მთავარიშოპისუნამო

MOLECULE 01 + IRIS

MOLECULE 01 + IRIS

Eau de Toilette

სუნამო

შეიგრძენით არომატ Molecule 01 + Iris-ის ხიბლი: დაე, მერქნოვან-ყვავილოვანი ნოტების დახვეწილი ნაზავით, თქვენი სურნელოვანი კოლექცია გაამდიდროს!

მოცულობა:

Not Chosen

684.00 ₾
აღწერა

Escentric Molecules წარმოგვიდგენს დამატყვევებელ უნისექს არომატს — Molecule 01 + Iris, რომლის დებიუტიც, 2021 წელს შედგა და სულ მალე, ნიშური პარფიუმერიის ენთუზიასტთა რჩეულიც გახდა. მერქნოვანი არომატული ოჯახის მომაჯადოებელი სურნელი, იდეალური არჩევანია მათთვის, ვინც მიწიერ, დახვეწილ ნაზავებს აფასებენ.

Molecule 01 + Iris-ის გამხსნელ ნოტებს შორის, ფაქიზი, ელეგანტური ზამბახი გვხვდება, რომელიც, კომპოზიციის გულში, უზადოდ ერწყმის Iso E Super-ის (თანამედროვე სინთეტიკური ინგრედიენტი გლუვი, ხავერდოვანი, მერქნოვან-ქარვისებრი პროფილით) და ზამბახისსავე ნოტებს და უნიკალურ, თანამედროვე, თუმცა, ამავდროულად, მარადიულ, თვალის მომჭრელ სურნელოვან პროფილს აყალიბებს.

ბაზაზე, ხავერდოვან-მერქნოვანი ხასიათით განთქმული არომატული მოლეკულა — Iso E Super დომინირებს და არომატის სურნელს, სიღრმესა და ხანგრძლივ მდგრადობას ანიჭებს.

პარფიუმერიაში ინოვაციურ-მინიმალისტური მიდგომებით განთქმული დიზაინის სახლის ნიშური ქმნილება, 100-მლ-იანი მოცულობის ფლაკონით, უზრუნველყოფს, თქვენი საავტორო სურნელი, მუდამ თქვენი თანმხლები იყოს, როგორც ყოველდღიური რუტინული აქტივობებისას, ასევე — განსაკუთრებულ შემთხვევებში.

შეიგრძენით Molecule 01 + Iris-ის ხიხბლი: დაე, მერქნოვან-ყვავილოვანი ნოტების დახვეწილი ნაზავით, თქვენი სურნელოვანი კოლექცია გაამდიდროს!

Iso E Super (თანამედროვე სინთეტიკური ინგრედიენტი გლუვი, ხავერდოვანი, მერქნოვან-ქარვისებრი პროფილით), ზამბახი

Escentric Molecules - ნიშ ბრენდი, რომელიც 2006 წელს დააარსა გეზა შოენმა. ბრენდის შექმნა უკავშრიდება არომა-მოლეკულას - Iso E Super, რომელიც ბუნებაში არ არსებობს. ის 1973 წელს შექმნეს IFF -ის ლაბორატორიაში, თუმცა მსოფლიო პარფიუმერიისთვის უცნობი იყო Escentric Molecules -ის გამოჩენამდე. ბრენდის მთავარი იდეაა გამოკვეთოს ინდივიდუალური არომატის მოლეკულების სილამაზე, რომლებიც ხშირად ტრადიციული სუნამოების ფონის შესაქმნელად გამოიყენება. Escentric Molecules -მა ყურადრება მიიპყრო თავისი რევოლუციური სუნამოებით "Molecule 01" და "Escentric 01", რომელთა ბაზაც სინთეზური არომატული მოლეკულა, Iso E Super-ია. "Molecule 01" მთლიანად შედგება Iso E Super-ისგან. ის ერგება მფლობელის ბუნებრივ ფერომონებს და ქმნის ნაზ, ხავერდოვან აურას, რომელიც ერთდროულად არის ინტიმური და მაცდუნებელი. ამის საპირისპიროდ, "Escentric 01" აერთიანებს Iso E Super-ს სხვა ინგრედიენტებთან, რათა შექმნას უფრო კომპლექსური და ვიბრაციული სურნელი. ინოვაციურმა მიდგომამ ბრენდს პოპულაობა მოუტანა სუნამოს ენთუზიასტებში, რომლებიც არატრადიციულ და ახალ ტექნიკებს ანიჭებენ უპირატესობას. Escentric Molecules აგრძელებს მოლეკულური პარფიუმერიის ხელოვნების კვლევას და მომხმარებლებს სთავაზობს არომატებს, რომლებიც არღვევენ ტრადიციულ ნორმებს.