მთავარიშოპისუნამო

MYSTERIOUS OUD

MYSTERIOUS OUD
MYSTERIOUS OUD

Eau de Parfum

სუნამო

Chabaud-ს იდუმალი და მაჰიპნოზირებელი არომატი — Mysterious Oud აღტაცებას იწვევს და გარშემომყოფებს საკუთარი მომხიბლავობით იმორჩილებს.

მოცულობა:

Not Chosen

429.00 ₾
აღწერა

Chabaud-ს იდუმალი და მაჰიპნოზირებელი არომატი — Mysterious Oud აღტაცებას იწვევს და გარშემომყოფებს საკუთარი მომხიბლავობით იმორჩილებს.

მისტიკური და ამავდროულად ჯადოსნურად მგრძნობიარე ელექსირი, ვუალს ხდის მდიდრულ სურნელოვან საიდუმლოს — ყნოსვით თავსატეხს, რომელიც მხოლოდ ვნების მეშვეობით ამოიხსნება.

სუნამო თანამედროვე დახვეწილობას, ფემინურობის და მასკულინურობის დელიკატურ ბალანსს განასხეულებს და ელეგანტურობას მატებს ყველას, ვინც მას მოიხმარს.

შთაგონება

მერქნისებრი და ამავდროულად გრილი არომატის — Mysterious Oud-ის კომპოზიციას, მწარე და პიკანტური ელემი ხსნის და ახალი სურნელოვანი საიდუმლოებების აღმოჩენას გვაუწყებს.

გულის ნოტებს ავსებენ და სუნამოს გმირის ტრიუმფალური გამოჩენისთვის გვამზადებენ კედარი და თბილი, ხისებრი ლაბდანუმი, ჟასმინის გაელვებასთან ერთად. არომატის გულს აგვირგვინებს სანდალის ხე, რომელიც კომპოზიციას გარკვეულ სიგრილეს ანიჭებს. სწორედ გულის ნოტები განაპირობებს Mysterious Oud-ის მერქნისებრ და ამავდროულად, გამაგრილებელ ხასიათს.

სუნამოს ბაზაში, სანდალის ხის და ამბრისა და მუშკის ჰარმონიული ბლენდის თანხლებით, ხისებრ-ფისოვანი უდი საკუთარ სახეს მკვეთრი, დახვეწილი ნოტებით წარმოაჩენს.

ზედა ნოტი: ელემი

შუა ნოტი: კედარი, ლაბდანუმი (კლდის ვარდი), ჟასმინი

ძირითადი ნოტი: აგარ-ხე (უდი), ქარვა, სანდალოზის ხე, მუშკი

Chabaud Maison de Parfum ნიშური პარფიუმერიის ფრანგული სახლია, რომელიც ლუქს-კლასის პარფიუმებისა და ტუალეტის წყლების, ინტერიერის სურნელის და სანთლების წარმოებაზე ფოკუსირდება. სოფი ჩაბო და მატია ბონო, ელეგანტურობის და სიწმინდის უწყვეტი ძიებისადმი თავდადებით, უმაღლესი ხარისხის, ორიგინალურ, უნიკალურ ესენციებს ქმნიან.

Chabaud-ს კოლექციები, ოცნებებით, მისტერიებით და მგრძნობიარობით, პოეზიას აღვივებს თითოეული მომხმარებლის პერსონალურ მოგზაურობაში. ბრენდის სწრაფვას უმაღლესი ხარისხისკენ, 100%-ით ფრანგული წარმოების გარანტიაც განამტკიცებს.

სწორედ ამ ტრადიციებისა და პარფიუმერიისადმი აღტაცების კვალდაკვალ დაიბადა Chabaud Maison de Parfum-ის სურნელოვანი კოლექცია და დახვეწილი სილამაზის მთელი სამყარო მოიცვა: პროდუქცია ხელმისაწვდომია როგორც საფრანგეთის, ასევე — სხვადასხვა ქვეყნის რჩეულ პარფიუმერულ მაღაზიებში.