მთავარიშოპისუნამო

N:4 APRES L'AMOUR

N:4 APRES L'AMOUR
N:4 APRES L'AMOUR

Elixir de Parfum

სუნამო

Thomas Kosmala-ს Apres L'Amour Elixir მომხმარებელთათვის უკვე კარგად ცნობილი და საყვარელი არომატის (Apres L'Amour) გაძლიერებული ვერსიაა, რომელიც წინამორბედის სიროფისებრ ასპექტებს გამოკვეთს; ლიმონის ცედრა და მწარე ფორთოხალი უკანა პლანზე გადადის, აქტიურდება ნ

მოცულობა:

Not Chosen

780.00 ₾
აღწერა

Thomas Kosmala-ს Apres L'Amour Elixir მომხმარებელთათვის უკვე კარგად ცნობილი და საყვარელი არომატის (Apres L'Amour) გაძლიერებული ვერსიაა, რომელიც წინამორბედის სიროფისებრ ასპექტებს გამოკვეთს; ლიმონის ცედრა და მწარე ფორთოხალი უკანა პლანზე გადადის, აქტიურდება ნუშის და ჟასმინის ნოტები.

ასევე, Apres L'Amour Elixir ნაკლებად ჰაეროვანი სურნელია, მეტად სქელი კვალით და ტკბილი, მოლასის სიროფის მსგავსი გულის აკორდებით.

გამხსნელი ნოტები: ლიმონის ცედრა, მწარე ფორთოხლის ყვავილი

გულის ნოტები: არომატული სპეციები

საბაზისო ნოტები: მუშკი, ამბრი, მერქნოვანი ნოტები

ბრენდ THOMAS KOSMALA PARIS-ის არომატთა ალქიმია თავად პარფიუმერი თომას კოსმალაა. მისი მოგზაურობა სურნელოვან სამყაროში პარიზში დაიწყო. იქ კლასიკური პარფიუმერიის შესასწავლად ჩავიდა და ნედლი ინგრედიენტების შეზავების განმაცვიფრებლად ახლებური კომბინაციების ემოციურ შესაძლებლობებს გაეცნო.

თომას კოსმალას დამოუკიდებელ ლაბორატორიაში შექმნილი და სრულქმნილი არომატები ოსტატურად აბალანსებს ტრადიციულ და ინოვაციურ მეთოდებს.

პარფიუმერის გამორჩეული ნიჭი ბრენდის ყოველ კოლექციაში ვლინდება: კლასიკური, ნედლი ინგრედიენტების ახლებურად გააზრებით, თომას კოსმალა გამომწვევ, კონცეპტუალურ სურნელოვან პროფილებს გვთავაზობს.