My Clarins Re-Charge Hydra-Replumping Night Mask
ახალგაზრდა კანისთვის განკუთვნილი გრილი, მდნარი სტრუქტურის ღამის ნიღაბი Re-Charge, კანს დამშვიდებულ, გამოძინებულ იერსახეს ანიჭებს — აცხრობს, აფუმფულებს და აღადგენს; ხასიათდება ე.წ. „გადატვირთვის“ ეფექტით. for Normal, Oily, Combination, Dry
Not Chosen
My CLARINS-ის ჰიდრა-აღმდგენი ღამის ნიღაბი Re-Charge, ახალგაზრდა კანს განაახლებს, ამშვიდებს და აფუმფულებს; „ჯანსაღი მცენარეული კომპლექსის“ (Healthy Plant Complex) — ორგანული ქოქოსის წყლის და ორგანული ალპური ვარდის ექსტრაქტის შემცველობით კი — ჯანსაღ ბრწყინვალებას ანიჭებს.
Re-Charge, ასევე, გლერძის ექსტრაქტითაა გამდიდრებული, რაც კანს წმინდა, გამჭვირვალე ელფერს აძლევს; ორგანული ლეღვის ექსტრაქტი — ინტენსიურად ატენიანებს, ორგანული აცეროლას (იგივე ბარბადოსული ალუბალი) თესლის ექსტრაქტი კი კომპლექციას განახლებულ, ვარდისფერ ელფერსა და ბზინვარებას მატებს.
Re-Charge-ის რეგულარული გამოყენებით, კანი გამოცოცხლებული, ელასტიკური, რბილი და ფუმფულა ხდება — ყოველ დილით, თვალსაჩინოდ გაუმჯობესებული შედეგით.
პროდუქტი გამოირჩევა მსუბუქი, მდნარი და გრილი გელ-კრემის სტრუქტურით და აბრეშუმისებრი დაფარვით.
Skin is plumped, recharged and quenched
AQUA/WATER/EAU. CAPRYLIC/CAPRIC TRIGLYCERIDE. GLYCERIN. BETAINE. PENTYLENE GLYCOL. 1,2- HEXANEDIOL. PENTAERYTHRITYL TETRAETHYLHEXANOATE. HYDROXYETHYL ACRYLATE/SODIUM ACRYLOYLDIMETHYL TAURATE COPOLYMER. TAPIOCA STARCH. COCOS NUCIFERA (COCONUT) FRUIT JUICE. CELLULOSE. SILICA. PROPYLENE GLYCOL. XYLITYLGLUCOSIDE. BUTYLENE GLYCOL. ACRYLATES/C10-30 ALKYL ACRYLATE CROSSPOLYMER. ANHYDROXYLITOL. PARFUM/FRAGRANCE. ETHYLHEXYLGLYCERIN. XYLITOL. BISABOLOL. DISODIUM EDTA. SODIUM HYDROXIDE. GLUCOSE. INULIN LAURYL CARBAMATE. MARRUBIUM VULGARE EXTRACT. CITRIC ACID. FICUS CARICA (FIG) FRUIT EXTRACT. MALPIGHIA EMARGINATA (ACEROLA) SEED EXTRACT. PHENETHYL ALCOHOL. FURCELLARIA LUMBRICALIS EXTRACT. SODIUM BENZOATE. RHODODENDRON FERRUGINEUM EXTRACT. POTASSIUM SORBATE. ENGELHARDTIA CHRYSOLEPIS LEAF EXTRACT. LAPSANA COMMUNIS FLOWER/LEAF/STEM EXTRACT. MARIS SAL/SEA SALT/SEL MARIN. [V3149B]
კვირაში 1-3-ჯერ: გამოიყენეთ პროდუქტი როგორც ღამის კრემი ან ნიღაბი, სახის და ყელის ზონებზე.
ბუნებით შთაგონებული. ინოვაციური ფორმულები. სილამაზეზე ზრუნვა სრული პასუხისმგებლობით.
70+ წლიანი კანის ექსპერტების გამოცდილება
ბრენდის ავთენტური ოსტატობა დაიბადა Clarins-ის ინსტიტუტში და გადაეცა მომდევნო თაობებს. ამ უნიკალურმა მემკვიდრეობამ Clarins-ის ინსტიტუტი აქცია ევროპის ლიდერად კანის პრემიუმ მოვლის სფეროში*და კანის მოვლის წამყვან ექსპერტად მთელ მსოფლიოში. 70 წლის განმავლობაში ბრენდის ფილოსოფია არ შეცვლილა: ყოველთვის ყურადღებით ვუსმენთ მომხმარებლებს და მუდმივად ვვითარდებით. ჩვენ ვეყრდნობით მცენარეულ და უახლეს ინოვაციურ ფორმულებს, ვზრუნავთ კანზე 24/7 ყველა ასაკისთვის, კანის ტიპისთვის და საჭიროებებისთვის: წვრილი ხაზები, ნაოჭები, დაღლილობის კვალი, კანის მოდუნება და პიგმენტური ლაქები. ჩვენი მაკიაჟის საშუალებები ასევე შექმნილია კანის მოვლის მიდგომის გათვალისწინებით. თითოეული საშუალების საფუძვლად არის Clarins-ის ორმაგი ეფექტურობა: ერთის მხრივ უნიკალური ტექსტურების, საგულდაგულოდ შემუშავებული ფერების და მრავალფეროვანი დაფარვის მომენტალური შედეგი. მეორეს მხრივ კანის გრძელვადიანი უპირატესობები - მცენარეული ექსტრაქტებით გამდიდრებული სათუთად შერჩეული ფორმულების წყალობით კანის მდგომარეობის გასაუმჯობესებლად და დეკორატიული საშუალებების ყოველდღიური გამოყენებისთვის.
*წყარო NPD BeautyTrends®, Europe 5 (საფრანგეთი, გერმანია, გაერთიანებული სამეფო, იტალია, ესპანეთი), კანის მოვლის სელექტიური ბაზარი (პროდუქცია, რომელიც იყიდება პარფიუმერულ მაღაზიებში და სავაჭრო ცენტრებში) პროდუქცია ღირებულებით (€), ჯამური პერიოდი 3 იანვრიდან 2022 წლის, 1 იანვრამდე 2023 წლის.
