მთავარიშოპისუნამო

MOLECULE 05

MOLECULE 05

Eau de Toilette

სუნამო

გაამდიდრეთ სურნელოვანი კოლექცია Escentric Molecules-ის მრავალმხრივი, დამატყვევებელი არომატით — Molecule 05; შეეგებეთ პარფიუმერული ნოტების უნიკალურ ნაზავს და დაჰყევით მის ნებას, თქვენი პიროვნული შტრიხების დამაგვრიგვინებლად იქცეს!

მოცულობა:

Not Chosen

432.00 ₾
აღწერა

ჩაიძირეთ Escentric Molecules-ის მიმზიდველ სამყაროში: 100-მლ-იანი შეფუთვით წარმოდგენილი 2000 წლის სუნამო — Molecule 05, მართლაც, არომატული აღმოჩენაა, რომელიც სრულად ანგრევს პარფიუმერიის კონვენციურ საზღვრებს: როგორც მამაკაცების, ასევე — ქალების ყნოსვით პრეფერენციებს პასუხობს და ჭეშმარიტად უნისექსური ხასიათით გვაჯადოებს.

მერქნოვან-არომატული კომპოზიცია, ხრაშუნა და მიწიერი ნოტების დამაინტრიგებელ ბალანსს ეყრდნობა. მის სურნელს, მისტერიის მაცდური აურით მოიცავს მდიდრული, პუდროვანი ნახევარტონები; საკვანძო ინგრედიენტი — ქაშმერანი (სინთეტიკური პარფიუმერული ინგრედიენტი მერქნოვან-მუშკისებრი სურნელით) კი, მათრობელა სითბოთი აღავსებს და უნიკალურ, დაუვიწყარ ნაზავს აყალიბებს.

დღის საათებისთვის განკუთვნილი Molecule 05, იდეალურად ერწყმის დინამიკური ცხოვრების წესს: ხრაშუნა, მიწიერი ტონებით, მთელი დღის განმავლობაში, გამაგრილებელ და გამამხნევებელ შეგრძნებებს უზრუნველყოფს და ბიზნეს-შეხვედრასა თუ მორიგ ბრანჩზე, ყოველთვის, ეფექტური შთაბეჭდილების მოხდენაში გეხმარებათ.

ამ შთამბეჭდავი კომპოზიციის არომატული სახლი, პარფიუმერიისადმი ინოვაციური მიდგომებითაა განთქმული: Escentric Molecules-ის ქმნილებები, არა, უბრალო სუნამოები, არამედ — ყნოსვითი განცდებია, ემოციებსა და მოგონებებს რომ გამოაღვიძებს და არომატის ტარების აქტს, სიღრმისეულ პერსონალურ მოგზაურობად გარდაქმნის.

ქაშმერანი (სინთეტიკური პარფიუმერული ინგრედიენტი მერქნოვან-მუშკისებრი სურნელით)

Alcohol denat, Parfum (fragrance), Aqua (water)

Escentric Molecules - ნიშ ბრენდი, რომელიც 2006 წელს დააარსა გეზა შოენმა. ბრენდის შექმნა უკავშრიდება არომა-მოლეკულას - Iso E Super, რომელიც ბუნებაში არ არსებობს. ის 1973 წელს შექმნეს IFF -ის ლაბორატორიაში, თუმცა მსოფლიო პარფიუმერიისთვის უცნობი იყო Escentric Molecules -ის გამოჩენამდე. ბრენდის მთავარი იდეაა გამოკვეთოს ინდივიდუალური არომატის მოლეკულების სილამაზე, რომლებიც ხშირად ტრადიციული სუნამოების ფონის შესაქმნელად გამოიყენება. Escentric Molecules -მა ყურადრება მიიპყრო თავისი რევოლუციური სუნამოებით "Molecule 01" და "Escentric 01", რომელთა ბაზაც სინთეზური არომატული მოლეკულა, Iso E Super-ია. "Molecule 01" მთლიანად შედგება Iso E Super-ისგან. ის ერგება მფლობელის ბუნებრივ ფერომონებს და ქმნის ნაზ, ხავერდოვან აურას, რომელიც ერთდროულად არის ინტიმური და მაცდუნებელი. ამის საპირისპიროდ, "Escentric 01" აერთიანებს Iso E Super-ს სხვა ინგრედიენტებთან, რათა შექმნას უფრო კომპლექსური და ვიბრაციული სურნელი. ინოვაციურმა მიდგომამ ბრენდს პოპულაობა მოუტანა სუნამოს ენთუზიასტებში, რომლებიც არატრადიციულ და ახალ ტექნიკებს ანიჭებენ უპირატესობას. Escentric Molecules აგრძელებს მოლეკულური პარფიუმერიის ხელოვნების კვლევას და მომხმარებლებს სთავაზობს არომატებს, რომლებიც არღვევენ ტრადიციულ ნორმებს.