მთავარიშოპისუნამო

MUSK

MUSK
MUSK 100 ML + 15 ML

Eau de Parfum

სუნამო

Sillage d’Orient-ის Signature Musk თქვენი სინაზის, გრაციოზულობის დამაგვირგვინებელი შტრიხია, მამაკაცისა და ქალის აღმოსავლური ტიპის შეუდარებელი სუნამო.

მოცულობა:

Not Chosen

690.00 ₾
აღწერა

უდაბნოს ოაზისის მახლობლად შეკრებილ, ქარში მოლივლივე ლამაზ, ახალგაზრდა ნიმფებს, თმებში ყვავილები ჩაეწნათ და აბრეშუმის თეთრი კაბები ემოსათ. ახალგარზდა კაცი ფლეიტაზე უკრავდა და მათ გაზაფხულის პირველი დღის აღსანიშნავ სიმღერას აკომპანიმენტს უწევდა. როდესაც დახვეწილ სუნამოებს იპკურებდნენ, ჰაერი სასიამოვნოდ იჟღინთებოდა ყვავილოვანი ნოტების მდიდრული, გამაგრილებელი სურნელით და მუშკისა და სპეციების ნაზავით.

Sillage d’Orient-ის Signature Musk თქვენი სინაზისა და გრაციოზულობის დამაგვირგვინებელი შტრიხია, აღმოსავლური ტიპის შეუდარებელი სუნამო მამაკაცისა და ქალისთვის.


გამხსნელი ნოტი: მუშკი (მეტად სურნელოვანი ნივთიერება, რომელსაც იღებენ ირმების ოჯახის ამავე სახელწოდების ცხოველის სათესლე ჯირკვლებიდან; იყენებენ პარფიუმერიაში, მედიცინაში)

გულის ნოტები: თეთრი ყვავილები

საბაზისო ნოტები: ქარვა, მუშკი

სუნამოს ძალა მისი შეუცნობელი ხასიათის არომატშია: დახვეწილ ფარჩას ხელით შეეხებით, ხმელთაშუა ზღვის ჰორიზონტს თვალს გააყოლებთ, შეიგრძნობთ, როგორ დნება პირში გემრიელი ფუა გრა, მაგრამ თავბრუდამხვევი, მათრობელა სურნელი, სრულიად მოულოდნელად დაგატყდებათ თავს!

Sillage d’Orient-ის ყოველი არომატის ჩამოსხმა მისტერიის ბოთლში მომწყვდევის რიტუალია, მათი გამოყენება კი ამ იდუმალი ძალის დაუფლების სიმბოლო!

ზოგი მიიჩნევს, რომ იდეალურად კვეთილი ძვირფასი ქვის ძალა მის დამატყვევებელ ბზინვარებაშია, ზოგს კი — მისი ბრწყინვალე ელფერი ნუსხავს.

რა გზითაც არ უნდა გესაუბრებოდეთ ქვა, ის ამას უსიტყვოდ ახერხებს: შეგრძნებებით, ვიბრაციებით, ენერგიით, თქვენს ქვეცნობიერთან იდუმალი კავშირით…

თქვენი შინაგანი ინტუიცია, ძვირფას ქვასთან, როგორც სულიერ მეგობართან, უხილავ ბმას განაპირობებს. სწორედ ამ გამოუთქმელი კავშირის აღმნიშვნელია Sillage d’Orient-ის კოლექცია Signature. მის ყოველ სუნამოში, შესატყვისი სახელის მქონე ქვის მსგავსად, საკუთარი სულის ნაწილს აღმოაჩენთ.

გაიცანით Sillage d’Orient-ის კოლექცია Signature-ის სუნამოები და მიაგენით თქვენი სრულყოფისთვის შექმნილ არომატს!