Multi-Active Glow Serum
ორფაზოვანი შრატი კომბინირებული, მშრალი, ნორმალური და ცხიმიანი კანისთვის, რომელიც, თქვენს კომპლექციას, დღითიღე, ამშვიდებს, ათანაბრებს და აბრწყინებს.
Not Chosen
გაიცანით Clarins-ის შრატი Multi-Active Glow Serum, კომბინირებული მოქმედებით — კანის ტექსტურის გამათანაბრებელი და ბრწყინვალების გამაძლიერებელი ეფექტით! მისი ფორმულა, სტაბილიზებული C ვიტამინის შემცველობით, ბრწყინვალებასა და გაერთგვაროვნებაზე მუშაობს, გლიკოლის ალფა ჰიდროქსი მჟავას შემცველობით კი — ტექსტურის გაუმჯობესებას უზრუნველყოფს. მოცემული ინგრედიენტების ეფექტიანობას, ორგანული აცეროლას (იგივე ბარბადოსის ალუბალი) თესლის ექსტრაქტიც აძლიერებს და დროთა განმავლობაში, ბრწყინვალების გაუმჯობესებას უწყობს ხელს.
Multi-Active Glow Serum-ის გამოყენებისას, კანი, ტენიანობას, 24 საათის განმავლობაში* ინარჩუნებს.
ამ პროდუქტის უმთავრესი უპირატესობა, უნიკალური, ულტრასენსორული ფორმულაა, რომელიც, გააქტიურებისას, ვარდისფერ მიკრონაწილაკებად გარდაიქმნება.
გაითვალისწინეთ, რომ შრატში შემავალი ალფა ჰიდროქსი მჟავა, ზოგჯერ, კანის მგრძნობიარობას აძლიერებს და შესაძლებელია, მზის დამწვრობაც გამოიწვიოს: როგორც Multi-Active Glow Serum-ის გამოყენების პერიოდში, ასევე, გამოყენების დასრულებიდან 1 კვირის განმავლობაში, რეკმენდებულია, დღის საათებში, მზეს მოერიდოთ და დამცავი კრემი ისვათ.
*მონაცემები ეყრდნობა 30 ქალზე წარმოებული კლინიკური კვლევის შედეგებს
ინოვაცია და მცენარეული ექსპერტიზა:
Clarins-ის კვლევითმა ცენტრმა, ეს ტრანსფორმაციული შრატი, 30-წლოვანი ბოტანიკური და მეცნიერული ექსპერტიზის საფუძველზე წარმოგვიდგინა. Multi-Active Glow Serum, სენსაციურ ორფაზოვან ტექნოლოგიას ეყრდნობა, რომელიც, ამ დრომდე შეუთავსებელ, 2 მძლავრ აქტიურ მოლეკულას აერთიანებს. ზეთში ხსნადი C ვიტამინი და წყალში ხსნადი ალფა ჰიდროქსი მჟავა, შრატის ფლაკონში, სუსპენზიის ფორმით — 2 განცალკევებული ფენის სახითაა მოთავსებული, რაც, პირველივე გამოყენებისას, თვალსაჩინო ეფექტს უზრუნველყოფს.
სასარგებლო თვისებები:
Multi-Active Glow Serum-ის კლინიკურად დადასტურებული ეფექტი, გამოყენებისთანავე:
- კანის ბრწყინვალება, 27%-ით* ძლიერდება
- კანის სიგლუვე, 30%-ით* უმჯობესდება
- კანის ელფერი, 21%-ით* თანაბრდება
Multi-Active Glow Serum-ის კლინიკურად დადასტურებული ეფექტი, 1-თვიანი უწყვეტი მოხმარების პირობებში:
- კანის ბრწყინვალება, 45%-ით** ძლიერდება
- კანის სიგლუვე, 43%-ით** უმჯობესდება
- კანის ელფერი, 31%-ით** თანაბრდება
*მონაცემები ეყრდნობა შრატის გამოყენებისთანავე, 32 ქალზე წარმოებული კლინიკური კვლევის შედეგებს
**მონაცემები ეყრდნობა შრატის 28-დღიანი უწყვეტი მოხმარების შემდგომ, 30 ქალზე წარმოებული კლინიკური კვლევის შედეგებს
Multi-Active Glow Serum-ის კლინიკურად დადასტურებული ეფექტი, გამოყენებისთანავე:
- კანის ბრწყინვალება, 27%-ით* ძლიერდება
- კანის სიგლუვე, 30%-ით* უმჯობესდება
- კანის ელფერი, 21%-ით* თანაბრდება
Multi-Active Glow Serum-ის კლინიკურად დადასტურებული ეფექტი, 1-თვიანი უწყვეტი მოხმარების პირობებში:
- კანის ბრწყინვალება, 45%-ით** ძლიერდება
- კანის სიგლუვე, 43%-ით** უმჯობესდება
- კანის ელფერი, 31%-ით** თანაბრდება
*მონაცემები ეყრდნობა შრატის გამოყენებისთანავე, 32 ქალზე წარმოებული კლინიკური კვლევის შედეგებს
**მონაცემები ეყრდნობა შრატის 28-დღიანი უწყვეტი მოხმარების შემდგომ, 30 ქალზე წარმოებული კლინიკური კვლევის შედეგებს
AQUA/WATER/EAU. HEXYL LAURATE. PROPANEDIOL. GLYCERIN. 1,2-HEXANEDIOL. GLYCOLIC ACID. SODIUM
CHLORIDE. ASCORBYL TETRAISOPALMITATE. SODIUM HYDROXIDE. XANTHAN GUM. BUTYLENE GLYCOL. CHLORPHENESIN.
PARFUM/FRAGRANCE. DISODIUM EDTA. SODIUM GLYCOLATE. LINALYL ACETATE. MALPIGHIA EMARGINATA (ACEROLA) SEED
EXTRACT. CI 14700/RED 4. [V4557A]
შეანჯღრიეთ ფლაკონი გამოყენებამდე და გადაინაწილეთ შრატი სახეზე და ყელზე, მოარიდეთ თვალებს და ტუჩებს.
შრატის გამოყენების პერიოდში და გამოყენების დასრულებიდან 1 კვირის განმავლობაში, მოერიდეთ მზეს; დღის საათებში კი მზისგან დამცავი კრემი წაისვით.
ბუნებით შთაგონებული. ინოვაციური ფორმულები. სილამაზეზე ზრუნვა სრული პასუხისმგებლობით.
70+ წლიანი კანის ექსპერტების გამოცდილება
ბრენდის ავთენტური ოსტატობა დაიბადა Clarins-ის ინსტიტუტში და გადაეცა მომდევნო თაობებს. ამ უნიკალურმა მემკვიდრეობამ Clarins-ის ინსტიტუტი აქცია ევროპის ლიდერად კანის პრემიუმ მოვლის სფეროში*და კანის მოვლის წამყვან ექსპერტად მთელ მსოფლიოში. 70 წლის განმავლობაში ბრენდის ფილოსოფია არ შეცვლილა: ყოველთვის ყურადღებით ვუსმენთ მომხმარებლებს და მუდმივად ვვითარდებით. ჩვენ ვეყრდნობით მცენარეულ და უახლეს ინოვაციურ ფორმულებს, ვზრუნავთ კანზე 24/7 ყველა ასაკისთვის, კანის ტიპისთვის და საჭიროებებისთვის: წვრილი ხაზები, ნაოჭები, დაღლილობის კვალი, კანის მოდუნება და პიგმენტური ლაქები. ჩვენი მაკიაჟის საშუალებები ასევე შექმნილია კანის მოვლის მიდგომის გათვალისწინებით. თითოეული საშუალების საფუძვლად არის Clarins-ის ორმაგი ეფექტურობა: ერთის მხრივ უნიკალური ტექსტურების, საგულდაგულოდ შემუშავებული ფერების და მრავალფეროვანი დაფარვის მომენტალური შედეგი. მეორეს მხრივ კანის გრძელვადიანი უპირატესობები - მცენარეული ექსტრაქტებით გამდიდრებული სათუთად შერჩეული ფორმულების წყალობით კანის მდგომარეობის გასაუმჯობესებლად და დეკორატიული საშუალებების ყოველდღიური გამოყენებისთვის.
*წყარო NPD BeautyTrends®, Europe 5 (საფრანგეთი, გერმანია, გაერთიანებული სამეფო, იტალია, ესპანეთი), კანის მოვლის სელექტიური ბაზარი (პროდუქცია, რომელიც იყიდება პარფიუმერულ მაღაზიებში და სავაჭრო ცენტრებში) პროდუქცია ღირებულებით (€), ჯამური პერიოდი 3 იანვრიდან 2022 წლის, 1 იანვრამდე 2023 წლის.