MOOREA
Eau de Parfum Intense
სუნამო
მარილსა და ლაიმს შორის არსებული გამაგრილებელი სურნელით და ნეროლის სინათლით, SIMONE ANDREOLI-ს Moorea თავისუფლებას, რუტინისათვის თავის არიდების გამოხატვაა.
Not Chosen
არომატის ტიპი: ყვავილოვანი, ზღვის სურნელით
ძირითადი ნოტები: ლაიმი, მარილი, ნეროლი (მწარე ფორთოხლის ყვავილის ეთერზეთი — ორთქლზე დისტილაციის გზით მიღებული ნატურალური პარფიუმერული ნედლეული ტკბილი, თაფლისებრი, ყვავილოვანი, გამაგრილებელი, ძლიერი, ციტრუსოვანი, მწვანე აკორდებით), ტიარი (რეპროდუქციული პარფიუმერული აკორდი ეგზოტიკური, მაჰიპნოზირებელი, ტკბილი, ნაზი ხასიათით, გარდენიას და ტუბეროზას სურნელით), ილანგ ილანგი, სველი მერქნები
არომატის შთაგონება
ყოველდღიურობის ეიფორიისგან შორს, ფრანგულ პოლინეზიაში მოგზაურობისას განცდილი სიმსუბუქე:
მარილსა და ლაიმს შორის არსებული გამაგრილებელი სურნელით და ნეროლის სინათლით, SIMONE ANDREOLI-ს Moorea თავისუფლებას, რუტინისათვის თავის არიდების გამოხატვაა.
ეგზოტიკური ნახევატრონებით გამდიდრებული სუნამოს ყვავილოვან არომატს ტიარის და ილანგ ილანგის ძვირფასი თაიგული ინტენსიურობას და მიზიდულობის ძალას ანიჭებს.
(ფრანგული პოლინეზიის კუნძული მურეა) Moorea-ს დღიური
ზღვის ხმა ფიქრების მასპინძელია, ბრიზის მიერ ნაპირზე მონაბერი მოგონებების მოწმე.
ხანდახან, ზღვის მოქცევასთან ერთად, ტალღების ზედაპირზე ჩაძირული შეგრძნებებიც ამოტივტივდება და ჩვენს გონებას კანზე შერჩენილი მარილივით ელამუნება.
ქვიშის ყოველი მარცვალი უფსკრულიდან აღზევებულა და კვლავაც კაშკაშებს.
მზის ნათელი სხივი ჩემს სულში ხელახლა დაბადების თავს წერს, ცისა და ზღვის ჰორიზონტი კი — უსასრულო ლურჯს ერწყმის.
მზე ნელა ჩადის შენს კობალტისფერ ლურჯ თვალებში და შენს კანს კოცნით მოეფინება.
წყლის ზედაპირზე მოლიცლიცე სინათლე ხარ, დაცარიელებულ სანაპიროს ასხივოსნებ და ვეღარ გამიგია, შენს სილამაზეს ვაკვირდები თუ მის ყველაზე დაფარულ არსს ვაცნობიერებ. ზედმეტი არაფერი გვინდა: საკმარისია ღიმილი, რათა მისმა ფერებმა ჩვენი ფიქრები აამჩატოს.
თავისუფლების სული ხმამაღალია, მხიარულად ყვირის და თავქარიანი სურნელი აქვს. ამ არომატს შენს საყვარელ თეთრ ყვავილებთან ერთად ატარებ. მისი ფურცლების ნათელი, ნარკოტიკული სურნელი შენი გარემომცველია აბაზანის მიღებისას.
თმებში ტიარის ყვავილი (ტაიტური გარდენია) ჩაიბნიე და ნურც ნარცისს დაივიწყებ, შენს შინაგან ბაღთან რომ გაკავშირებს — საყვარელ მიწასთან, რომელსაც ფიქრებით მუდამ თან დაატარებ. შენს კანს ვნებამორეულ ვუალად გარდაქმნი და თავად ხდები მაგნიტური არსი, კუნძულ მურეას სანაპიროებზე მოსეირნე მაჰიპნოზირებელი აურა.
არ შეგვიძლია, არ შევისუნთქოთ უკიდეგანო სივრციდან მონაბერი ნიავი და არ აღვფრთოვანდეთ იმ იდეალური პორტრეტით, რომლის ნაწილიც თავად ვიყავით, პატარა ყურეში.
უბრალოდ, დარჩი.
ცაცხვი, მარილი, ნეროლი, ტიარე, ილანგ-ილანგი, სველი ტყე.
Alcohol, Parfum (Limonene, linalol, Hydroxycitronellal, Benzyl salicylate, coumarin, citronellol, cinnamyl alcohol, benzyl benzoate, geraniol, eugenol, citral, farnesol, Isoeugenol, Benzyl alcohol), Aqua, diethyl phthalate.
SIMONE ANDREOLI-ს სუნამოები წიგნის ფურცლებს ჰგავს, რომლებიც გვესაუბრებიან და თავიანთ არომატებთან ერთად, სხვადასხვა მიმართულებით — ჩვენი მოგონებების შინაგანი არქივისკენ მიგვიძღვიან. სურნელოვანი გამოცდილება კანს მიღმა აღწევს და მსოფლიოს შორეულ კუთხეებში მოგზაურობების აღწერად გარდაიქმნება.
სუნამო — მთავარი პერსონაჟია, იმ ამბების მთხრობელი, მოგონებებში ჩაქსოვილ ნაწერებსა და სურნელში რომ დნებიან; ნაწარმოების გმირი, რომელიც წარმოსახვითი სამაყაროსკენ მიგვიძღვის, იქ, სადაც მატერია იმღვრევა და წარსულში, მივიწყებულ სანაპიროებზე ან ვოლსტრიტის გადატვირთულ ტრაფიკში გვაბრუნებს…
მოგზაურობა აღარაა უბრალო გზა დანიშნულების გარკვეულ ადგილამდე, ის, ახლა, თვითანალიზი, ძიება და გაცნობიერებაა. ჩვენც, სურნელით გაჟღენთილები, ყველაზე რთულ, იდუმალ მიმართულებას ვირჩევთ — გზას საკუთარი შინაგანი სამყაროს აღმოჩენისკენ. ჩვენი პროდუქტიული რწმენა ფუნდამენტურ პრინციპს — მოკვლევას ემყარება.
ბრენდის წარმომადგენლები SIMONE ANDREOLI-ს სამუშაო პროცესების შესახებ:
„ჩვენი სუნამოების წარმოებაში გამოყენებული ნედლეული ხარისხის მკაცრი სტანდარტების დაცვითაა შერჩეული, რათა მომხმარებლებს უკომპრომისოდ საუკეთესო პროდუქცია შევთავაზოთ. გვიყვარს სუნამოების შექმნა პარფიუმერიის ორიგინალური მეთოდების გამოყენებით, რათა მოდის ცვლილება არ შეეხოთ. ჩვენი არომატები ექსკლუზიურად ეხმარება ყველას ინდივიდუალური სტილის მიგნებაში და ხელს უწყობს, დისტანცირდნენ ყოველივე კონვენციურისა თუ სდანდარტულისგან.
დაუღალავად ვშრომობთ მათთვის, ვისაც სურს, გამორჩეულად, დახვეწილად და ექსპერიმენტის მაძიებლად იგრძნოს თავი. სუნამოს თვითგამოხატვის ხელსაწყოს პრონციპით ვიყენებთ, როგორც შინაგანი სამყაროსა და შემოქმედებითი სულის დანამატს. ჩვენი მიზანია, მოვახდინოთ თვით-იდენტიფიკაცია, როგორც მსოფლიოს ურბანულმა ინდივიდებმა.“