მთავარიშოპისუნამო

MUSK BARREL

MUSK BARREL
MUSK BARREL

Extrait de Parfum

სუნამო

REGALIEN-ის MUSK BARREL მერქნისებრი და ქარვისებრი, მასკულინური ტიპის, უნიკალური ვნების ამსახველი არომატია.

მოცულობა:

Not Chosen

630.00 ₾
აღწერა

MUSK BARREL სუნამოა, რომელიც მშვიდ სითბოს აფრქვევს: პაჩულის მიწისებრი სურნელის მადლითა და ქაშმერანის (ხის, მუშკის სურნელის მქონე სინთეტიკური პარფიუმერული ნედლეული) ხისებრი ნოტებით, არომატული კომპოზიცია მუშკის გამაოგნებელ განზომილებაში აღწევს კულმინაციას. ბაზას კიდევ უფრო ამდიდრებს გუაიას ხე და დახვეწილი ბალზამი, კვამლისებრ საკმეველთან ერთად.

ქარვის ღრუბლის ასოციაციითა და მის დაქვემდებარებაში მყოფი ყველა ზემოთ ჩამოთვლილი აკორდის თანხლებით, MUSK BARREL სიმშვიდის საოცარ შეგრძნებას მოგანიჭებთ.


გამხსნელი ნოტები: კუმინი (ძირა), ზაფრანა, შავი პილპილი

გულის ნოტები: ჟასმინი, ცხრატყავა

საბაზისო ნოტები: ქარვა, პაჩული, ატლასის კედარი, მუშკი, სანდალის ხე (სანდალვუდი: ბუნებრივი პარფიუმერული ნედლეული, რომელიც ხის ფესვების ორთქლზე დისტილაციით მიიღება; ხის, რძისებრი, კრემოვანი, გლუვი, აღმოსავლური, მდგრადი, თბილი, გამჭოლი, ბალზამისებრი, დახვეწილი, ხავერდოვანი ნოტებით)

Alcohol, Parfum, Aqua, Cinnamal, Citral, Citronellol,Coumarin,Eugenol, Limonene, Linalool

არომატული სახლი REGALIEN უნიკალური პარფიუმერული მეთოდებით შექმნილ, არაორდინალური სუნამოების კოლექციებს აერთიანებს.

REGALIEN, თქვენთვის, ახალი სუნთქვაა, თქვენი საყვარელი ადამიანებისთვის კი — მეხსიერების ახალი დეტალი; წარსული ოცნებებისა და დღევანდელი იმედის განსხეულების ელეგანტური საშუალება…

REGALIEN-ის არომატები — ესაა უწყვეტი ბრუნვა სურნელოვან სამყაროში უსასრულო რაოდენობით არსებულ ნოტებს შორის; თითოეული არომატი, კლიშეებისგან გათავისუფლებისა და შემოქმედებითი შეგრძნებისკენ გადადგმული ნაბიჯია, ბროლის ფლაკონებში ფაქიზად მოქცეული სუნთქვა…

REGALIEN გეუბნებათ, ვინ ხართ თქვენ.