მთავარიშოპისუნამო

N:5 FRENESIE

N:5 FRENESIE
N:5 FRENESIE

Eau de Parfum

სუნამო

Thomas Kosmala-ს ყვავილოვანი, გამაგრილებელი, მხიარული Frénésie უდარდელი ხასიათის არომატია — ხის ბაზით დაბალანსებული ზომიერად ყვავილოვანი სურნელი.

მოცულობა:

Not Chosen

660.00 ₾
აღწერა

დადებითი ემოციის აფეთქება — Thomas Kosmala-ს უდარდელი არომატი Frénésie გამაგრილებელი, ყვავილოვანი და ნაზად დახვეწილი ნოტების ოსტატური ბალანსის შედეგია.

პიონი და ოსმანტუსი, მუშკის (მეტად სურნელოვანი ნივთიერება, რომელსაც იღებენ ირმების ოჯახის ამავე სახელწოდების ცხოველის სათესლე ჯირკვლებიდან; იყენებენ პარფიუმერიაში, მედიცინაში) ქათქათა და ხის მშრალ ნოტებს შორის ცეკვავენ და გარანტირებული სიხარულის, საზეიმო განწყობის მომნიჭებელ არომატს გვთავაზობენ.

Frénésie-ს მოხმარება რეკომენდებულია ყოველდღიურად, მთელი დღის განმავლობაში.

გამხსნელი ნოტები: ბერგამოტი, მაგნოლია, გარდენია

გულის ნოტები: ვარდი, პიონი, ოსმანტუსი

საბაზისო ნოტები: მუშკი (მეტად სურნელოვანი ნივთიერება, რომელსაც იღებენ ირმების ოჯახის ამავე სახელწოდების ცხოველის სათესლე ჯირკვლებიდან; იყენებენ პარფიუმერიაში, მედიცინაში), ქარვა, სანდალის ხე (სანდალვუდი: ბუნებრივი პარფიუმერული ნედლეული, რომელიც ხის ფესვების ორთქლზე დისტილაციით მიიღება; ხის, რძისებრი, კრემოვანი, გლუვი, აღმოსავლური, მდგრადი, თბილი, გამჭოლი, ბალზამისებრი, დახვეწილი, ხავერდოვანი ნოტებით)

გამხსნელი ნოტები: ბერგამოტი, მაგნოლია, გარდენია

გულის ნოტები: ვარდი, პიონი, ოსმანტუსი

საბაზისო ნოტები: მუშკი, ამბრი, სანდალის ხე

ბრენდ THOMAS KOSMALA PARIS-ის არომატთა ალქიმია თავად პარფიუმერი თომას კოსმალაა. მისი მოგზაურობა სურნელოვან სამყაროში პარიზში დაიწყო. იქ კლასიკური პარფიუმერიის შესასწავლად ჩავიდა და ნედლი ინგრედიენტების შეზავების განმაცვიფრებლად ახლებური კომბინაციების ემოციურ შესაძლებლობებს გაეცნო.

თომას კოსმალას დამოუკიდებელ ლაბორატორიაში შექმნილი და სრულქმნილი არომატები ოსტატურად აბალანსებს ტრადიციულ და ინოვაციურ მეთოდებს.

პარფიუმერის გამორჩეული ნიჭი ბრენდის ყოველ კოლექციაში ვლინდება: კლასიკური, ნედლი ინგრედიენტების ახლებურად გააზრებით, თომას კოსმალა გამომწვევ, კონცეპტუალურ სურნელოვან პროფილებს გვთავაზობს.