NARCOTIC DELIGHT
Eau de Parfum
სუნამო
ჯადოს ზემოქმედება გარდაუვალია… სიამოვნება კი — აბსოლუტური!
Not Chosen
ჯადოს ზემოქმედება გარდაუვალია… სიამოვნება კი — აბსოლუტური!
შეიგრძენით ექსტაზური, ველური ინსტინქტი: INITIO Parfums Privés-ს Narcotic Delight, გრძნობათა ამაღელვებელი, მაცდური, ნათელი სითხეა; წარმოსახვის მასტიმულირებელი ფეთქებადი კონცენტრატი; ინკანდესენტური ლიქიორი, რომელიც გულსა და კანს ცეცხლის ალივით ედება…
ვიდრე, საბოლოოდ, სიგარის მათრობელა სპირალებს დანებდება, არომატის სურნელი, კონიაკის კასრში ჩამბალი ვარდისფერი წიწაკით ელექტრიფიცირებულ ვანილის ეროგენულ ნაყოფს იღებს მიზანში.
მსუქანი, მწიფე ბლის თავხედური გადახვევა რაფინირებული შეთავაზების სიამოვნებას აღნიშნავს. სწორედ იმ დროს, სურვილი კულმინაციას აღწევს და Narcotic Delight-იც, სადავეებს ხელთ იპყრობს. ვნების ცეცხლს აღვივებს გადაჭარბებული მგრძნობიარობა და მათრობელა ადიქცია. ემოციური, პროვოკაციული კადრი: კანი, ამ ნარკოტიკულ ელექსირს ისრუტავს, გული კი ებღაუჭება… ობსესია დასრულებულია!
დააწყვილეთ, შეუხამეთ და ითამაშეთ სურნელებით: მიიპკურეთ Narcotic Delight ამავე ბრენდის Oud For Happiness-თან ერთად და შეიგრძენით სურვილებისა და სუფთა სიხარულის ნაზავი!
გამხსნელი ნოტები: ბალი, ვარდისფერი წიწაკა და შავი პილპილი
გულის ნოტები: კონიაკი, ჰედიონი (სინთეტიკური პარფიუმერული ნედლეული ჟასმინის და ლიმონის აკორდებით), ვარდი
საბაზისო ნოტები: თამბაქო, ვანილი, ტონკა, კედარი, პაჩული
ALCOHOL DENAT., PARFUM (FRAGRANCE), AQUA (WATER), ETHYLHEXYL METHOXYCINNAMATE,
BHT, LIMONENE, LINALOOL, BUTYL METHOXYDIBENZOYLMETHANE, ETHYLHEXYL SALICYLATE, CINNAMAL, BENZYL
BENZOATE, EUGENOL, COUMARIN, CITRAL, GERANIOL, BENZYL SALICYLATE, CITRONELLOL, BENZYL ALCOHOL,
FARNESOL
ნიშ არომატების ბრენდი INITIO, სურნელთა ორიგინალური ძალებით, კლასიკური პარფიუმერიის საზღვრებს ცდება, მისი საიდუმლო თილისმები კი არომატული კომპოზიციების მისტიკურ ასპექტებს ავლენენ.
ფართოდ შეაღეთ კარი ჯადოსნური, ექსტრაორდინალური ძალების უნიკალურ სამყაროში, სადაც გაძლიერებული სენსორული ვიბრაციები სურნელთა შეუღწევადი ენერგიების შეგრძნებაში გვეხმარებიან.