MOLECULE 01 + GUAIAC WOOD
Eau de Toilette
სუნამო
მეტი, ვიდრე სურნელი — ესაა განცდა და შეგრძნებათა სიღრმეებში მოგზაურობა! შეაბიჯეთ უნიკალური, დამატყვევებელი სურნელების სამყაროში, Molecule 01 + Guaiac Wood-თან ერთად.
Not Chosen
განთქმული პარფიუმერული სახლის, Escentric Molecules-ის 2023 წლის უნისექსი ქმნილება, არომატული თვითგამოხატვის ტენდენციებს ამკვიდრებს და 01-მოლეკულის განმაცვიფრებელი ძალისა და გაიაკის ხის სიმძაფრის და სითბოს მომაჯადოებელი ნაზავით, დაუძლეველ, თრობის მომგვრელ შეგრძნებებს აღძრავს.
მერქნოვანი არომატული ოჯახის კომპოზიცია — Molecule 01 + Guaiac Wood, ბუნების მდიდრულ, მიწიერ ტონებს მიაგებს ოდას და იდეალურად ბალანსირებულ, დამამშვიდებელ, მაგიურ სურნელს აფრქვევს. გენდერის საზღვრებს მიღმა მყოფი არომატი, იდეალურად ერწყმის როგორც მამაკაცების, ასევე — ქალების სტილს და გამოხატვის თავისუფლებისა და ინდივიდუალიზმის ამსახველ საშუალებად გვევლინება.
მფლობელთა ხანგრძლივი დროით დასატკბობად, Molecule 01 + Guaiac Wood, გულუხვი მოცულობით — 100-მლ-იანი შეფუთვითაა წარმოდგენილი: ფლაკონის დახვეწილი, მინიმალისტური დიზაინი, იდეალურად აღწერს ბრენდის სიმარტივისა და რაფინირებულობის ეთოსს; გემოვნებიანი, თანამედროვე აეროზოლი კი, სუნამოს მარტივად და ეფექტურად მიპკურებას უზრუნველყოფს.
Escentric Molecules, ამ ქმნილებით, კიდევ ერთხელ ადასტურებს ოსტატობას ინოვაციური, სახასიათო არომატების სფეროში: Molecule 01 + Guaiac Wood, მეტია, ვიდრე სურნელი: ის, განცდა და შეგრძნებათა სიღრმეებში მოგზაურობაა! ჩაიძირეთ მის მომხიბლავ არომატში; დაე, თქვენი უნიკალური პიროვნული შტრიხების ბუნებრივ დანამატად იქცეს!
Iso E Super (თანამედროვე სინთეტიკური ინგრედიენტი გლუვი, ხავერდოვანი, მერქნოვან-ქარვისებრი პროფილით), გაიაკის ხე
Escentric Molecules - ნიშ ბრენდი, რომელიც 2006 წელს დააარსა გეზა შოენმა. ბრენდის შექმნა უკავშრიდება არომა-მოლეკულას - Iso E Super, რომელიც ბუნებაში არ არსებობს. ის 1973 წელს შექმნეს IFF -ის ლაბორატორიაში, თუმცა მსოფლიო პარფიუმერიისთვის უცნობი იყო Escentric Molecules -ის გამოჩენამდე. ბრენდის მთავარი იდეაა გამოკვეთოს ინდივიდუალური არომატის მოლეკულების სილამაზე, რომლებიც ხშირად ტრადიციული სუნამოების ფონის შესაქმნელად გამოიყენება. Escentric Molecules -მა ყურადრება მიიპყრო თავისი რევოლუციური სუნამოებით "Molecule 01" და "Escentric 01", რომელთა ბაზაც სინთეზური არომატული მოლეკულა, Iso E Super-ია. "Molecule 01" მთლიანად შედგება Iso E Super-ისგან. ის ერგება მფლობელის ბუნებრივ ფერომონებს და ქმნის ნაზ, ხავერდოვან აურას, რომელიც ერთდროულად არის ინტიმური და მაცდუნებელი. ამის საპირისპიროდ, "Escentric 01" აერთიანებს Iso E Super-ს სხვა ინგრედიენტებთან, რათა შექმნას უფრო კომპლექსური და ვიბრაციული სურნელი. ინოვაციურმა მიდგომამ ბრენდს პოპულაობა მოუტანა სუნამოს ენთუზიასტებში, რომლებიც არატრადიციულ და ახალ ტექნიკებს ანიჭებენ უპირატესობას. Escentric Molecules აგრძელებს მოლეკულური პარფიუმერიის ხელოვნების კვლევას და მომხმარებლებს სთავაზობს არომატებს, რომლებიც არღვევენ ტრადიციულ ნორმებს.
