მთავარიშოპისახის მოვლა

Multi-Active Day Line Smoothing Dry Skin

Multi-Active Day Line Smoothing Dry Skin

ერთგვაროვნების მომნიჭებელი და ბზინვარების გამაძლიერებელი კრემი მდიდრული, კომფორტული სტრუქტურით: შეიცავს ნიაცინამიდის მჟავას და ზღვისპირა ლურჯი ნალის ექსტრაქტს. for Dry

მოცულობა:

Not Chosen

246.00 ₾
აღწერა

ყოველდღიური ცხოვრების ინტენსიურ რეჟიმში, კანი ენერგიის და ბარიერის შენარჩუნებას საჭიროებს. CLARINS-ის მდიდრული, ერთგვაროვნების მომნიჭებელი და ბზინვარების გამაძლიერებელი კრემის 93% ბუნებრივი ინგრედიენტებია, პროდუქტის ფორმულა კი უახლეს ტექნოლოგიას ეყრდნობა:

— „კანის დამტენი კომპლექსი“ (Skin Charger Complex): ზღვისპირა ლურჯი ნალის ექსტრაქტთან კომბინირებული ნიაცინამიდი — მძლავრი დუეტია, რომელიც დაბერების პირველ შესამჩნევ ნიშნებს ებრძვის, კანის ბარიერის ფუნქციასა და ბზინვარებას აძლიერებს და კომპლექციას ახალგაზრდულ იერსახეს უნარჩუნებს.

— კანის გამაცოცხლებელი გოქშოს (ორწლოვანი, იშვიათად — მრავალწლოვანი ბალახი) ექსტრაქტი: განთქმულია ენერგიის მომნიჭებელი თვისებით.

— გარგრის ზეთი: კანს ამშვიდებს.

— ხემარწყვას ექსტრაქტი: ავიწროებს ფორებს და საგრძნობლად აუმჯობესებს სტრუქტურას.

Multi-Active-ის გამოყენების შედეგად, კანი ენერგიული, ერთგვაროვანი, დატენიანებული და დამშვიდებული ხდება; უმჯობესდება ზოგადი სტრუქტურა, კომპლექცია კი ბზინვარებას აღიდგენს.

Smooth skin. Refined texture. Boosted radiance. Nourished skin. Clarins Anti-Pollution Complex

AQUA/WATER/EAU. CAPRYLIC/CAPRIC TRIGLYCERIDE. BETAINE. PROPANEDIOL. DICAPRYLYL CARBONATE. CETEARYL ALCOHOL. HYDROGENATED COCO-GLYCERIDES. NIACINAMIDE. PRUNUS ARMENIACA (APRICOT) KERNEL OIL. GLYCERIN. GLYCERYL STEARATE. PEG-100 STEARATE. CETEARYL GLUCOSIDE. HYDROXYETHYL ACRYLATE/SODIUM ACRYLOYLDIMETHYL TAURATE COPOLYMER. PROPYLENE GLYCOL. DIMETHICONE. PARFUM/FRAGRANCE. STEARETH-21. CAPRYLYL GLYCOL. CELLULOSE. MICA. CI 77891/TITANIUM DIOXIDE. ETHYLHEXYLGLYCERIN. TOCOPHERYL ACETATE. DISODIUM EDTA. POTASSIUM SORBATE. POLYSORBATE 60. SORBITAN ISOSTEARATE. BUTYLENE GLYCOL. CITRIC ACID. ERYNGIUM MARITIMUM EXTRACT. MARRUBIUM VULGARE EXTRACT. DIPSACUS SYLVESTRIS EXTRACT. PHENETHYL ALCOHOL. FURCELLARIA LUMBRICALIS EXTRACT. SODIUM CITRATE. ARBUTUS UNEDO FRUIT EXTRACT. TOCOPHEROL. LAPSANA COMMUNIS FLOWER/LEAF/STEM EXTRACT. MARIS SAL/SEA SALT/SEL MARIN. CI 17200/RED 33. [v4300A]

გამოყენების წესი

წაისვით კრემი სუფთა კანზე, თითების ნაზი დაჭერით, რათა ხელი შეუწყოთ დრენაჟს და კანის ბზინვარებას. რუტინის სრულყოფისთვის, ყოველ საღამოს, ღამის კრემიც გამოიყენეთ.

ბუნებით შთაგონებული. ინოვაციური ფორმულები. სილამაზეზე ზრუნვა სრული პასუხისმგებლობით.

70+  წლიანი კანის ექსპერტების გამოცდილება

ბრენდის ავთენტური ოსტატობა დაიბადა Clarins-ის ინსტიტუტში და გადაეცა მომდევნო თაობებს. ამ უნიკალურმა მემკვიდრეობამ Clarins-ის ინსტიტუტი აქცია ევროპის ლიდერად კანის პრემიუმ მოვლის სფეროში*და კანის მოვლის წამყვან ექსპერტად  მთელ მსოფლიოში. 70 წლის განმავლობაში ბრენდის ფილოსოფია არ შეცვლილა: ყოველთვის ყურადღებით ვუსმენთ მომხმარებლებს და მუდმივად ვვითარდებით. ჩვენ ვეყრდნობით მცენარეულ და უახლეს ინოვაციურ ფორმულებს, ვზრუნავთ კანზე 24/7 ყველა ასაკისთვის, კანის ტიპისთვის და საჭიროებებისთვის: წვრილი ხაზები, ნაოჭები, დაღლილობის კვალი, კანის მოდუნება და პიგმენტური ლაქები. ჩვენი მაკიაჟის საშუალებები ასევე შექმნილია  კანის მოვლის მიდგომის გათვალისწინებით. თითოეული საშუალების საფუძვლად არის Clarins-ის ორმაგი ეფექტურობა: ერთის მხრივ უნიკალური ტექსტურების, საგულდაგულოდ შემუშავებული ფერების და მრავალფეროვანი დაფარვის მომენტალური შედეგი. მეორეს მხრივ კანის გრძელვადიანი უპირატესობები - მცენარეული ექსტრაქტებით გამდიდრებული სათუთად შერჩეული ფორმულების წყალობით კანის მდგომარეობის გასაუმჯობესებლად და დეკორატიული საშუალებების ყოველდღიური გამოყენებისთვის.

*წყარო NPD BeautyTrends®, Europe 5 (საფრანგეთი, გერმანია, გაერთიანებული სამეფო, იტალია, ესპანეთი), კანის მოვლის სელექტიური ბაზარი (პროდუქცია, რომელიც იყიდება პარფიუმერულ მაღაზიებში და სავაჭრო ცენტრებში)  პროდუქცია ღირებულებით (€), ჯამური პერიოდი 3 იანვრიდან 2022 წლის, 1 იანვრამდე 2023 წლის.