MYSTIC EXPERIENCE
Eau de Parfum
სუნამო
INITIO-ს არომატების კოლექცია Mystic Experience სუნამოების ისტორიის წარსულ წლებში გვამოგზაურებს და თითქოს, ხელახლა აღმოგვაჩენინებს სურნელოვანი სამყაროს სიდიადეს, გვახსენებს რა სუნამოს მნიშვნელობას.
Not Chosen
INITIO-ს არომატების კოლექცია Mystic Experience სუნამოების ისტორიის წარსულ წლებში გვამოგზაურებს და თითქოს, ხელახლა აღმოგვაჩენინებს სურნელოვანი სამყაროს სიდიადეს, გვახსენებს რა სუნამოს მნიშვნელობას.
Mystic Experience-ის არომატები მისტიკური, ნარკოტიკული ინგრედიენტების იდუმალ ძალებს იტაცებენ და საშუალებას გვაძლევენ, სურნელთა ამაღლებულ არსს ჩავწვდეთ; მათი ძლიერი, ქარიზმატული ამოსუნთქვა, მიპკურებისას, სხეულს გამყოლ შლეიფებად დაჰყვება…
შეუძლებელია, ამ არომატის მიპკურებისას, გარშემომყოფთათვის შეუმჩნეველი დარჩეთ; მისი სურნელი ყნოსვით ორგანოებზე დამატყვევებლად ზემოქმედებს — მუშკის და ყავის ამაღელვებელი, სახასიათო კომბინაცია უჩვეულო აფორიაქებას, მოულოდნელ ემოციებს იწვევს.
INITIO-ს Mystic Experience ჭეშმარიტად ტრანსცენდენტული გამოცდილებების მაძიებელთა სურნელია!
ყავა, მუშკი, ვანილი, პაჩული
ALCOHOL DENAT., PARFUM (FRAGRANCE), AQUA (WATER), ALPHA-ISOMETHYL IONONE, BENZYL ALCOHOL, COUMARIN, HEXYL CINNAMAL
ნიშ არომატების ბრენდი INITIO, სურნელთა ორიგინალური ძალებით, კლასიკური პარფიუმერიის საზღვრებს ცდება, მისი საიდუმლო თილისმები კი არომატული კომპოზიციების მისტიკურ ასპექტებს ავლენენ.
ფართოდ შეაღეთ კარი ჯადოსნური, ექსტრაორდინალური ძალების უნიკალურ სამყაროში, სადაც გაძლიერებული სენსორული ვიბრაციები სურნელთა შეუღწევადი ენერგიების შეგრძნებაში გვეხმარებიან.