მთავარიშოპისუნამო

WOODS ESSENCE

WOODS ESSENCE
WOODS ESSENCE

Eau de Parfum

სუნამო

ხელახლა დაბადების მოგზაურობა კვიპაროსის მიმობნეულ ფოთლებთან, არტემიზიასთან, ბერგამოტთან და გრეიფრუტის ციტრუსოვან ნაპერწკალთან შერეული ზაფრანით და ილით იწყება.

მოცულობა:

Not Chosen

480.00 ₾
აღწერა

ფლაკონში დატყვევებული სიცოცხლის სურნელი — Natural By The Woods-ის Essence მათრობელა აღმოსავლური ნოტებით ჩაგჭიდებთ ხელს.

ხელახლა დაბადების მოგზაურობა კვიპაროსის მიმობნეულ ფოთლებთან, არტემიზიასთან, ბერგამოტთან და გრეიფრუტის ციტრუსოვან ნაპერწკალთან შერეული ზაფრანით და ილით იწყება.

თქვენს მოჯადოებას გულის ნოტები — ბულგარული ვარდი, ჟასმინი და მუსკატის კაკალი აგრძელებენ. მოგზაურობის დასასრულს კი, აგარის ხის (ბუნებრივი პარფიუმერული ნედლეული — ორთქლის დისტილაციით დამუშავებული ხის ფისი აღმოსავლური სტილის არომატების მისაღებად, ხის, ანიმალისტური, კვამლის ძლიერი ნოტებით), ტყავის მასკულინური შეგრძნების, კედარის, სანდალვუდის (ბუნებრივი პარფიუმერული ნედლეული, რომელიც ხის ფესვების ორთქლზე დისტილაციით მიიღება; ხის, რძისებრი, კრემოვანი, გლუვი, აღმოსავლური, მდგრადი, თბილი, გამჭოლი, ბალზამისებრი, დახვეწილი, ხავერდოვანი ნოტებით), ამბრის (ამბრი: მოლეკულური პარფიუმერული ინგრედიენტი ქარვის მსგავსი, მუშკის, ანიმალისტური და ხის აკორდებით), ტონკას მარცვლების, ვანილის და მუშკის აკორდებზე შეისვენებთ.

იზეიმეთ ცხოვრება Essence-ით!

გრეიფრუტი, კუმინი (ძირა), ტყავი

დაე, ბუნებამ გიჩვენოთ გზა…

რა საიდუმლოებებს მალავს უღრანი ტყის გული?

გაილაშქრეთ ეკლიან ბილიკებზე, დააბიჯეთ ველურ ფესვებსა და მდინარის ტალახიან სანაპიროებზე, რათა აღმოაჩინოთ, სად იმალება ტყის განძი. ველური ბუჩქი გზას უთმობს მაღალ ფიჭვს და მუხას. მზის სხივები თაღებად შეკრულ დაბურული ხეების ტოტებში იჭრებიან, ყურში ტყის ბუნებრივი რიტმების ბზუილი ჩაგესმით.ტკბილი ბალზამის, მერქნოვანი ამბრის (ამბრი: მოლეკულური პარფიუმერული ინგრედიენტი ქარვის მსგავსი, მუშკის, ანიმალისტური და ხის აკორდებით), მდიდრული ვანილის და ფიჭვის არომატები, თქვენს შეგრძნებებს იპყრობს. ტყის სიმშვიდეში დანარჩენი სამყარო უჩინარდება. ტყე თავის საიდუმლოებებს გვიმხელს, ჩვენ კი — ვუსმენთ. შეამზადეთ გრძნობები ამ მოგზაურობისთვის…

Natural By The Woods-ის სუნამოები პარიზში, პარფიუმერული ხელოვნების ოსტატების მიერ მზადდება.

ბრენდის ქვაკუთხედი

მიუხედავად იმისა, რომ ქიმიური პარფიუმერული ინგრედიენტები სულ უფრო და უფრო გავრცელებული ხდება, Natural By The Woods, სუნამოების ნატურალური წარმოების მეთოდებს ემხრობა — ბუნებრივი ექსტრაქტების და ათწლეულების წინანდელი ტექნოლოგიების გამოყენებას.

სამოთხე

იტალიის ქალაქ სიენას მახლობლად, მთებში, მუხის ტყით დაჩრდილულ მიწის პატარა ნაკვეთზე, მომცრო ზომის ფერმა იმალება. იქაურობა 60 წლის განმავლობაში მიტოვებული იყო, ახლა კი, ველური და კულტივირებული ფლორით, სუნამოების ოსტატობისადმი მიძღვნილი პარფიუმერული ბაღია გაშენებული.

სიენას ფერმა ყველა პარფიუმერის საოცნებო ადგილია, მცენარეთა უძველესი და ახალი ჯიშებითა და საკუთარი დისტილერიებით.

ტექნიკები

Amaranthus Herbis-ის „ცხვირი“ და შემოქმედებითი დირექტორი — ვინსენტ გამბინო სიენას ფერმას იყენებს, როგორც კვლევებისა და ინოვაციების სივრცეს. ოსტატი, მხატვრული პარფიუმერიის განსავითარებლად, ერთმანეთთან აკავშირებს ტრადიციულ და თანამედროვე ტექნიკებს და საკუთარი ხელით არჩევს Natural By The Woods-ის ნიშური არომატების ყოველ ინგრედიენტს.