DUSK
Eau de Parfum
სუნამო
შებინდებისას, როდესაც მზე თავის მისიას მთვარეს გადააბარებს, მისი მბრწყინავი, ფერადოვანი აურა ამაღელვებლად გარდაისახება თბილ, ჩამობნელებულ ატმოსფეროში, ტყეებს რომ ეპატრონება და მომენტარული სიმშვიდით, მათ სუნთქვას აკავებს.
Not Chosen
Natural By The Woods-ის არომატი Dusk წყვდიადის შეგებების სურნელოვანი ალეგორიაა:
შებინდებისას, როდესაც მზე თავის მისიას მთვარეს გადააბარებს, მისი მბრწყინავი, ფერადოვანი აურა ამაღელვებლად გარდაისახება თბილ, ჩამობნელებულ ატმოსფეროში, ტყეებს რომ ეპატრონება და მომენტარული სიმშვიდით, მათ სუნთქვას აკავებს.
შემოღამების მოგზაურობა ხილის ნოტებით — ახლადშელოცვილი ვაშლით იწყება, ბერგამოტის და მანდარინის სურნელთან ერთად; შემდეგ — ნახევრადყვავილოვანი არომატით ფეთქდება — იების, ჟასმინის და ფერადოვანი გერანიუმის (ვარდის, პიტნის, წიწაკის და ლიმონის აკორდებით შემდგარი ბუნებრივი პარფიუმერული ინგრედიენტი) სინთეზით.
ბობოქარი დღის სინათლის ბოლო ფრაგმენტები „შებინდებისკენ“ — არომატ Dusk-ისკენ გიწვევთ.
მანდარინი, ია, პაჩული
დაე, ბუნებამ გიჩვენოთ გზა…
რა საიდუმლოებებს მალავს უღრანი ტყის გული?
გაილაშქრეთ ეკლიან ბილიკებზე, დააბიჯეთ ველურ ფესვებსა და მდინარის ტალახიან სანაპიროებზე, რათა აღმოაჩინოთ, სად იმალება ტყის განძი. ველური ბუჩქი გზას უთმობს მაღალ ფიჭვს და მუხას. მზის სხივები თაღებად შეკრულ დაბურული ხეების ტოტებში იჭრებიან, ყურში ტყის ბუნებრივი რიტმების ბზუილი ჩაგესმით.ტკბილი ბალზამის, მერქნოვანი ამბრის (ამბრი: მოლეკულური პარფიუმერული ინგრედიენტი ქარვის მსგავსი, მუშკის, ანიმალისტური და ხის აკორდებით), მდიდრული ვანილის და ფიჭვის არომატები, თქვენს შეგრძნებებს იპყრობს. ტყის სიმშვიდეში დანარჩენი სამყარო უჩინარდება. ტყე თავის საიდუმლოებებს გვიმხელს, ჩვენ კი — ვუსმენთ. შეამზადეთ გრძნობები ამ მოგზაურობისთვის…
Natural By The Woods-ის სუნამოები პარიზში, პარფიუმერული ხელოვნების ოსტატების მიერ მზადდება.
ბრენდის ქვაკუთხედი
მიუხედავად იმისა, რომ ქიმიური პარფიუმერული ინგრედიენტები სულ უფრო და უფრო გავრცელებული ხდება, Natural By The Woods, სუნამოების ნატურალური წარმოების მეთოდებს ემხრობა — ბუნებრივი ექსტრაქტების და ათწლეულების წინანდელი ტექნოლოგიების გამოყენებას.
სამოთხე
იტალიის ქალაქ სიენას მახლობლად, მთებში, მუხის ტყით დაჩრდილულ მიწის პატარა ნაკვეთზე, მომცრო ზომის ფერმა იმალება. იქაურობა 60 წლის განმავლობაში მიტოვებული იყო, ახლა კი, ველური და კულტივირებული ფლორით, სუნამოების ოსტატობისადმი მიძღვნილი პარფიუმერული ბაღია გაშენებული.
სიენას ფერმა ყველა პარფიუმერის საოცნებო ადგილია, მცენარეთა უძველესი და ახალი ჯიშებითა და საკუთარი დისტილერიებით.
ტექნიკები
Amaranthus Herbis-ის „ცხვირი“ და შემოქმედებითი დირექტორი — ვინსენტ გამბინო სიენას ფერმას იყენებს, როგორც კვლევებისა და ინოვაციების სივრცეს. ოსტატი, მხატვრული პარფიუმერიის განსავითარებლად, ერთმანეთთან აკავშირებს ტრადიციულ და თანამედროვე ტექნიკებს და საკუთარი ხელით არჩევს Natural By The Woods-ის ნიშური არომატების ყოველ ინგრედიენტს.