მთავარიშოპისუნამო

MOLECULE 01 + MANDARIN

MOLECULE 01 + MANDARIN

Eau de Toilette

სუნამო

შეიგრძენით სურნელოვანი ქიმია, ისე, როგორც არასოდეს! აღმოაჩინეთ გრილი, დაუვიწყარი უნისექსი არომატი, მეცნიერებისა და ბუნების თამამი, თანამედროვე ნაზავის კვალდაკვალ.

მოცულობა:

Not Chosen

684.00 ₾
აღწერა

Molecule 01 + Mandarin, პარფიუმერული დიზაინის ინოვაციურმა სახლმა — Escentric Molecules, 2021 წელს წარმოგვიდგინა. ეს ტუალეტის წყალი, იდეალურია მათთვის, ვინც უნიკალურ და უდარდელად გემოვნებიან სურნელებს აფასებენ.

Molecule 01 + Mandarin-ის გაშლისას, ნათელ, ამაღლებულ პირველ შთაბეჭდილებას ახდენს მანდარინის გემრიელი აფეთქება. სურნელის დასტაბილურებისას კი, ხავერდოვანი, კანის მსგავსი მოლეკულური ინგრედიენტის — Iso E Super-ის (თანამედროვე სინთეტიკური ინგრედიენტი გლუვი, ხავერდოვანი, მერქნოვან-ქარვისებრი პროფილით) და მანდარინის ჰარმონიული ნაზავით, ფაქიზი გული იშლება და არომატს სიღრმესა და სითბოს მატებს.

Iso E Super-ის ნოტები, ბაზაზეც ჟღერს; კომპოზიციას, სუფთა, მერქნოვანი ნაკვალევით ამკობს და კანთან სიახლოვეს ინარჩუნებს, რაც თითოეული ინდივიდის ბუნებრივ სუნს, შენიღბვის გარეშე გამოკვეთს.

მინიმალისტური სტილისა და მოკრძალებული დახვეწილობის მოყვარულთათვის განკუთვნილი, 100-მლ-იან ფლაკონში მოქცეული სითხე, უნისექსური მიმზიდველობით, ნებისმიერი სიტუაციისთვის შესაფერისი არჩევანია: შეგიძლიათ, გამოიყენოთ სამსახურში, მეგობრებთან შეხვედრისას თუ სახლში გატარებულ მშვიდ საღამოს. თქვენი არომატული კოლექციის გამორჩეული წევრი — Molecule 01 + Mandarin, ნოტების მოქნილი, თანამედროვე ნაზავით, ენერგიის მომნიჭებელი და ამავდროულად, დამამშვიდებელი შეგრძნებებით მოგიცავთ.

შეამკეთ ყოველდღიური რუტინა ჩუმი თავდაჯერების შტრიხებით, Escentric Molecules-ის Molecule 01 + Mandarin-თან ერთად; გამოსცადეთ სურნელოვანი ქიმია, ისე, როგორც არასოდეს!

Iso E Super (თანამედროვე სინთეტიკური ინგრედიენტი გლუვი, ხავერდოვანი, მერქნოვან-ქარვისებრი პროფილით), მანდარინი

Escentric Molecules - ნიშ ბრენდი, რომელიც 2006 წელს დააარსა გეზა შოენმა. ბრენდის შექმნა უკავშრიდება არომა-მოლეკულას - Iso E Super, რომელიც ბუნებაში არ არსებობს. ის 1973 წელს შექმნეს IFF -ის ლაბორატორიაში, თუმცა მსოფლიო პარფიუმერიისთვის უცნობი იყო Escentric Molecules -ის გამოჩენამდე. ბრენდის მთავარი იდეაა გამოკვეთოს ინდივიდუალური არომატის მოლეკულების სილამაზე, რომლებიც ხშირად ტრადიციული სუნამოების ფონის შესაქმნელად გამოიყენება. Escentric Molecules -მა ყურადრება მიიპყრო თავისი რევოლუციური სუნამოებით "Molecule 01" და "Escentric 01", რომელთა ბაზაც სინთეზური არომატული მოლეკულა, Iso E Super-ია. "Molecule 01" მთლიანად შედგება Iso E Super-ისგან. ის ერგება მფლობელის ბუნებრივ ფერომონებს და ქმნის ნაზ, ხავერდოვან აურას, რომელიც ერთდროულად არის ინტიმური და მაცდუნებელი. ამის საპირისპიროდ, "Escentric 01" აერთიანებს Iso E Super-ს სხვა ინგრედიენტებთან, რათა შექმნას უფრო კომპლექსური და ვიბრაციული სურნელი. ინოვაციურმა მიდგომამ ბრენდს პოპულაობა მოუტანა სუნამოს ენთუზიასტებში, რომლებიც არატრადიციულ და ახალ ტექნიკებს ანიჭებენ უპირატესობას. Escentric Molecules აგრძელებს მოლეკულური პარფიუმერიის ხელოვნების კვლევას და მომხმარებლებს სთავაზობს არომატებს, რომლებიც არღვევენ ტრადიციულ ნორმებს.