მთავარიშოპი

MUSK ŌTONE

MUSK ŌTONE
MUSK ŌTONE

Eau de Parfum

Thomas Kosmala-ს თანამედროვე არომატი — Musk Ōtone, სურნელოვან ხასიათს ანიმალისტური მუშკის ზედოზირებით წარმოაჩენს.

მოცულობა:

Not Chosen

660.00 ₾
აღწერა

Thomas Kosmala-ს თანამედროვე არომატი — Musk Ōtone, სურნელოვან ხასიათს ანიმალისტური მუშკის (მეტად სურნელოვანი ნივთიერება, რომელსაც იღებენ ირმების ოჯახის ამავე სახელწოდების ცხოველის სათესლე ჯირკვლებიდან; იყენებენ პარფიუმერიაში, მედიცინაში) ზედოზირებით წარმოაჩენს.

გარდენიას, ბერგამოტის, ზამბახის და ვანილის ნოტები სანდალის ხეს (სანდალვუდი: ბუნებრივი პარფიუმერული ნედლეული, რომელიც ხის ფესვების ორთქლზე დისტილაციით მიიღება; ხის, რძისებრი, კრემოვანი, გლუვი, აღმოსავლური, მდგრადი, თბილი, გამჭოლი, ბალზამისებრი, დახვეწილი, ხავერდოვანი ნოტებით) და პუდროვან აკორდს ერწყმის, რათა გრილი მუშკი დააბალანსოს და უნიკალური, კლასიკური ხასიათის სუნამო შემოგვთავაზოს.

Musk Ōtone-ის მოხმარება რეკომენდებულია როგორც სოლო ვერსიით, ასევე — ბრენდის სხვა არომატებთან ერთად, რათა მათ ოდნავ მკვეთრი, გრილი სურნელოვანი მახასიათებლები შემატოს.

ბერგამოტი, გარდენია, ირისი, ვანილი, 

მუშკი, სანდალოზის ხე, 

პუდრისებრი აკორდი, საკმეველი

ბრენდ THOMAS KOSMALA PARIS-ის არომატთა ალქიმია თავად პარფიუმერი თომას კოსმალაა. მისი მოგზაურობა სურნელოვან სამყაროში პარიზში დაიწყო. იქ კლასიკური პარფიუმერიის შესასწავლად ჩავიდა და ნედლი ინგრედიენტების შეზავების განმაცვიფრებლად ახლებური კომბინაციების ემოციურ შესაძლებლობებს გაეცნო.

თომას კოსმალას დამოუკიდებელ ლაბორატორიაში შექმნილი და სრულქმნილი არომატები ოსტატურად აბალანსებს ტრადიციულ და ინოვაციურ მეთოდებს.

პარფიუმერის გამორჩეული ნიჭი ბრენდის ყოველ კოლექციაში ვლინდება: კლასიკური, ნედლი ინგრედიენტების ახლებურად გააზრებით, თომას კოსმალა გამომწვევ, კონცეპტუალურ სურნელოვან პროფილებს გვთავაზობს.