მთავარიშოპისახის მოვლა

My Clarins Re-Move Purifying Cleansing Gel

My Clarins Re-Move Purifying Cleansing Gel

ახალგაზრდა კანის დასაბანი გელი გამაგრილებელი მოქმედებით: ეფექტურად აშორებს ყველა სახის ჭუჭყს და კანს სიგრილის შეგრძნებას ანიჭებს! for Normal, Oily, Combination, Dry

მოცულობა:

Not Chosen

73.00 ₾
აღწერა

My CLARINS-ის ახალგაზრდა კანისთვის განკუთვნილი დასაბანი გამწმენდი გელი ეფექტურად აშორებს ჭუჭყს და გამონაყრის გამომწვევ ჭარბ ცხიმს; კანს წმენდს, ასუფთავებს და აღუდგენს ბალანსს. შედეგად, კომპლექცია მეტად ბზინვარე და გლუვი ხდება.
პროდუქტი ფორმულირებულია გამწმენდი თვისებების მქონე ორგანული ქაფურას (ბალახოვანი მცენარე, იგივე მდელოს დედოფალი) ექსტრაქტით, კანის ზედაპირის გამწმენდი და გარემოს ნარჩენების კვალის გამაქრობელი მორინგას ექსტრაქტით და კანის დამარბილებელი ეფექტით ცნობილი ორგანული ფორთოხლის ყვავილის წყლით.

გელის გამოყენების შედეგად, კანი ბალანსს აღიდგენს და თავისუფლად სუნთქვას იწყებს, კომპლექცია კი წმინდა, სუფთა იერსახეს იძენს. პროდუქტი, სრულად ყინულოვანი ლურჯი ფორმულის დამსახურებით, ყველა ტიპის, მათ შორის — ყველაზე ფაქიზი კანისთვისაც რეკომენდებულია.

Purified skin Softened skin

AQUA/WATER/EAU. GLYCERIN. SODIUM LAURYL GLUCOSE CARBOXYLATE. SODIUM COCOYL AMINO ACIDS. LAURYL GLUCOSIDE. DECYL GLUCOSIDE. ACRYLATES/C10-30 ALKYL ACRYLATE CROSSPOLYMER. COCAMIDOPROPYL BETAINE. CITRUS AURANTIUM AMARA (BITTER ORANGE) FLOWER WATER. BUTYLENE GLYCOL. HEXYLENE GLYCOL. PARFUM/FRAGRANCE. CITRIC ACID. SODIUM BENZOATE. DISODIUM EDTA. SORBIC ACID. SYNTHETIC FLUORPHLOGOPITE. TETRASODIUM GLUTAMATE DIACETATE. CI 77891/TITANIUM DIOXIDE. MALTODEXTRIN. MORINGA OLEIFERA SEED EXTRACT. SPIRAEA ULMARIA EXTRACT. POTASSIUM SORBATE. TIN OXIDE. CI 42090/BLUE 1. [V3150B]

გამოყენების წესი

დილას და საღამოს: დაიტანეთ გელი ნოტიო კანზე. აიქაფეთ, კარგად ჩამოიბანეთ და გაიმშრალეთ.

ბუნებით შთაგონებული. ინოვაციური ფორმულები. სილამაზეზე ზრუნვა სრული პასუხისმგებლობით.

70+  წლიანი კანის ექსპერტების გამოცდილება

ბრენდის ავთენტური ოსტატობა დაიბადა Clarins-ის ინსტიტუტში და გადაეცა მომდევნო თაობებს. ამ უნიკალურმა მემკვიდრეობამ Clarins-ის ინსტიტუტი აქცია ევროპის ლიდერად კანის პრემიუმ მოვლის სფეროში*და კანის მოვლის წამყვან ექსპერტად  მთელ მსოფლიოში. 70 წლის განმავლობაში ბრენდის ფილოსოფია არ შეცვლილა: ყოველთვის ყურადღებით ვუსმენთ მომხმარებლებს და მუდმივად ვვითარდებით. ჩვენ ვეყრდნობით მცენარეულ და უახლეს ინოვაციურ ფორმულებს, ვზრუნავთ კანზე 24/7 ყველა ასაკისთვის, კანის ტიპისთვის და საჭიროებებისთვის: წვრილი ხაზები, ნაოჭები, დაღლილობის კვალი, კანის მოდუნება და პიგმენტური ლაქები. ჩვენი მაკიაჟის საშუალებები ასევე შექმნილია  კანის მოვლის მიდგომის გათვალისწინებით. თითოეული საშუალების საფუძვლად არის Clarins-ის ორმაგი ეფექტურობა: ერთის მხრივ უნიკალური ტექსტურების, საგულდაგულოდ შემუშავებული ფერების და მრავალფეროვანი დაფარვის მომენტალური შედეგი. მეორეს მხრივ კანის გრძელვადიანი უპირატესობები - მცენარეული ექსტრაქტებით გამდიდრებული სათუთად შერჩეული ფორმულების წყალობით კანის მდგომარეობის გასაუმჯობესებლად და დეკორატიული საშუალებების ყოველდღიური გამოყენებისთვის.

*წყარო NPD BeautyTrends®, Europe 5 (საფრანგეთი, გერმანია, გაერთიანებული სამეფო, იტალია, ესპანეთი), კანის მოვლის სელექტიური ბაზარი (პროდუქცია, რომელიც იყიდება პარფიუმერულ მაღაზიებში და სავაჭრო ცენტრებში)  პროდუქცია ღირებულებით (€), ჯამური პერიოდი 3 იანვრიდან 2022 წლის, 1 იანვრამდე 2023 წლის.