MOLECULE 03
Eau de Toilette
სუნამო
Escentric Molecules-ის Molecule 03, მეტია, ვიდრე სუნამო: ის, ყნოსვითი განცდაა!
Not Chosen
გზა მიეცით სუნამოების დიზაინის ინოვაციური სახლის — Escentric Molecules-ის დამატყვევებელი ქმნილების, Molecule 03-ის ძალას! 2010 წლის უნისექსური ტუალეტის წყალი, უნიკალური ელემენტების უზადო შერწყმით, გენდერის ტრადიციულ ნორმებს სცდება და ნებისმიერი პიროვნებისთვის, იდეალურ თანმხლებად გვევლინება.
Molecule 03 აღტაცების, ენერგიისა და სიგრილის მომგვრელი გამხსნელი ნოტებით — მექსიკური ლაიმის, ჯანჯაფილის და მწვანე წიწაკის გამამხნევებელი აფეთქებით იშლება. ზამბახის, ჟასმინის და ვაშლის არომატული გული, კომპოზიციას, დახვეწილობისა და სიღრმის შტრიხებით ამდიდრებს; ვეტივერის, სანდალის ხის, კედარის და მუშკის ბაზა კი, ხანგრძლივად მდგრად სიღრმეს მატებს და დამაინტრიგებელ, დაუვიწყარ ნაზავს აყალიბებს.
100-მლ-იანი მოცულობის ფლაკონით წარმოდგენილი სითხე, იდეალური არჩევანია მათთვის, ვისაც სურთ, სურნელოვანი თამაშის მაღალ საფეხურზე გადაინაცვლონ: Molecule 03, თქვენი არომატული არსენალის განუყრელ ატრიბუტად იქცევა!
მეტი, ვიდრე, უბრალო სუნამო — Molecule 03, მართლაც, ყნოსვითი განცდაა: პარფიუმერული ნოტების უნიკალური კომბინაციით, ემოციებისა და მოგონებების გაცოცხლების ძალა შესწევს და ხასიათის გაუმჯობესებაც კი შეუძლია. რაღას უცდით? შეეგებეთ Escentric Molecules-ის Molecule 03-ს, დღესვე: პერსონალური გამოყენებისთვის თუ საჩუქრად, ეს უნისექსური ქმნილება, იდეალური არჩევანი და ბედნიერების გარანტიაა!
ვეტივერილის აცეტატი (ვეტივერის ზეთისგან წარმოებული სინთეტიკური პარფიუმერული ინგრედიენტი ტკბილი, მერქნოვანი და პუდროვანი შტრიხებით. ხშირად გამოიყენება მერქნოვანი, ქარვისებრი და შიპრის ტიპის არომატებში, სიღრმისა და კომპლექსურობის გასაძლიერებლად)
Alcohol denat, Parfum (fragrance), Aqua (water)
Escentric Molecules - ნიშ ბრენდი, რომელიც 2006 წელს დააარსა გეზა შოენმა. ბრენდის შექმნა უკავშრიდება არომა-მოლეკულას - Iso E Super, რომელიც ბუნებაში არ არსებობს. ის 1973 წელს შექმნეს IFF -ის ლაბორატორიაში, თუმცა მსოფლიო პარფიუმერიისთვის უცნობი იყო Escentric Molecules -ის გამოჩენამდე. ბრენდის მთავარი იდეაა გამოკვეთოს ინდივიდუალური არომატის მოლეკულების სილამაზე, რომლებიც ხშირად ტრადიციული სუნამოების ფონის შესაქმნელად გამოიყენება. Escentric Molecules -მა ყურადრება მიიპყრო თავისი რევოლუციური სუნამოებით "Molecule 01" და "Escentric 01", რომელთა ბაზაც სინთეზური არომატული მოლეკულა, Iso E Super-ია. "Molecule 01" მთლიანად შედგება Iso E Super-ისგან. ის ერგება მფლობელის ბუნებრივ ფერომონებს და ქმნის ნაზ, ხავერდოვან აურას, რომელიც ერთდროულად არის ინტიმური და მაცდუნებელი. ამის საპირისპიროდ, "Escentric 01" აერთიანებს Iso E Super-ს სხვა ინგრედიენტებთან, რათა შექმნას უფრო კომპლექსური და ვიბრაციული სურნელი. ინოვაციურმა მიდგომამ ბრენდს პოპულაობა მოუტანა სუნამოს ენთუზიასტებში, რომლებიც არატრადიციულ და ახალ ტექნიკებს ანიჭებენ უპირატესობას. Escentric Molecules აგრძელებს მოლეკულური პარფიუმერიის ხელოვნების კვლევას და მომხმარებლებს სთავაზობს არომატებს, რომლებიც არღვევენ ტრადიციულ ნორმებს.
