N:10 DESIRE DU COEUR
Eau de Parfum
სუნამო
Thomas Kosmala-ს Désir du Coeur ტრადიციული მიქსოლოგიისგან განსხვავებული მეთოდითაა დამზადებული. მისი თანამედროვე, მხატვრული სურნელი გულში ღრმად ჩამარხული ფარული სურვილების ამოცნობაში გვეხმარება.
Not Chosen
Thomas Kosmala-ს Désir du Coeur ტრადიციული მიქსოლოგიისგან განსხვავებული მეთოდითაა დამზადებული. მისი თანამედროვე, მხატვრული სურნელი გულში ღრმად ჩამარხული ფარული სურვილების ამოცნობაში გვეხმარება.
„დამატყვევებელი“ ნოტების (იგულისხმება ამბროქსანი და Iso E Super — ხისებრი, მყუდრო, ქარვისებრი და მუშკისებრი სინთეტიკური ნოტი) და მოლეკულური პარფიუმერული ინგრედიენტების კომბინაცია უნიკალურ, გამორჩეულ არომატს გვთავაზობს, რომელიც ყველა ინდივიდის კანზე განსხვავებულად ვლინდება.
არომატს „ბირთვული“ პროექცია და ხანგრძლივი მოქმედება ახასიათებს, ტოვებს დასამახსოვრებელ კვალს; მისი მოხმარება რეკომენდებულია No.4-კლასის სუნამოების მოყვარულთათვის, რომლებიც ტკბილი და გამაგრილებელი სურნელისგან განსხვავებულს ეძებენ.
გამხსნელი ნოტი: ლიმონის ცედრა
გულის ნოტები: არომატული სპეციები
საბაზისო ნოტები: ამბრი, მუშკი
ბრენდ THOMAS KOSMALA PARIS-ის არომატთა ალქიმია თავად პარფიუმერი თომას კოსმალაა. მისი მოგზაურობა სურნელოვან სამყაროში პარიზში დაიწყო. იქ კლასიკური პარფიუმერიის შესასწავლად ჩავიდა და ნედლი ინგრედიენტების შეზავების განმაცვიფრებლად ახლებური კომბინაციების ემოციურ შესაძლებლობებს გაეცნო.
თომას კოსმალას დამოუკიდებელ ლაბორატორიაში შექმნილი და სრულქმნილი არომატები ოსტატურად აბალანსებს ტრადიციულ და ინოვაციურ მეთოდებს.
პარფიუმერის გამორჩეული ნიჭი ბრენდის ყოველ კოლექციაში ვლინდება: კლასიკური, ნედლი ინგრედიენტების ახლებურად გააზრებით, თომას კოსმალა გამომწვევ, კონცეპტუალურ სურნელოვან პროფილებს გვთავაზობს.