Moonlight Bloom
Eau de Parfum
სუნამო
Christina Aguilera-ს Moonlight Bloom, ვარსკვლავის სილამაზის, თავდაჯერების და შემოქმედებითი ენერგიის განსხეულებაა, რომელიც კულმინაციას მთვარის საბურველის ქვეშ აღწევს.
Not Chosen
გაიფურჩქნეთ შუაღამისას: ქრისტინა სწორედ ღამით ცოცხლდება, მთვარის ჯადოსნობით აყვავებულ იდუმალების დამატყვევებელ ჰაერთან ერთად. შეეხეთ ღამის ყვავილების სურნელის მაცდურ ძალას და განასახიერეთ ქრისტინას ოდა სილამაზისადმი, მისი თავდაჯერება და შემოქმედებით ენერგია, რომელიც კულმინაციას შუაღამის შემდეგ აღწევს.
არომატის მკაფიო სურნელი, ბუნებრივად მუქი, სხეულიანი ხილისა და ღამის პროვოკაციული ყვავილების ღრმად მდიდრულ ნაზავში შეგიტყუებთ. მსუყე პირველ შთაბეჭდილებას ახდენენ მარგალიტისფერი ქლიავის, შავი მოცხარისა და ხავერდოვანი გეორგინას გამხსნელი ნოტები, გულის ტკბილი ნოტები კი — ღამის ჟასმინის, შინდისფერი ვარდისა და ნარცისის ნოტების რომანტიკული კოცნით გვეგებებიან.
სუნამოს თბილ კომპლექსურობას მატებს მძაფრი ამბრეტი (ამბრეტი: ბუნებრივი მუშკი), კრემოვანი სანდალის ხე (სანდალვუდი / სანდალის ხე: ბუნებრივი პარფიუმერული ნედლეული, რომელიც ხის ფესვების ორთქლზე დისტილაციით მიიღება; ხის, რძისებრი, კრემოვანი, გლუვი, აღმოსავლური, მდგრადი, თბილი, გამჭოლი, ბალზამისებრი, დახვეწილი, ხავერდოვანი ნოტებით) კი — მუშკის (მუშკი: მეტად სურნელოვანი ნივთიერება, რომელსაც იღებენ ირმების ოჯახის ამავე სახელწოდების ცხოველის სათესლე ჯირკვლებიდან; იყენებენ პარფიუმერიაში, მედიცინაში) გამჭვირვალე ნოტებს ერწყმის და ჯადოსნობის და მისტერიის მგრძნობიარე, გამყოლ კვალს ტოვებს.
Top notes: Pearl Plum, Black Currant, Velvet Dahlia;
Heart notes: Night-Blooming Jasmine, Burgundy Rose, Narcissus Kiss;
Base notes: Dark Ambrette Seed, Transparent Musk, Creamy Sandalwood
Alcohol Denat. Aqua/Water/Eau, Parfum (Fragrance), Benzyl Alcohol, Benzyl Salicylate, Cinnamyl Alcohol, Citronellol, Geraniol, Hydroxycitronellal, Limonene, Linalool. B01790
ამერიკელი კომპოზიტორი და შემსრულებელი — ქრისტინა აგილერა, მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური და მოთხოვნადი ვარსკვლავური პარფიუმერული ფრანჩიზის მფლობელია: Christina Aguilera მსოფლიოს 20 ქვეყანაში იყიდება, მათ შორის, გერმანიაში კი, ყველაზე მოთხოვნად ვარსკვლავურ ბრენდს წარმოადგენს.
Christina Aguilera-ს პარფიუმერული სახლი, 2007 წლიდან, დამატყვევებელ სუნამოებს ქმნის, რომლებიც ქალების მოტივაციას ემსახურება და ფემინურობასა და სიძლიერეს მიაგებს ოდას.
შეაბიჯეთ ქრისტინა აგილერას ინტიმურ სურნელოვან სამყაროში და აღმოაჩინეთ არომატები, რომლებიც მის ვარსკვლავურ ძალას, თავდაჯერებასა და მგრძნობიარობას ასხივებენ. მისი კოლექციის ყოველი პროდუქტი იმ თანამედროვე ქალის ყოველდღიური თანმხლებია, რომელსაც სურს, საკუთარ ცხოვრებას გლამურის მცირე დოზა შემატოს, ახალ სოციუმში ინტეგრაციას კი არასოდეს უშინდება.