მთავარიშოპისუნამო

ROYAL NIGHT

ROYAL NIGHT
ROYAL NIGHT

სუნამო

ღამის უკიდეგანო სიბნელეში, ბინდისა და განთიადის ხელჩაკიდებული როკვა, მეფის სასახლის დიდ დარბაზში სტაბილურ რიტმში მოძრაობას და ერთმანეთის სურნელთა გადახლართვას ჰგავს.

მოცულობა:

Not Chosen

480.00 ₾
აღწერა

Natural By The Woods-ის არომატი Royal Night სამეფო ღამის ალეგორიაა:

ღამის უკიდეგანო სიბნელეში, ბინდისა და განთიადის ხელჩაკიდებული როკვა, მეფის სასახლის დიდ დარბაზში სტაბილურ რიტმში მოძრაობას და ერთმანეთის სურნელთა გადახლართვას ჰგავს.

მამაკაცური საწყისის აგარის ხის (ბუნებრივი პარფიუმერული ნედლეული — ორთქლის დისტილაციით დამუშავებული ხის ფისი აღმოსავლური სტილის არომატების მისაღებად, ხის, ანიმალისტური, კვამლის ძლიერი ნოტებით), ამბერვუდის (მოლეკულური პარფიუმერული ინგრედიენტი, რომელსაც აღმოსავლური, გურმანული, ყვავილოვანი და თეთრი ყვავილების ნოტების გასაძლიერებლად იყენებენ) და არყის ხის ნოტები სიძლიერის და ვაჟკაცობის ასპექტებს აღნიშნავს, ვარდის და ჟოლოს ქალური საწყისის სურნელი კი — სიტკბოსა და კეთილშობილების ერთობას.

გაბედეთ და შეიყვარეთ Royal Night!

უდი (ბუნებრივი პარფიუმერული ნედლეული — ორთქლის დისტილაციით დამუშავებული ხის ფისი აღმოსავლური სტილის არომატების მისაღებად, ხის, ანიმალისტური, კვამლის ძლიერი ნოტებით), საკმეველი, ტყავი

დაე, ბუნებამ გიჩვენოთ გზა…

რა საიდუმლოებებს მალავს უღრანი ტყის გული?

გაილაშქრეთ ეკლიან ბილიკებზე, დააბიჯეთ ველურ ფესვებსა და მდინარის ტალახიან სანაპიროებზე, რათა აღმოაჩინოთ, სად იმალება ტყის განძი. ველური ბუჩქი გზას უთმობს მაღალ ფიჭვს და მუხას. მზის სხივები თაღებად შეკრულ დაბურული ხეების ტოტებში იჭრებიან, ყურში ტყის ბუნებრივი რიტმების ბზუილი ჩაგესმით.ტკბილი ბალზამის, მერქნოვანი ამბრის (ამბრი: მოლეკულური პარფიუმერული ინგრედიენტი ქარვის მსგავსი, მუშკის, ანიმალისტური და ხის აკორდებით), მდიდრული ვანილის და ფიჭვის არომატები, თქვენს შეგრძნებებს იპყრობს. ტყის სიმშვიდეში დანარჩენი სამყარო უჩინარდება. ტყე თავის საიდუმლოებებს გვიმხელს, ჩვენ კი — ვუსმენთ. შეამზადეთ გრძნობები ამ მოგზაურობისთვის…

Natural By The Woods-ის სუნამოები პარიზში, პარფიუმერული ხელოვნების ოსტატების მიერ მზადდება.

ბრენდის ქვაკუთხედი

მიუხედავად იმისა, რომ ქიმიური პარფიუმერული ინგრედიენტები სულ უფრო და უფრო გავრცელებული ხდება, Natural By The Woods, სუნამოების ნატურალური წარმოების მეთოდებს ემხრობა — ბუნებრივი ექსტრაქტების და ათწლეულების წინანდელი ტექნოლოგიების გამოყენებას.

სამოთხე

იტალიის ქალაქ სიენას მახლობლად, მთებში, მუხის ტყით დაჩრდილულ მიწის პატარა ნაკვეთზე, მომცრო ზომის ფერმა იმალება. იქაურობა 60 წლის განმავლობაში მიტოვებული იყო, ახლა კი, ველური და კულტივირებული ფლორით, სუნამოების ოსტატობისადმი მიძღვნილი პარფიუმერული ბაღია გაშენებული.

სიენას ფერმა ყველა პარფიუმერის საოცნებო ადგილია, მცენარეთა უძველესი და ახალი ჯიშებითა და საკუთარი დისტილერიებით.

ტექნიკები

Amaranthus Herbis-ის „ცხვირი“ და შემოქმედებითი დირექტორი — ვინსენტ გამბინო სიენას ფერმას იყენებს, როგორც კვლევებისა და ინოვაციების სივრცეს. ოსტატი, მხატვრული პარფიუმერიის განსავითარებლად, ერთმანეთთან აკავშირებს ტრადიციულ და თანამედროვე ტექნიკებს და საკუთარი ხელით არჩევს Natural By The Woods-ის ნიშური არომატების ყოველ ინგრედიენტს.