Musk
Eau de Parfum
სუნამო
ეს სუნამო მათთვისაა, ვინც დამატყვევებელ მგრძნობიარობას და თბილ, მიმზიდველ ბუნებას ასხივებს. ასეთი ინდივიდები, საკუთარ უკვდავ სილამაზეში, უნიკალურ მომხიბლავობას პოვებენ; გარშემომყოფები კი მათ საიმედო, სანდო და უკიდურესად ემოციურ პიროვნებებად აღიქვამენ…
Not Chosen
Alyssa Ashley-ს სუნამო Musk-ის გამხსნელი ნოტები — ციტრუსი და სიცილიური ბერგამოტი, კომპოზიციის ყვავილოვან გულში ხურდებიან და თქვენი გრძნობების დასაჰიპნოზებლად, ვანილისა და ტონკას მარცვლების შტრიხებით გამოკვეთილ ზამბახისებრ-მუშკისებრ ბაზად გარდაიქმნებიან.
top; Sicilian Bergamot , heart; Jasmin Absolute, Geranium, Rose Absolute, Ylang Ylang , base; Iris Absolute, Vanilla, Tonka Bean, Musk
ALCOHOL DENAT. (ALCOHOL), PARFUM (FRAGRANCE), AQUA (WATER), ALPHA ISOMETHYL IONONE, AMYL CINNAMAL, BENZYL ALCOHOL, BENZYL BENZOATE, BENZYL SALICYLATE, CITRONELLOL, COUMARIN, EUGENOL, GERANIOL, HEXYL CINNAMAL, HYDROXYCITRONELLAL, ISOEUGENOL, LIMONENE, LINALOOL, CI 47005 (D & C YELLOW N° 10).
პარფიუმერული ბრენდი Alyssa Ashley 1969 წელს, იტალიური სიურეალიზმის ყველაზე მნიშვნელოვანი წარმომადგენლის — ენრიკო დონატის ბრწყინვალე გონებაში დაიბადა: სურნელოვანი ოსტატობისადმი მისწრაფება ხელოვანმა მას შემდეგ აღმოაჩინა, რაც ისტორიული ფრანგული პარფიუმერული სახლის — Houbigant-ის უკანასკნელ მემკვიდრეზე იქორწინა: წყვილი ერთმანეთს მალევე დაშორდა, თუმცა დონატის პარფიუმერიისადმი სიყვარული უცვლელი დარჩა, რის გამოც, განქორწინების შემდეგ, კომპანიის შესყიდვა გადაწყვიტა.
Houbigant-ის სურნელოვანი ხაზი — Alyssa Ashley ენრიკო დონატის ქალიშვილს — ალისას მიეძღვნა: მისი იდენტობა კი იმდენად ძლიერი აღმოჩნდა, რომ სულ მალე, დამოუკიდებელ ბრენდად იქცა.
აი, ასე შეიქმნა Alyssa Ashley: ორი დარგის — სახვითი ხელოვნებისა და პარფიუმერული ოსტატობის შერწყმის შედეგად!