მთავარიშოპისუნამო

MOLECULE 02

MOLECULE 02

Eau de Toilette

სუნამო

შეეგებეთ მოულოდნელობებს, თქვენსავით ინდივიდუალიზმით აღსავსე არომატით — Escentric 02

მოცულობა:

Not Chosen

432.00 ₾
აღწერა

შეიგრძენით Escentric 02-ის ხიბლი — გამოსცადეთ დამატყვევებელი, გამორჩეული უნისექსური სურნელი, თანამედროვე ელეგანტურობისა და მოულოდნელობის შტრიხების იდეალური ბალანსით. ინოვაციური არომატული სახლი — Escentric Molecules, ამ სუნამოს, 2008 წლიდან წარმოგვიდგენს.

Escentric 02-ის ყნოსვითი მოგზაურობა, ღვიის კენკრის ლიქიორის, მანდარინის, კლარის (წითელი სალბი) და ტონიკის წყლის გამამხნევებელი გამხსნელი ნოტებით იწყება, შეგრძნებებს, მყისიერად რომ გამოაღვიძებს.

გულში, მოლეკულური ინგრედიენტის — Iso E Super-ის (თანამედროვე სინთეტიკური ინგრედიენტი გლუვი, ხავერდოვანი, მერქნოვან-ქარვისებრი პროფილით), ზამბახის, ჟასმინისა და ანწლის რომანტიკული თაიგული იფურჩქნება და კომპოზიციას დახვეწილობის დამაინტრიგებელ, მაცდურ შრეს ანიჭებს.

არომატის სურნელს, ხანგრძლივად მდგრადი შთაბეჭდილებით აგვირგვინებს ზამბახის, კედარის ხის, ვეტივერის, ჰედიონის (სინთეტიკური პარფიუმერული ინგრედიენტი ჟასმინის და ლიმონის აკორდებით) და ამბროქსანის (მოლეკულური პარფიუმერული ინგრედიენტი ქარვის მსგავსი, მუშკის, ანიმალისტური და ხის აკორდებით) საბაზისო ნოტების ღრმა, მერქნოვანი შტრიხები: სწორედ ამ შესანიშნავი ინგრედიენტების კულმინაციის შედეგად, კომპლექსური და დამატყვევებელი სითხე იბადება!

100-მლ-იანი შეფუთვით წარმოდგენილი Escentric 02, იდეალური არჩევანია მათთვის, ვინც დახვეწილ პარფიუმერულ ხელოვნებას აფასებენ: როგორც ყოველდღიური გამოყენებისთვის, ასევე — განსაკუთრებული შემთხვევებისთვის განკუთვნილი სუნამო, უნისექსური ხასიათით, ნებისმიერი არომატული კოლექციის მრავალმხრივ დანამატად გვევლინება, რომელიც, უკლებლივ ყველას — მამაკაცებს თუ ქალებს, უნიკალური ხიბლით ამკობს.

გაითვალისწინეთ: Escentric 02, ბაზარზე, რამდენიმე განსხვავებული დიზაინის შეფუთვითაა ხელმისაწვდომი.

ამბროქსანის დაპატენტებული ნოტი — AMBROXAN™ (მოლეკულური პარფიუმერული ინგრედიენტი ქარვის მსგავსი, მუშკის, ანიმალისტური და ხის აკორდებით)

Alcohol denat, Parfum (fragrance), Aqua (water)

Escentric Molecules - ნიშ ბრენდი, რომელიც 2006 წელს დააარსა გეზა შოენმა. ბრენდის შექმნა უკავშრიდება არომა-მოლეკულას - Iso E Super, რომელიც ბუნებაში არ არსებობს. ის 1973 წელს შექმნეს IFF -ის ლაბორატორიაში, თუმცა მსოფლიო პარფიუმერიისთვის უცნობი იყო Escentric Molecules -ის გამოჩენამდე. ბრენდის მთავარი იდეაა გამოკვეთოს ინდივიდუალური არომატის მოლეკულების სილამაზე, რომლებიც ხშირად ტრადიციული სუნამოების ფონის შესაქმნელად გამოიყენება. Escentric Molecules -მა ყურადრება მიიპყრო თავისი რევოლუციური სუნამოებით "Molecule 01" და "Escentric 01", რომელთა ბაზაც სინთეზური არომატული მოლეკულა, Iso E Super-ია. "Molecule 01" მთლიანად შედგება Iso E Super-ისგან. ის ერგება მფლობელის ბუნებრივ ფერომონებს და ქმნის ნაზ, ხავერდოვან აურას, რომელიც ერთდროულად არის ინტიმური და მაცდუნებელი. ამის საპირისპიროდ, "Escentric 01" აერთიანებს Iso E Super-ს სხვა ინგრედიენტებთან, რათა შექმნას უფრო კომპლექსური და ვიბრაციული სურნელი. ინოვაციურმა მიდგომამ ბრენდს პოპულაობა მოუტანა სუნამოს ენთუზიასტებში, რომლებიც არატრადიციულ და ახალ ტექნიკებს ანიჭებენ უპირატესობას. Escentric Molecules აგრძელებს მოლეკულური პარფიუმერიის ხელოვნების კვლევას და მომხმარებლებს სთავაზობს არომატებს, რომლებიც არღვევენ ტრადიციულ ნორმებს.