N.11 SUPER AMBER
Eau de Parfum
სუნამო
Thomas Kosmala-ს ინტიმური, მგრძნობიარე, ნაზი არომატი — Super Amber „კანის სურნელის“ სახელითაცაა ცნობილი.
Not Chosen
Thomas Kosmala-ს მშრალი ხისებრი სურნელისა და ნაზი მუშკის (მუშკი: მეტად სურნელოვანი ნივთიერება, რომელსაც იღებენ ირმების ოჯახის ამავე სახელწოდების ცხოველის სათესლე ჯირკვლებიდან; იყენებენ პარფიუმერიაში, მედიცინაში) კომბინაციით შექმნილი მგრძნობიარე ნისლი — Super Amber არასოდეს იგრძნობა ზედმეტად, თუმცა არც შეუმჩნეველია.
მისი მოხამრება ყველანაირ გარემოში რეკომენდებულია: სოლო ვერსიით გამოყენებისას, ტკბილი, საკმეველისებრი სურნელი კანზე ნაზი, პუდროვანი შეგრძნებით დარჩება; Thomas Kosmala-ს სხვა არომატებთან შეხამებისას კი, უნიკალური მოლეკულური კომპოზიციით, მათ სხვადასხვა ასპექტს გააძლიერებს.
მართლაც უნივერსალური სუნამო — Super Amber ქაშმირში გახვეული კანის ფაქიზ შეგრძნებებს აღძრავს და რომანტიკული ვახშმისას, სანთლის შუქის ნაზი საბურველის განცდებს გვანიჭებს.
გამხსნელი ნოტები: საკმეველი
გულის ნოტები: ლაბდანუმი (ციტრუსების ექსტრაქტი), ბენზოინი (ხის ფისისგან მიღებული ბუნებრივი პარფიუმერული ნედლეული ბალზამის, ხის, ვანილის, პუდროვანი, რძისებრი და მომწარო აკორდებით)
საბაზისო ნოტები: ქარვის ხე (ამბერვუდი: მოლეკულური პარფიუმერული ინგრედიენტი, რომელსაც აღმოსავლური, გურმანული, ყვავილოვანი და თეთრი ყვავილების ნოტების გასაძლიერებლად იყენებენ), ხის ნოტები, მშრალი ქარვა
გამხსნელი ნოტები: საკმეველი
გულის ნოტები: ლაბდანუმი (ციტრუსების ექსტრაქტი), ბენზოინი
საბაზისო ნოტები: ქარვის ხე, მერქნოვანი ნოტები, მშრალი ქარვა
ბრენდ THOMAS KOSMALA PARIS-ის არომატთა ალქიმია თავად პარფიუმერი თომას კოსმალაა. მისი მოგზაურობა სურნელოვან სამყაროში პარიზში დაიწყო. იქ კლასიკური პარფიუმერიის შესასწავლად ჩავიდა და ნედლი ინგრედიენტების შეზავების განმაცვიფრებლად ახლებური კომბინაციების ემოციურ შესაძლებლობებს გაეცნო.
თომას კოსმალას დამოუკიდებელ ლაბორატორიაში შექმნილი და სრულქმნილი არომატები ოსტატურად აბალანსებს ტრადიციულ და ინოვაციურ მეთოდებს.
პარფიუმერის გამორჩეული ნიჭი ბრენდის ყოველ კოლექციაში ვლინდება: კლასიკური, ნედლი ინგრედიენტების ახლებურად გააზრებით, თომას კოსმალა გამომწვევ, კონცეპტუალურ სურნელოვან პროფილებს გვთავაზობს.