მას შემდეგ, რელიგიური თემატიკა სორჩინელის შემოქმედების ლაიტმოტივია.
13 წლისამ, ორღანზე დაკვრა დაიწყო; სხვადასხვა დროს, რიმინიში — ფანოს კათედრალში, შემდეგ კი — მარკეში, სან ბენედეტო დელ ტრონტოში ორღანისტად მოღვაწეობდა. მოგვიანებით, პონტიფიკური ინსტიტუტის სასულიერო კურსზეც ჩაირიცხა და აქტიურად მონაწილეობდა იტალიის პრესტიჟულ მუსიკალურ ფესტივალებში.
2001 წლიდან, ხელოვნების და რელიგიის კონცეფციების შერწყმით, სასულიერო პირების კოსტიუმების ექსკლუზიური ატელიე დააარსა. სორჩინელის კლიენტებს შორის რომის პაპებიც — ბენედიქტე მეთექვსმეტე და პაპი ფრანცისკე იყვნენ.
პარფიუმერიაში პირველი ნაბიჯები 2013 წელს გადადგა: გოთიკური არქიტექტურით შთაგონებული ნიშური ბრენდის — UNUM-ის თანადამფუძნებელი გახდა. 5 უნიკალური არომატისგან შემდგარი კოლექცია მდიდრული საკმეველის და მითიური ვარდების ბაზაზე შეიქმნა, როგორც ვატიკანის მარადიული რელიგიური სულის ახლებურად წარმოჩენის სურნელოვანი იარაღი.
დღეს, სორჩინელის არომატული პორტფელი ნიშური სუნამოების 7 ხაზს მოიცავს: UNUM-ს, MEMENTO-ს, ATMOSPHERE D’EMOTION-ს, SUPERFLUO?-ს (ნიშური სუნამოები და სხეულის მოვლის საშუალებები), X SÉ-ს, EXTRAIT DE MUSIQUE-ს და DÉLIRE DE VOYAGE-ს; კოლექცია SCENTED HOME კი დიფუზორებს — ინტერიერის 5 განსხვავებულ სურნელს გვთავაზობს.