MOLECULE 04
Eau de Toilette
სუნამო
Molecule 04-ის კრემოვან-მერქნოვან-ენერგიული ნაზავი, პარფიუმერულ ინგრედიენტს — ჯავანოლს, ახალ, მეტალისებრ განზომილებას ანიჭებს, რომლის უკიდურესი სიგრილეც, სამუდამოდ შეგაყვარებთ თავს!
Not Chosen
Escentric Molecules-ის არომატი MOLECULE 04, წმინდა, დამოუკიდებელ ინგრედიენტს — ჯავანოლს (Javanol™) ეყრდნობა — სანდალვუდის ტიპის მოლეკულას, რომელიც, ნატურალური სანდალის ხის ბრწყინვალებასა და სიმტკიცეს ინარჩუნებს, თუმცა, ამავდროულად, ბუნებაში არარსებული კამკამა, გამჭვირვალე შტრიხებითაა მდიდარი. მოცემული ინგრედიენტი, პარფიუმერული ნედლეულის, არომატებისა და სურნელოვანი კომპოზიციების მწარმოებელმა შვეიცარიულმა კომპანია — Givaudan-მა, 1996 წელს, ლაბორატორიულად შექმნა.
MOLECULE 04-ის დაგემოვნებისას, სისუფთავისა და სივრცითი ასპექტებით განმსჭვალული ჯავანოლი, თქვენს ხუთივე შეგრძნებასთან დიალოგით, სურნელოვან მორევში ჩაგძირავთ!
„ის, რაც ჯავანოლის სურნელში, ყველაზე მეტად მიყვარს, თითქმის ფსიქოდელიური სიგრილეა: თითქოს, გრეიფრუტის თხევადი ცედრა, ხავერდოვან-კრემოვანი ფერადი ვარდების საწოლს გადაასხესო… ულტრა-მინიმალისტური ხასიათის MOLECULE 04, მხოლოდ ერთ არომატულ მოლეკულას შეიცავს. დღესდღეობით, ტექნოლოგიებისა და ჭარბი ინფორმაციის პირობებში, ის, რაც ერთ დროს, მაცდურად გვეჩვენებოდა, ადიქციად იქცა და გვაკონტროლებს; შედეგად, ნელ-ნელა, იმის დაფასება დავიწყეთ, რაც კომპლექსურ ცხოვრებას გვიმარტივებს — მინიმალიზმმა მეტად ღრმა დატვირთვა შეიძინა,“ — აღნიშნავს პარფიუმერი გეზა შოენი.
მოლეკულური არომატები, ზოგადად, პომპეზური კომპოზიციების ანტიდოტებად გვევლინება და სწორედ ამ სიმბოლიზმის მატარებელია Escentric Molecules-ის ქმნილებაც, რომელიც, სივრცითი სიგრილის დამსახურებით, სისუფთავის ასოციაციებს აღძრავს; ერთი არომატული მოლეკულით, სიწმინდისა და სიზუსტის აღწერას ახერხებს და თითქოს, მარტივი ფორმულით, საოცრად მრავალმხრივ, რთულ ყნოსვით განცდებს აღგვიძრავს.
ზედოზირებული სტიმულაციის ნორმალიზების ეპოქაში, Molecule 04, განტვირთვისკენ მიგვიძღვის. მისი მხოლობითი შემადგენლობა, წმინდა, თანამედროვე სანდალის ესენციით, ყოველგვარ ზედმეტ ინგრედიენტზე უარს აცხადებს და რაფინირებული სისადავით, კონცეპტუალური და ამავდროულად, მარადიული სურნელოვანი განცდების მაძიებელ მფლობელებთან ერთად რეზონირებს. 100-მლ-იანი მოცულობის ფლაკონით წარმოდგენილი ინტიმური, თუმცა, საკმაოდ, მდგრადი არომატი, კანთან კონტაქტისას, მუდმივად ვითარდება და დროთა განმავლობაში, სიგრილისა და სითბოს შრეებს ამჟღავნებს.
ჯავანოლი (Javanol™: სანდალვუდის უახლესი გენერაცია — უპრეცედენტოდ მდგრადი მოლეკულური პარფიუმერული ინგრედიენტი მდიდრული, ბუნებრივი, კრემოვანი სანდალვუდის ნოტი ვარდის ნიუანსებით)
Alcohol denat, Parfum (fragrance), Aqua (water)
Escentric Molecules - ნიშ ბრენდი, რომელიც 2006 წელს დააარსა გეზა შოენმა. ბრენდის შექმნა უკავშრიდება არომა-მოლეკულას - Iso E Super, რომელიც ბუნებაში არ არსებობს. ის 1973 წელს შექმნეს IFF -ის ლაბორატორიაში, თუმცა მსოფლიო პარფიუმერიისთვის უცნობი იყო Escentric Molecules -ის გამოჩენამდე. ბრენდის მთავარი იდეაა გამოკვეთოს ინდივიდუალური არომატის მოლეკულების სილამაზე, რომლებიც ხშირად ტრადიციული სუნამოების ფონის შესაქმნელად გამოიყენება. Escentric Molecules -მა ყურადრება მიიპყრო თავისი რევოლუციური სუნამოებით "Molecule 01" და "Escentric 01", რომელთა ბაზაც სინთეზური არომატული მოლეკულა, Iso E Super-ია. "Molecule 01" მთლიანად შედგება Iso E Super-ისგან. ის ერგება მფლობელის ბუნებრივ ფერომონებს და ქმნის ნაზ, ხავერდოვან აურას, რომელიც ერთდროულად არის ინტიმური და მაცდუნებელი. ამის საპირისპიროდ, "Escentric 01" აერთიანებს Iso E Super-ს სხვა ინგრედიენტებთან, რათა შექმნას უფრო კომპლექსური და ვიბრაციული სურნელი. ინოვაციურმა მიდგომამ ბრენდს პოპულაობა მოუტანა სუნამოს ენთუზიასტებში, რომლებიც არატრადიციულ და ახალ ტექნიკებს ანიჭებენ უპირატესობას. Escentric Molecules აგრძელებს მოლეკულური პარფიუმერიის ხელოვნების კვლევას და მომხმარებლებს სთავაზობს არომატებს, რომლებიც არღვევენ ტრადიციულ ნორმებს.
