N:9 BUKHOUR
Elixir de Parfum
სუნამო
Thomas Kosmala-ს ანიმალისტური, ინტენსიური, კვამლისებრი არომატი — Bukhour Elixir კოლექციის ყველაზე ძლიერი, მკვეთრი სუნამოა: Bukhoor შუააზიის ქვეყნებში გამოყენებული სამოსის, ტექსტილის, ინტერიერის და თმის ტრადიციულ სურნელს ჰქვია.
Not Chosen
Bukhour არაბულად ბუნებრივ სურნელოვან ინგრედიენტებში გაჟღენთილ ხის ნაჭრებს ეწოდება, რომელთაც, განსაკუთრებულ შემთხვევებში, ინტერიერის სასიამოვნო არომატისთვის, ნახშირზე ან საკმეველთან ერთად წვავენ. მისი სურნელი ადუნებს, ამშვიდებს და გარემოს პოზიტიური ენერგიით ავსებს.
გამხსნელი ნოტები: ხის აკორდები
გულის ნოტები: კვამლის აკორდები
საბაზისო ნოტები: აგარის ხე (აგარვუდი: ბუნებრივი პარფიუმერული ნედლეული — ორთქლის დისტილაციით დამუშავებული ხის ფისი აღმოსავლური სტილის არომატების მისაღებად, ხის, ანიმალისტური, კვამლის ძლიერი ნოტებით), ამბრი (მოლეკულური პარფიუმერული ინგრედიენტი ქარვის მსგავსი, მუშკის, ანიმალისტური და ხის აკორდებით), მუშკი (მეტად სურნელოვანი ნივთიერება, რომელსაც იღებენ ირმების ოჯახის ამავე სახელწოდების ცხოველის სათესლე ჯირკვლებიდან; იყენებენ პარფიუმერიაში, მედიცინაში)
გამხსნელი ნოტები: მერქნოვანი აკორდები
გულის ნოტები: კვამლის აკორდები
საბაზისო ნოტები: აგარის ხე, ამბრი, მუშკი
ბრენდ THOMAS KOSMALA PARIS-ის არომატთა ალქიმია თავად პარფიუმერი თომას კოსმალაა. მისი მოგზაურობა სურნელოვან სამყაროში პარიზში დაიწყო. იქ კლასიკური პარფიუმერიის შესასწავლად ჩავიდა და ნედლი ინგრედიენტების შეზავების განმაცვიფრებლად ახლებური კომბინაციების ემოციურ შესაძლებლობებს გაეცნო.
თომას კოსმალას დამოუკიდებელ ლაბორატორიაში შექმნილი და სრულქმნილი არომატები ოსტატურად აბალანსებს ტრადიციულ და ინოვაციურ მეთოდებს.
პარფიუმერის გამორჩეული ნიჭი ბრენდის ყოველ კოლექციაში ვლინდება: კლასიკური, ნედლი ინგრედიენტების ახლებურად გააზრებით, თომას კოსმალა გამომწვევ, კონცეპტუალურ სურნელოვან პროფილებს გვთავაზობს.