N:8 TONIC VERT
Eau de Parfum
სუნამო
homas Kosmala-ს მწვანე, ხისებრი, კლასიკური არომატი — Tonic Vert, ამავე ბრენდის No.1 Tonic Blanc-ის მსგავსად, კლასიკური, მასკულინური ტიპის სუნამოა.
Not Chosen
ხეხილის გაჭყლეტილი ფოთლების, პიტნის, ვეტივერის და მუხის ხავსის ბუნებრივი ენერგიით აღსავსე, მშვიდი, გამაგრილებელი სურნელი — Thomas Kosmala-ს Tonic Vert, მართლაც ხასიათის და აღქმების მაცოცხლებელი ტონიკია.
მისი არომატი ჰაერს აყვავებული ბაღის სურნელით — დახვეწილი ნოტებით ავსებს, ციტრუსების, გერანიუმის (ვარდის, პიტნის, წიწაკის და ლიმონის აკორდებით შემდგარი ბუნებრივი პარფიუმერული ინგრედიენტი), პომელოსა და ბერგამოტის ჟღერადობით.
გამხსნელი ნოტები: ბერგამოტი, ლიმონი, მანდარინი, ლაიმი
გულის ნოტები: პიტნა, გერანიუმი (ვარდის, პიტნის, წიწაკის და ლიმონის აკორდებით შემდგარი ბუნებრივი პარფიუმერული ინგრედიენტი), პომელო
საბაზისო ნოტები: ვეტივერი, მუშკი (მეტად სურნელოვანი ნივთიერება, რომელსაც იღებენ ირმების ოჯახის ამავე სახელწოდების ცხოველის სათესლე ჯირკვლებიდან; იყენებენ პარფიუმერიაში, მედიცინაში), მუხის ხავსი
გამხსნელი ნოტები: ბერგამოტი, ლიმონი, მანდარინი, ლაიმი
გულის ნოტები: პიტნა, გერანიუმი, პომელო
საბაზისო ნოტები: ვეტივერი, მუშკი, მუხის ხავსი
ბრენდ THOMAS KOSMALA PARIS-ის არომატთა ალქიმია თავად პარფიუმერი თომას კოსმალაა. მისი მოგზაურობა სურნელოვან სამყაროში პარიზში დაიწყო. იქ კლასიკური პარფიუმერიის შესასწავლად ჩავიდა და ნედლი ინგრედიენტების შეზავების განმაცვიფრებლად ახლებური კომბინაციების ემოციურ შესაძლებლობებს გაეცნო.
თომას კოსმალას დამოუკიდებელ ლაბორატორიაში შექმნილი და სრულქმნილი არომატები ოსტატურად აბალანსებს ტრადიციულ და ინოვაციურ მეთოდებს.
პარფიუმერის გამორჩეული ნიჭი ბრენდის ყოველ კოლექციაში ვლინდება: კლასიკური, ნედლი ინგრედიენტების ახლებურად გააზრებით, თომას კოსმალა გამომწვევ, კონცეპტუალურ სურნელოვან პროფილებს გვთავაზობს.