მთავარიშოპისახის მოვლა

Multi-Active Night Face Cream - Dry Skin

Multi-Active Night Face Cream - Dry Skin

მშრალი კანის მრავალფუნქცური ღამის დამატენიანებელი 2%-იანი ნიაცინამიდის მჟავით და ორგანული ზღვისპირა ლურჯი ნალის ბიო-ექსტრაქტითაა* გაძლიერებულია, რაც დაბერების პირველი ნიშნების აღმოფხვრას ისახავს მიზნად. თვალსაჩინოდ არბილებს ხაზებს, ავიწროებს ფორებს, ხვეწს for Dry, Normal.

მოცულობა:

Not Chosen

263.00 ₾
აღწერა

CLARINS-ის ღამის კრემი Multi-Active დაბერების პირველ ხილულ ნიშნებსა და სტრესის ნეგატიური ზემოქმედებით — ძილის ნაკლებობით, გადაღლილობით, ცხოვრების დაძაბული სტილით გამოწვეულ კანის დაბერებას ებრძვის: „სტრესული დაბერების¹“ (Stress Aging) სახელით ცნობილი მოცემული ფენომენი, კანის დაბერების პროცესს საგრძნობლად აჩქარებს.

მშრალი კანის განმაახლებელი ღამის დამატენიანებლის — Multi-Active-ის ეფექტურ მოქმედებას გაღვიძებისთანავე აღმოაჩენთ: საგრძნობლად ხვეწს და აგლუვებს კომპლექციას, თვალსაჩინოდ აახალგაზრდავებს კანს და აღადგენს ბზინვარებას.

პროდუქტი გაძლიერებულია CLARINS-ის ახალი „კანის დამტენი კომპლექსით“ (Skin Charger Complex): 2%-იანი ნიაცინამიდის მჟავისა და ბრენდის ახალი ექსკლუზიური ინგრედიენტის, ორგანული ზღვისპირა ლურჯი ნალის ბიო-ექსტრაქტის* ბლენდით, რაც ზემოთ აღნიშნული „სტრესული დაბერების“ 8 ნიშანს — წვრილ ხაზებს, ნაოჭებს, გაფართოებულ ფორებს, დეჰიდრატაციას, კანის მოდუნებას, არაერთგვაროვან ელფერს, სიმკვრივის დაკარგვას, გადაღლილობის ნიშნებს აღმოფხვრავს.

ასევე ვიტამინ B3-ის სახელით ცნობილი ნიაცინამიდი, თვალსაჩინოდ აშალაშინებს წვრილ ხაზებს და ხვეწს კანის სტრუქტურას. ორგანული ზღვისპირა ლურჯი ნალის ბიო-ექსტრაქტი* კანს ტენიანობის ბარიერის გაძლიერებაში ეხმარება და დაბერების პირველი ნიშნების გაჩენას ებრძვის. მოცემულ ინგრედიენტთა ერთობლიობა, ე.წ. „სუპერგადატვირთულ კომპლექსს“ წარმოქმნის და კანს მყისიერად ანიჭებს ჯანსაღ ბიზნვარებას, ამავდროულად, კრემის 28-დღიანი² უწყვეტი გამოყენების პირობებში, თვალსაჩინოდ ამცირებს დაბერების ნიშნებს.

დაბერების საწინააღმდეგო ტეტრაპეპტიდები, კანს, ერთი ღამის განმავლობაშიც კი შესამჩნევად განაახლებს, ორგანული კაკაოს* კარაქი კი — კრემის წასმისთანავე ამშვიდებს და ხანგრძლივად კვებავს.

Multi-Active-ის ხავერდოვანი, დამატენიანებელი სტრუქტურა გაჟღენთილია ანთების ჩამაცხრობელი, დამამშვიდებელი სურნელით — ბერგამოტის, ვარდის, ჟასმინის, სუმბულის (იგივე ჰიაცინტი: შროშანისებრთა ოჯახის მრავალწლოვანი ბოლქვიანი მცენარე), ორისის (ზამბახის აკორდი), მუშკის (მეტად სურნელოვანი ნივთიერება, რომელსაც იღებენ ირმების ოჯახის ამავე სახელწოდების ცხოველის სათესლე ჯირკვლებიდან; იყენებენ პარფიუმერიაში, მედიცინაში), კედარის ხისა და ქარვის ნოტებით, რათა ღამით კარგად გამოძინებაში დაგეხმაროთ.

¹კანის დაბერების მაპროვოცირებელი ფენომენი, რომელიც გამოწვეულია ცხოვრების დაძაბული სტილის თანმხლები სტრესით.

²მომხმარებელთა ტესტი: პროდუქტი შემოქმებულია 109 ქალზე, 28 დღის განმავლობაში.

*პროდუქტის შემცველობაში არსებული ორგანული ინგრედიენტები წარმოებულია ევროპული რეგულაციების თანახმად (CE 2018/848).

ინოვაცია და მცენარეული ექსპერტიზა

CLARINS-მა კანზე ცხოვრების დაძაბული სტილის ნეგატიური ზეგავლენა, ე.წ. „სტრესული დაბერების“ ფენომენი¹ გამოიკვლია: 30 წელზე მეტხნიანი კვლევების შედეგებზე დაყრდნობით, Multi-Active-ის ფორმულები უახლეს ბოტანიკურ და მეცნიერულ ინოვაციებს შეიცავს, დაბერების ბუნებრივი პროცესების ხილული ნიშნებისა და სტრესის მიერ კანის დამაზიანებელი შედეგების აღმოსაფხვრელად.

Smooth over clean face and neck each evening. Apply with gentle press-and-release movements, avoiding the eye contour area. Work downward, over neck and décolleté.

AQUA/WATER/EAU. DICAPRYLYL CARBONATE. BETAINE. CETEARYL ISONONANOATE. GLYCERIN. CETEARYL ALCOHOL. SUCROSE POLYSTEARATE. NIACINAMIDE. THEOBROMA CACAO (COCOA) SEED BUTTER. CETEARYL GLUCOSIDE. SODIUM STEAROYL GLUTAMATE. PARFUM/FRAGRANCE. PROPYLENE GLYCOL. CETYL PALMITATE. CARBOMER. CAPRYLYL GLYCOL. HYDROXYACETOPHENONE. CHLORPHENESIN. TOCOPHERYL ACETATE. BUTYLENE GLYCOL. DISODIUM EDTA. CAPRYLIC/CAPRIC TRIGLYCERIDE. ERYNGIUM MARITIMUM EXTRACT. MARRUBIUM VULGARE EXTRACT. PHENETHYL ALCOHOL. FURCELLARIA LUMBRICALIS EXTRACT. TOCOPHEROL. ARBUTUS UNEDO FRUIT EXTRACT. LAPSANA COMMUNIS FLOWER/LEAF/STEM EXTRACT. MARIS SAL/SEA SALT/SEL MARIN. ACETYL TETRAPEPTIDE-2. DEXTRAN. [v4301A]

*For information purposes only. As all products are subject to change, please also consult the list of ingredients on the packaging of the product you receive.

ბუნებით შთაგონებული. ინოვაციური ფორმულები. სილამაზეზე ზრუნვა სრული პასუხისმგებლობით.

70+  წლიანი კანის ექსპერტების გამოცდილება

ბრენდის ავთენტური ოსტატობა დაიბადა Clarins-ის ინსტიტუტში და გადაეცა მომდევნო თაობებს. ამ უნიკალურმა მემკვიდრეობამ Clarins-ის ინსტიტუტი აქცია ევროპის ლიდერად კანის პრემიუმ მოვლის სფეროში*და კანის მოვლის წამყვან ექსპერტად  მთელ მსოფლიოში. 70 წლის განმავლობაში ბრენდის ფილოსოფია არ შეცვლილა: ყოველთვის ყურადღებით ვუსმენთ მომხმარებლებს და მუდმივად ვვითარდებით. ჩვენ ვეყრდნობით მცენარეულ და უახლეს ინოვაციურ ფორმულებს, ვზრუნავთ კანზე 24/7 ყველა ასაკისთვის, კანის ტიპისთვის და საჭიროებებისთვის: წვრილი ხაზები, ნაოჭები, დაღლილობის კვალი, კანის მოდუნება და პიგმენტური ლაქები. ჩვენი მაკიაჟის საშუალებები ასევე შექმნილია  კანის მოვლის მიდგომის გათვალისწინებით. თითოეული საშუალების საფუძვლად არის Clarins-ის ორმაგი ეფექტურობა: ერთის მხრივ უნიკალური ტექსტურების, საგულდაგულოდ შემუშავებული ფერების და მრავალფეროვანი დაფარვის მომენტალური შედეგი. მეორეს მხრივ კანის გრძელვადიანი უპირატესობები - მცენარეული ექსტრაქტებით გამდიდრებული სათუთად შერჩეული ფორმულების წყალობით კანის მდგომარეობის გასაუმჯობესებლად და დეკორატიული საშუალებების ყოველდღიური გამოყენებისთვის.

*წყარო NPD BeautyTrends®, Europe 5 (საფრანგეთი, გერმანია, გაერთიანებული სამეფო, იტალია, ესპანეთი), კანის მოვლის სელექტიური ბაზარი (პროდუქცია, რომელიც იყიდება პარფიუმერულ მაღაზიებში და სავაჭრო ცენტრებში)  პროდუქცია ღირებულებით (€), ჯამური პერიოდი 3 იანვრიდან 2022 წლის, 1 იანვრამდე 2023 წლის.