მთავარიშოპისუნამო

MYSTIC

MYSTIC
MYSTIC

Extrait de Parfum

სუნამო

REGALIEN-ის არომატი MYSTIC ერთი შესუნთქვით შეყვარებას ჰგავს…

მოცულობა:

Not Chosen

630.00 ₾
აღწერა

REGALIEN-ის არომატი MYSTIC ერთი შესუნთქვით შეყვარებას ჰგავს…

რეგალია, მაღალი კლასი…

არისტოკრატული ინგრედიენტების ჰარმონია სუნამოს დიდებულების პატივსაცემად…

არომატულ კომპოზიციას სრულყოფს სურნელოვანი აკორდების დახვეწილი ბალანსი — ლავანდით გაჟღენთილი ხილის გემრიელი ნოტები, რომელთაც მდიდრულ ჩარჩოში აქცევს უდი და პარფიუმერიის ყველაზე მრავალმხრივი, უნიკალური აგარის ხის ნოტი (უდი/აგარვუდი: ბუნებრივი პარფიუმერული ნედლეული — ორთქლის დისტილაციით დამუშავებული ხის ფისი აღმოსავლური სტილის არომატების მისაღებად, ხის, ანიმალისტური, კვამლის ძლიერი ნოტებით).


გამხსნელი ნოტები: კედარის ფოთლები, ბერგამოტი, წითელი (კლარი) სალბი, პალისანდრი (პალისანდრის ხის ქერქის ორთქლზე დისტილაციით მიღებული ბუნებრივი პარფიუმერული ნედლეული მერქნისებრი, ხავერდოვანი, ეგზოტიკური, ყვავილოვანი, გრილი სურნელით და ყვავილოვანი და ხილისებრი, ფრეზიის მსგავსი ნახევარტონებით)

გულის ნოტები: როზმარინი, ლავანდა

საბაზისო ნოტები: სანდალის ხე (სანდალვუდი: ბუნებრივი პარფიუმერული ნედლეული, რომელიც ხის ფესვების ორთქლზე დისტილაციით მიიღება; ხის, რძისებრი, კრემოვანი, გლუვი, აღმოსავლური, მდგრადი, თბილი, გამჭოლი, ბალზამისებრი, დახვეწილი, ხავერდოვანი ნოტებით), ტონკას მარცვლები, აგარის ხე (ბუნებრივი პარფიუმერული ნედლეული — ორთქლის დისტილაციით დამუშავებული ხის ფისი აღმოსავლური სტილის არომატების მისაღებად, ხის, ანიმალისტური, კვამლის ძლიერი ნოტებით), თეთრი მუშკი, ქარვა, გურჯუნის ბალზამი (საკმეველისებრი სურნელი თბილი, ხისებრი, ტკბილი და ამავდროულად მშრალი, ფიჭვის, პაჩულისა და ქაფურის ნოტების გაელვებით შემკული ბალზამისებრი და ფისოვანი აკორდებით), ვანილი

Alcohol, Parfum, Aqua, Coumarin, Alpha-Isomethyl Ionone, Cinnamal, Limonene, Linalool

არომატული სახლი REGALIEN უნიკალური პარფიუმერული მეთოდებით შექმნილ, არაორდინალური სუნამოების კოლექციებს აერთიანებს.

REGALIEN, თქვენთვის, ახალი სუნთქვაა, თქვენი საყვარელი ადამიანებისთვის კი — მეხსიერების ახალი დეტალი; წარსული ოცნებებისა და დღევანდელი იმედის განსხეულების ელეგანტური საშუალება…

REGALIEN-ის არომატები — ესაა უწყვეტი ბრუნვა სურნელოვან სამყაროში უსასრულო რაოდენობით არსებულ ნოტებს შორის; თითოეული არომატი, კლიშეებისგან გათავისუფლებისა და შემოქმედებითი შეგრძნებისკენ გადადგმული ნაბიჯია, ბროლის ფლაკონებში ფაქიზად მოქცეული სუნთქვა…

REGALIEN გეუბნებათ, ვინ ხართ თქვენ.