მთავარიშოპისუნამო

NAZEN

NAZEN
NAZEN

Extrait de Parfum

სუნამო

REGALIEN-ის არომატი NAZEN ოტომანთა სასახლის ბაღების გაზაფხულის მაცნის — თეთრი შროშანის სურნელოვანი ალეგორიაა.

მოცულობა:

Not Chosen

630.00 ₾
აღწერა

გაზაფხულთან ერთად, პოეტების სეზონიც დგება, ტუბეროზას ყვავილები სასახლის ყველა კუთხეში რომ იფურჩქნებიან, ლამაზ სურნელს აფრქვევენ და ბუნების გამოღვიძებას აუწყებენ. ოტომანთა სასახლეების სწორედ ეს მემკვიდრეობა — ტუბეროზების და თეთრი ყვავილების გულუბრყვილო არომატი დაედო საფუძვლად REGALIEN-ის NAZEN-ის შექმნას.

Nazen გაზაფხულის ფერადი ენერგიით დამუხტული უკიდურესად მიმზიდველი, შესამჩნევი სუნამოა, რომელიც ბუნების გამოცოცხლებისა და სასახლის ელეგანტური ყვავილების ასოციაციებს აღძრავს.


გამხსნელი ნოტები: ატამი, მწვანე ნოტები (ენერგიული, გამაგრილებელი ხასიათის რეპორდუქციული აკორდი მამაკაცის და ქალის სუნამოების გამხსნელ ნოტებში. ბუნების, ფოთლების, ფურცლების ან ხავსის, მცენარეული სურნელით), ბერგამოტი

გულის ნოტები: ტუბეროზა, ჟასმინი, გარდენია, ილანგ ილანგი, შროშანი

საბაზისო ნოტები: ქოქოსი, კარაქი, ვანილი, თეთრი მუშკი.

Alcohol, Parfum, Aqua, Benzyl Salicylate, Amyl Cinnamal, Linalool, Benzyl Benzoate, Eugenol, Geraniol, Hexyl Cinnamal, Hydroxycitronellal, Limonene

არომატული სახლი REGALIEN უნიკალური პარფიუმერული მეთოდებით შექმნილ, არაორდინალური სუნამოების კოლექციებს აერთიანებს.

REGALIEN, თქვენთვის, ახალი სუნთქვაა, თქვენი საყვარელი ადამიანებისთვის კი — მეხსიერების ახალი დეტალი; წარსული ოცნებებისა და დღევანდელი იმედის განსხეულების ელეგანტური საშუალება…

REGALIEN-ის არომატები — ესაა უწყვეტი ბრუნვა სურნელოვან სამყაროში უსასრულო რაოდენობით არსებულ ნოტებს შორის; თითოეული არომატი, კლიშეებისგან გათავისუფლებისა და შემოქმედებითი შეგრძნებისკენ გადადგმული ნაბიჯია, ბროლის ფლაკონებში ფაქიზად მოქცეული სუნთქვა…

REGALIEN გეუბნებათ, ვინ ხართ თქვენ.